QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ზოგადი ქირურგია სალიცენზიო

1281 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1201

18 წლის გოგონა მიყვანილია საავადმყოფოში მუცლის არეში მწვავე ტკივილებით. ანამნეზში აღენიშნება პერიოდული ტკივილები მუცელში, მადის დაქვეითება და ღებინება. მუცლის გასინჯვისას აღმოჩნდა სიმსივნური წარმონაქმნი მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში ადგილობრივი მტკივნეულობით. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს: 1) საკვერცხის კისტის რუპტურასთან; 2) საშვილოსნოს გარე ორსულობასთან; 3) საკვერცხის სიმსივნესთან; 4) პერფორაციულ აპენდიციტთან პერიაპენდიკულარული აბსცესით.

1202

50 წლის მამაკაცი ბანკეტზე დიდი რაოდენობით საკვების მიღების გამო მოათავსეს საავადმყოფოში ჩივილებით: ტკივილი მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც ირადირდება ზურგისკენ. ტკივილი აღმოცენდა ძლიერი პირღებინების შემდეგ. რომელი ქვემოთჩამოთვლილი სადიაგნოსტიკო ღონისძიებებია ჩასატარებელი დიაგნოზის დასადგენად? 1) გულმკერდის რენტგენოგრაფია; 2) ელენთის რადიოიზოტოპური სკანირება; 3) კუჭის რენტგენოგრაფია; 4) ფაშვის ღეროს ანგიოგრაფია.

1203

40 წლის ალკოჰოლიკი მამაკაცი მოათავსეს საავადმყოფოში ანამნეზში სისხლიანი პირღებინებით, რომელიც განვითარდა ძლიერი პირღებინების რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ. ენდოსკოპიური გამოკვლევის დროს გამოვლინდა საყლაპავ-კუჭის მიდამოს ლორწოვანი გარსის ნახეთქები სიგრძით 2სმ, რომელიც გადადის კუჭის მცირე სიმრუდეზე. მიმდინარე სისხლდენის ნიშნები არ არის. რა დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი ანამნეზისა და ობიექტური კვლევების მონაცემების საფუძველზე? 1) კუჭის ქრონიკული წყლული; 2) საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება გართულებული სისხლდენით; 3) გასტრიტი; 4) მელორი-ვეისის სინდრომი.

1204

55 წლის მამაკაცი მიყვანილია საავადმყოფოში მასიური სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა სართულებიდან. ამ ეპიზოდამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები არ ჰქონია. ჰოსპიტალიზაციის მომენტისთვის მიმდინარე სისხლდენის ნიშნები არ არის, ჰემოგლობინი - 90გ/ლ, არტერიული წნევა 120/60 მმ.ვცწყ.სვ. საიდან უნდა დავიწყოთ კვლევები? 1) კუჭში ზონდის ჩადგმა; 2) სწორი ნაწლავის თითით გასინჯვა; 3) რექტორომანოსკოპია; 4) ლაპაროტომია.

1205

კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: 1) მუცლის ღრუში სიმსივნური წარმონაქმნი; 2) შარდისბუშტ-ნაწლავის ფისტულა; 3) ანემია; 4) დიარეა სისხლის მინარევით.

1206

სპლენექტომიის აბსოლუტური ჩვენებაა: 1) ელენთის პირველადი სიმსივნეები; 2) ელენთის აბსცესები; 3) თანდაყოლილი სფეროციტოზი; 4) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია.

1207

65 წლის მამაკაცი წარმოადგენს ჩივილებს: შავი ფერის განავალი 3 დღის მანძილზე. 8 წლის წინ ჩაუტარდა ოპერაცია: მუცლის აორტის ანევრიზმის ამოკვეთა და აორტოილიარული სეგმენტის პროტეზირება. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფს ჩივილები აღარ ქონია. რექტული კვლევით სწორი ნაწლავის ამპულაში გამოვლინდა მოცულობითი წარმონაქმნი. განავლის სინჯი ფარულ სისხლდენაზე მკვეთრად დადებითია. რომელი ქვემოთჩამოთვლილი კვლევები დაგვეხმარება დიაგნოზის დადგენაში? 1) ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია; 2) კტ; 3) კოლონოსკოპია; 4) არტერიოგრაფია.

1208

აიროვანი განგრენა კლინიკურად ვლინდება: 1) ცნობიერების არევით; 2) უმნიშვნელო ლეიკოციტოზით; 3) ლპობითი სუნით ჭრილობიდან; 4) სიმპტომების გაჩენით დაზიანებიდან 48 საათში.

1209

კუჭის ანტრალური ნაწილის წყლულის გამო წარმოებული ოპერაციის შემდეგ ავადმყოფს ჩამოუყალიბდა გარეთა ნაწლავოვანი ფისტულა, რომლიდანაც გამოიყოფა 300მლ. ნაწლავური შიგთავსი ყოველდღიურად. შემდგომი ტაქტიკა? 1) ნაწლავის კონტრასტული რენტგენოგრაფია; 2) ფისტულის სასწრაფო ლიკვიდაცია ქირურგიული წესით; 3) კანის დაცვა; 4) პერორალურად სითხეებისა და საკვები ნივთიერებების დამატებითი მიღება.

1210

რომელი დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს კალციუმის ტესტით?

1211

რომელი დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს პენტაგასტრინის ტესტით?

1212

რომელი დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს ტოლბუტამიდის ტესტით?

1213

რომელი დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს სეკრეტინის ტესტით?

1214

ნაწლავის კიბოს მარკერია:

1215

სათესლე ჯირკვლის კიბოს მარკერია:

1216

საკვერცხის კიბოს მარკერია:

1217

სარძევე ჯირკვლის კიბოს მარკერია:

1218

წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მარკერია:

1219

ავადმყოფს აქვს ნელა ზრდადი უმტკივნეულო სიმსივნე კისრის მიდამოში, ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, კანის ქავილი და სხეულის წონის შემცირება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია სწორი დიაგნოზი?

1220

ავადმყოფს აქვს გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია სწორი დიაგნოზი?

განმარტებები