QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ზოგადი ქირურგია სალიცენზიო

1281 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1161

საზარდულის თანდაყოლილი ჩაჭედილი თიაქრის მკურნალობა მოიცავს:

1162

52 წლის ავადმყოფი ქალი ჩივილით ტკივილზე მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ტკივილი აღმოცენდა ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ (მომართვამდე 2 კვირით ადრე). შეტევა გრძელდებოდა 12 სთ. კუპირებული იყო სპაზმოლიზური საშუალებებით. ადრე ავადმყოფი თავს თვლიდა ჯანმრთელად. ექოსკოპიით ნაღვლის ბუშტში გამოვლინდა ერთი კონკრემენტი 30მმ დიამეტრით, როგორია ტაქტიკა?

1163

25 წლის ავადმყოფმა მიმართა გადაუდებელი ქირურგიის განყოფილებას 20 წუთის შემდეგ საავტომობილო ავარიიდან - ჩივილებით ტკივილზე მუცელში, სისუსტეზე, გულისრევაზე, თავბრუსხვევაზე. გასინჯვისას კანის საფარველი ფერმკრთალია, არტერიული წნევა არ ისაზღვრება; პულსი 130/წთ; მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში აღენიშნება კანქვეშა სისხლნაჟღენთი დარტყმის გამო. ქალა-ტვინის ტრავმის ნიშნები არ არის გამოხატული. სუნთქვა მოისმინება ორივე მხარეს. გადაუდებელი ღონისძიებები?

1164

სეგმენტარული მასტექტომია შეიძლება დავახასიათოთ:

1165

წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს დროს იყენებენ ყველა ქვემოთჩამოთვლილ მკურნალობის მეთოდს, გარდა:

1166

65 წლის მამაკაცი ნაწლავის დივერტიკულოზის დადასტურებული დიაგნოზით შემოვიდა განყოფილებაში ცხელებით და ინტენსიური გავრცელებული ტკივილით მუცელში. მუცელი მტკივნეულია დიფუზურად, მუცლის წინა კედელი დაჭიმულია, არ ისმინება ნაწლავთა პერისტალტიკური ხმიანობა. რასთანაა დაკავშირებული ამ დაავადების პათოგენეზი?

1167

48 წლის ქალს, რომელსაც ესაჭიროება პარენტერალური კვება, ლავიწქვეშა ვენაში კათეტერის შეყვანისას დაეწყო ქოშინი. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ განვითარდა:

1168

ფარისებრი ჯირკვლის სოლიტარულ კვანძს უპირატესად აქვს სიმსივნური წარმოშობა, თუ:

1169

58 წლის ქალს გამოუვლინდა სარძევე ჯირკვლის მტკივნეული, სწრაფად ზრდადი ინფილტრატი. მისი მფარავი კანი შეშუპებულია, ჰიპერემიულია, შეხებით ცხელია. იღლიის ფოსოში გადიდებულია ლიმფური ჯირკვლები. ავადმყოფი ღებულობდა ანტიბიოტიკებს 5 დღის მანძილზე, თუმცა დაავადება განიცდიდა პროგრესს. სავარაუდო დიაგნოზია:

1170

42 წლის მამაკაცს აქვს 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ,,HCl"-ის ბაზალური სეკრეციაა 60მექვ/სთ (ნორმა< 5მექვ/სთ), ხოლო შრატის გასტრინის რაოდენობაა 1000პგ/მლ (ნორმა< 300პგ/მლ). სავარაუდო დიაგნოზია:

1171

63 წლის მამაკაცმა მიმართა საავადმყოფოს ჩივილებით: ტკივილი მარჯვენა ნეკნხერხემლის კუთხეში, ჰემატურია, ცხელება. პალპაციისას მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში აღინიშნება მოცულობითი წარმონაქმნი. ავადმყოფი მწეველია, თუმცა ეწევა 40 კოლოფზე ნაკლებს წელიწადში, გულმკერდის რენტგენოგრაფიისას ფილტვებში გამოვლინდა მრავლობითი კეროვანი ჩრდილი. მიღებული მონაცემებით უნდა ვივარაუდოთ:

