სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ტოქსიკოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ტოქსიკოლოგია სალიცენზიო
გახანგრძლივებული მართვითი სუნთქვის ჩვენებებია: 1). ტაქიპნოე - 1 წთ-ში 45 ან მეტი; 2). pCO 2 დაბალია 60 მმ ვწყ. სვ.; 3). სუნთქვის მოცულობა შემცირებულია 50 %-ით; 4). სუნთქვითი წუთმოცულობა გაზრდილია 160 - 180%-ით; 5). არტერიული ჰიპერტენზია.
გლუკოზის შემცველი ხსნარების ინტრავენური გადასხმის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გართულებები: 1). ჰიპეროსმოლარობა; 2). პოლიურია; 3). გლუკოზურია; 4). ჰიპოჰიდრატაცია; 5). ჰიპოგლიკემია.
ჰიპოვოლემიის დროს სისტოლური მოცულობის გაზრდა შესაძლებელია შემდეგი პრეპარატების გამოყენებით: 1). პლაზმის შემცველები; 2). საგულე გლიკოზიდები; 3). სიმპათომიმეტიკები; 4). þბეტა-ბლოკატორები;
ჰიპოვოლემიის დროს, ვენურ სისტემაზე მოქმედი (ნიტროგლიცერინი და მათი ანალოგები) ვაზოდილატატორების დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს: 1). მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარის გაუმჯობესება; 2). არტერიული წნევის დაქვეითება; 3). კოლაფსი; 4). კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება.
გულის მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა იწვევს: 1). შეგუბებით მოვლენებს ფილტვებში; 2). ცირკულატორულ ჰიპოქსიას; 3). მეტაბოლურ აციდოზს; 4). მცირე წრის ჰიპერტენზიას.
სისხლის მიმოქცევის დამრღვევ არითმიებს მიეკუთვნება: 1). პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია; 2). II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; 3). კვანძოვანი ტაქიკარდია; 4). სინოაურიკულარული ბლოკადა.
არითმიებს, რომლებიც არ იწვევენ სისხლისმიმოქცევის დარღვევას, მიეკუთვნება: 1). სინუსური არითმია; 2). წინაგულოვანი ექსტრასისტოლები; 3). I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; 4). პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
გულის მწვავე უკმარისობის გამომწვევ არითმიებს მიეკუთვნება: 1). პარკუჭების ფიბრილაცია; 2). სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; 3). ასისტოლია; 4). წინაგულების თრთოლვა და ციმციმი.
კომპენსირებული სისხლდენისათვის დამახასიათებელია ყველა კლინიკური ნიშანი, გარდა შემდეგისა:
სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტული ფუნქცია დამოკიდებულია: 1). ჰემოგლობინის რაოდენობაზე; 2). გულის წუთმოცულობაზე; 3). O2-ზე; 4). HB-ის O2-თან თვისობრიობაზე; 5). ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის ხარისხზე; 6). ერითროციტების რაოდენობაზე; 7). სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
ჰიპოვოლემიისათვის დამახასიათებელია ცენტრალური ვენური წნევის შემდეგი მაჩვენებელი: 1). უარყოფითი ცენტრალური ვენური წნევა; 2). 6 სმ. ვწყ. სვ. ნაკლები; 3). 6 - 12 სმ. ვწყ. სვ. სიდიდის; 4). 12 - 18 სმ. ვწყ. სვ. სიდიდის.
1 ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარის ტრანსფუზია მოცირკულირე სისხლის მოცულობას გაზრდის:
მწვავე სისხლდენის დროს ავადმყოფის სიკვდილის მთავარი მიზეზია:
ჰიპოვოლემიის მკურნალობისათვის გამოიყენება:
პლაზმის შემცვლელებს მიეკუთვნება: 1). პოლიგლუკინი; 2). ჟელატინოლი; 3). ალბუმინი; 4). 10% გლუკოზის ხსნარი; 5). ფიზიოლოგიური ხსნარი.
სისხლში ჟანგბადის დამაკმაყოფილებელი შემცველობის უზრუნველყოფა ხდება ჰემატოკრიტის არანაკლებ შემდეგი მაჩვენებლებისას:
მწვავე სისხლდენის დროს ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპიის მიზანია: 1). მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა; 2). სისხლში ჟანგბადის შემცველობის აღდგენა; 3). ონკოზური წნევის შენარჩუნება; 4). OO2-ის ნორმალური კონცენტრაციის შენარჩუნება; 5). ჰემოსტაზის დარღვევის აცილება.
ჰემატოკრიტის ნორმული მაჩვენებელია :
ახლადგაყინული პლაზმა გამოიყენება: 1). პლაზმის შესავსებად; 2). ონკოზური წნევის გასაზრდელად; 3). შედედების თერმოლაბილური (V და VII ) ფაქტორების შესავსებად.
შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას ვითარდება: 1). ჰემოპტრანსფუზიული შოკი; 2). ფილტვების შეშუპება; 3). ჰემოლიზი; 4). თირკმლების მწვავე უკმარისობა; 5). ჰემორაგიული სინდრომი.