QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ზოგადი ქირურგია სალიცენზიო

1281 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1181

26 წლის ქალი შემოვიდა ჩივილებით თხიერსისხლიანი განავლის არსებობაზე 6 თვის მანძილზე, სხეულის მასის კლებაზე და სპასტიურ ტკივილზე მუცლის არეში. ეჭვობენ ნაწლავის ანთებით დაზიანებაზე. დიაგნოზის დადგენისას პირველი ნაბიჯია:

1182

26 წლის ქალი შემოვიდა ჩივილებით თხიერსისხლიანი განავლის არსებობაზე 6 თვის მანძილზე, სხეულის მასის კლებაზე და სპასტიურ ტკივილზე მუცლის არეში. ეჭვობენ ნაწლავის ანთებით დაზიანებაზე. კვლევისას გამოვლინდა მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესი. დაზიანების მონაკვეთებს შორის არის შეუცვლელი ზონები. სწორი ნაწლავი დაზიანების გარეშეა. სწორი დიაგნოზია:

1183

ავადმყოფს 2 თვეა აქვს მარჯვენამხრივი პნევმონია, დაზიანების ზონა იზრდება. როგორია თქვენი შემდგომი ტაქტიკა?

1184

რომელი გამოკვლევებით შეიძლება დავადასტუროთ დიაგნოზი ინსულინომისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების მქონე ავადმყოფებთან:

1185

65 წლის მამაკაცი შემოვიდა სტაციონარში მაკროჰემატურიის ეპიზოდის შემდეგ, რომელსაც თან არ ახლდა ტკივილი. ექსკრეტორულ უროგრამაზე გამოვლენილია მრგვალი ფორმის ავსების დეფექტი დიამეტრით 1,5მმ, რომელიც განლაგებულია მარჯვენა თირკმლის მენჯის ქვედა ნაწილში. ამოირჩიეთ კვლევის ოპტიმალური მეთოდი:

1186

35 წლის მამაკაცი მოხვდა საავტომობილო ავარიაში. გასინჯვისას გამოვლენილია ქვედა ნეკნების პათოლოგიური მოძრაობა მარცხნივ და ჰემორაგიული შოკის ნიშნები. სუნთქვითი ხმიანობა ჩვეულებრივია. დიაგნოზი:

1187

მიოკარდიუმის ინფარქტის ყველა ქვემოთჩამოთვლილი გართულება იქნება ქირურგიული მკურნალობის ჩვენება, გარდა ერთისა:

1188

50 წლის ავადმყოფს, რომელსაც დადგენილი აქვს ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ალკოჰოლიზმი, გააჩნია ღვიძლის მარჯვენა წილის სიმსივნე და ალფაფეტოპროტეინის მაღალი შემცველობა. რომელი დიაგნოზია სწორი?

1189

ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი გვაძლევს საშუალებას, ეჭვი მივიტანოთ კეთილთვისებიან სიმსივნეზე ფილტვის სოლიტარული კვანძის მქონე ავადმყოფებში:

1190

40 წლის ქალს განუვითარდა ნაწლავთა ობტურაციული გაუვალობა. ოპერაციის დროს გამოვლენილია თეძოს ნაწლავის კარცინოიდული სიმსივნე დიამეტრით 2,5სმ. ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცებაა სწორი ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ?

1191

65 წლის ქალი, რომელსაც აქვს წინაგულების ფიბრილაცია, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით უეცრად განვითარებულ ტკივილზე მუცლის არეში. ჰქონდა ერთჯერადი პირღებინება და თხიერი განავალი. მას შემდეგ აირებზე არ გასულა. ობიექტური გასინჯვისას მუცელი შებერილია, დიფუზურად მტკივნეულია, მაგრამ პერიტონეული სიმპტომები არ არის გამოხატული. 10 წლის წინ ავადმყოფს ჩატარებული აქვს აბდომინური ჰისტერექტომია. თქვენი წინასწარი დიაგნოზი?

1192

55 წლის მამაკაცს აქვს ღრუსებრი წარმონაქმნი მარჯვენა ფილტვის ზედა წილში დიამეტრით 4სმ. დაავადების დაწყების დრო დაუდგენელია. რომელი ქვემოთჩამოთვლილი გამოკვლევა გვაძლევს საშუალებას, დავსვათ დიაგნოზი?

1193

მექანიკური სიყვითლის დროს, რომელიც განვითარდა კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბოს გამო, შესაძლოა გამოვლინდეს ყველა ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა ერთისა:

1194

რომელი რენტგენოლოგიური ნიშნები შეიძლება აღმოვაჩინოთ ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს, თუ ქვამ გამოიწვია ნაწოლები თორმეტგოჯა ნაწლავის კედელზე და შეაღწია მის სანათურში:

1195

სამსახურში მიღებამდე სამედიცინო შემოწმებისას 50 წლის მამაკაცს გამოუვლინდა ფარისებრი ჯირკვლის უსიმპტომო კვანძი. კვანძი მკაფიოდაა შემოსაზღვრული და მოძრავია. კისრის ლიმფური ჯირკვლები არაა გადიდებული. ნათესავებს შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბო არავის ჰქონია. რომელი ქვემოთჩამოთვლილი გამოკვლევა მოგვცემს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ კვანძის ხასიათი?

1196

ქალს ჩაუტარდა ქოლეცისტექტომია. ორი ქვის ამოღების შემდეგ ქოლედოქში მოთავსდა კერის დრენაჟი. ოპერაციიდან მე-7 დღეს სისხლის შრატში ბილირუბინის შემცველობა ისევ მაღალი რჩება, იყო სპასტიური ტკივილის შეტევა, რომელიც განიცდიდა ირადიაციას ზურგისკენ. როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი ამ ავადმყოფის მართვისას?

1197

სწორი ნაწლავის კრონის დაავადების მქონე ავადმყოფს რომელი დამახასიათებელი ნიშნები შეიძლება გამოუვლინდეს სიგმოიდოსკოპიის დროს?

1198

15 წლის ბიჭი მოათავსეს კლინიკაში მწვავე აპენდიციტის კლინიკური ნიშნებით. ქვემოთჩამოთვლილი ობიექტური ნიშნებიდან რომელი აღმოაჩნდება ავადმყოფს:

1199

კლინიკაში შემოვიდა 63 წლის მამაკაცი მუცელში მოვლითი ხასიათის ტკივილებით, რომელიც თანდათან მატულობდა და გრძელდებოდა 3 დღე შეკრულობით და პერიოდულად პირღებინებით. გაზებზე გადის. სხვა ჩივილები არ აღენიშნება. გასინჯვისას ექიმმა მიაქცია ყურადღება მუცლის შებერილობას და ნაწლავთა გაძლიერებულ პერისტალტიკას. ლოკალურად მტკივნეულობა არ აღენიშნება. სწორი ნაწლავის თითით გასინჯვისას პათოლოგია არ გამოვლენილა. განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე დადებითია. დიაგნოზის დასასმელად პირველ რიგში უნდა შესრულდეს:

1200

რომელი მეთოდის დახმარებით შეიძლება განვსაზღვროთ უფრო ზუსტად კუჭ-ნაწლავის ზედა სართულიდან სისხლდენის წყაროს ლოკალიზაცია?

განმარტებები