1172

55 წლის ქალს გეგმიური ქოლეცისტექტომიიდან ერთ დღეში განუვითარდა შოკური მდგომარეობა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ესაა:

1173

65 წლის ქალი შემოვიდა მიმღებში ჩივილებით მოვლითი ხასიათის ტკივილზე და მუცლის შებერვაზე. ერთი დღე-ღამეა არ გასულა აირებზე და განავალზე. მუცლის მიმოხილვითი რენტგენოგრაფიით გამოვლინდა წვრილი ნაწლავის გადაბერილი მარყუჟები და კლოიბერის ფიალები. თქვენი დიაგნოზი?

1174

26 წლის მოტოციკლისტმა ავარიის დროს მიიღო მრავლობითი მოტეხილობა და რბილი ქსოვილების ტრავმები. ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს მას დაეწყო დიფუზური სისხლდენა ყველა ჭრილობიდან და ინიექციის ადგილებიდან. ლაბორატორიული მონაცემები: პროთრომბინის დრო - 2წმ (ნორმა 11-15წმ); ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დრო - 100წმ (ნორმა 60-85წმ); თრომბოციტების რაოდენობა - 45x10 მე-9 ხარისხში/ლ (ნორმა 150x400 მე-9 ხარისხში/ლ). ავადმყოფს განუვითარდა:

1175

17 წლის ახალგაზრდა კაცს აქვს სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა და ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში, რაც პროვოცირდება მარცხენა თეძოს ფოსოს პალპაციის დროს. რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?

1176

კუჭის წყლულოვანი დაავადების გამო ბილროთ II-წესით რეზექციიდან რამდენიმე თვეში 48 წლის ქალი უჩივის გახშირებულ გულისცემას, ოფლიანობას, დიარეას და სახის შეწითლებას, რაც ვლინდება საკვების მიღებიდან 30 წუთში. თქვენი დიაგნოზი?

1177

45 წლის მსუქანი ქალი შემოვიდა მიმღებ განყოფილებაში ჩივილით: მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში თანდათან მატებად ძლიერ ტკივილზე. ტკივილი მუდმივი ხასიათისაა, ირადირდება მარჯვენა ბეჭისკენ. დაავადება დაეწყო მწვავედ, საკვების მიღებიდან 15 წუთში. ჰქონდა გულისრევა და პირღებინება, რამაც ვერ შეამსუბუქა ტკივილი. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ჩასუნთქვისას პალპაციით ვითარდება ძლიერი ტკივილი. სისხლის საერთო ანალიზი: ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. დაავადება განპირობებულია:

1178

50 წლის ქალი შემოვიდა ცხელებით, სიყვითლით და მოვლითი ხასიათის ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?

1179

60 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს და დაბუჟებას მარცხენა ქვედა კიდურში, რომელიც აღმოცენდება სიარულის დროს. დასვენების შემდეგ ტკივილი გადის. რამდენიმე წელია აღენიშნება იმპოტენცია. გასინჯვისას გამოვლინდა მარცხენა ქვედა კიდურის კუნთთა ატროფია, ნორმალური რეფლექსები და შუილი ბარძაყის არტერიაზე. დიდი ალბათობით სწორი დიაგნოზია:

1180

60 წლის ავადმყოფი, რომელსაც აქვს ქრონიკული ალკოჰოლიზმი, უჩივის დისფაგიას მყარი საკვების მიღებისას, ყელში უცხო სხეულის შეგრძნება საუღლე ნაჭდევის დონეზე. გარდა ამისა, მას აღენიშნება სხეულის წონის მნიშვნელოვანი კლება და სისუსტე. უნდა ვივარაუდოთ:

განმარტებები