QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ზოგადი ქირურგია სალიცენზიო

1281 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1141

12-გოჯა ნაწლავის წყლულთან მიმართებაში რომელი ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებაა სწორი? 1) 12-გოჯა ნაწლავის წყლულების უმრავლესობა ლოკალიზებულია მის ბოლქვში; 2) უმრავლეს შემთხვევაში ავადმყოფს აწუხებს ტკივილი ეპიგასტრიუმში, რომელიც ირადირდება ზურგისკენ და გაივლის საკვების მიღების შემდეგ; 3) უმრავლეს შემთხვევაში 12-გოჯა ნაწლავის წყლულები გამოვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა სართულის რენტგენოსკოპიით; 4) 12-გოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლულების მკურნალობის უპირატესი მეთოდია წყლულის ამოკვეთა.

1142

ჯორჯლის ზედა არტერიის სინდრომთან მიმართებაში რომელი ქვემოთჩამოთვლილი მოსაზრებებია სწორი? 1) უვითარდება ახალგაზრდა გამხდარ ქალებს; 2) ესაა 12-გოჯა ნაწლავის ობსტრუქცია ჯორჯლის ზედა არტერიით; 3) დამახასიათებელ სიმპტომებში შედის ღებინება და ტკივილი საკვების მიღების შემდეგ; 4) სხეულის წონის მომატება ზოგჯერ იწვევს განკურნებას.

1143

რომელი ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებაა სწორი მომტანი მარყუჟის სინდრომთან მიმართებაში? 1) იწვევს მუცლის შებერვას საკვების მიღების შემდეგ, ტკივილს და გულისრევას; ავადმყოფი შვებას გრძნობს პირღებინების შემდეგ ნაღვლოვანი შიგთავსით; 2) ხშირად ვითარდება ბილროთ-I-ის ოპერაციის შემდეგ; 3) მკურნალობა მოიცავს ნაწლავის მომტანი სეგმენტის ადექვატურ დრენირებას, რაც მიიღწევა გასტროენტეროანასტომოზის გადაკეთებით რუს წესით ანასტომოზად; 4) ძნელად ექვემდებარება კორექციას და ხშირად იძლევა რეციდივს ოპერაციის შემდეგ.

1144

,,K“-ვიტამინის დეფიციტის მიზეზებია: 1) კვების დარღვევა; 2) სრული პარენტერული კვება; 3) მექანიკური სიყვითლე; 4) ანტიბიოტიკოთერაპია.

1145

მიუთითეთ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ჰორმონებს:

1146

მიუთითეთ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ მარილმჟავას:

1147

მიუთითეთ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ლორწოს:

1148

როგორი ტრანსფუზიური რეაქციები გვხვდება ყველაზე ხშირად ნარკოზის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში სისხლის გადასხმის დროს?

1149

მუცლის დახურული ტრავმის დროს ღრუ ორგანოს დაზიანებას თან ახლავს: 1) ჰემატურია; 2) პერიტონიტის განვითარება; 3) თავისუფალი აირის არსებობა მცირე მენჯის ღრუში; 4) თავისუფალი აირის არსებობა სუბდიაფრაგმულად.

1150

ჭრილობის პირველადი შეხორცებისთვის აუცილებელი პირობაა:

1151

ანაერობული ინფექციის ადრეული სიმპტომებია: 1) ხშირი სუსტი პულსი და ტემპერატურის მომატება; 2) ავადმყოფის არაადეკვატური ქცევა; 3) ჭრილობის მიდამოში ტკივილი; 4) კიდურის მოცულობის მომატება.

1152

მუცლის თეთრი ხაზის თიაქრები ჩვეულებრივ განლაგებულია ჭიპის ზემოთ შემდეგი მიზეზის გამო:

1153

პირველადი განგრენოზული აპენდიციტი ვითარდება:

1154

მწვავე აპენდიციტის დროს რეტროპერიტონეული ფლეგმონა შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევაში:

1155

მსხვილნაწლავურ ობტურაციულ გაუვალობას ყველაზე ხშირად იწვევს:

1156

ჯორჯლის ზედა არტერიის ემბოლიის დროს ჩვეულებრივ იშემიას განიცდის:

1157

ფეოქრომოციტომის მქონე ავადმყოფებში ოპტიმალური ოპერაციული მიდგომაა:

1158

40 წლის ქალი მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში გონების დაკარგვით, რაც გამოწვეული იყო სამსახურში უეცარი ძლიერი თავის ტკივილით. იქამდე პაციენტი თავს კარგად გრძნობდა. საავადმყოფოში შემოსვლისას წნევა იყო 180/100, სუნთქვა არარეგულარული ჩეინ-სტოქსის ტიპის. აჟიტირებული, ჩაძახილზე არ რეაგირებს, აქვს უნებლიე მოძრაობები. პირველადი ტაქტიკა უნდა მოიცავდეს ყველა ქვემოთჩამოთვლილ ზომებს, გარდა:

1159

ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი მიუთითებს 40 წლის ქალის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეზე?

1160

რომელი მდგომარეობაა მართებული მენჯის ამოვარდნილობის დროს?

განმარტებები