სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ზოგადი ქირურგია სალიცენზიო
ავადმყოფს აქვს ნელა ზრდადი უმტკივნეულო სიმსივნე კისრის არეში; ანამნეზის თავისებურებებიდან აღსანიშნავია სხივური თერაპია ბავშვობაში. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია სწორი დიაგნოზი?
ავადმყოფს აქვს სწრაფად ზრდადი, უმტკივნეულო, წითელი წარმონაქმნი კისრის არეში და ადგილობრივი ჰიპერთერმია, ცხელება, შემცივნება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია სწორი დიაგნოზი?
ავადმყოფს აღმოაჩნდა ტესტიკულური სიმსივნე. ქვემოთჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ოპტიმალური დიაგნოსტიკის მეთოდის სწორი ვარიანტი:
ავადმყოფს აღმოაჩნდა პროსტატის კარცინომა. ქვემოთჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ოპტიმალური დიაგნოსტიკის მეთოდის სწორი ვარიანტი:
ავადმყოფს აღმოაჩნდა თირკმლის უჯრედოვანი კარცინომა. ქვემოთჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ოპტიმალური დიაგნოსტიკი მეთოდის სწორი ვარიანტი:
ავადმყოფს აღმოაჩნდა თირკმლის მენჯის შემაერთებელქსოვილოვანი კარცინომა. ქვემოთჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ოპტიმალური დიაგნოსტიკის მეთოდის სწორი ვარიანტი:
ავადმყოფს აღმოაჩნდა შარდის ბუშტის კარცინომა. ქვემოთჩამოთვლილთაგან აირჩიეთ ოპტიმალური დიაგნოსტიკის მეთოდის სწორი ვარიანტი:
ავადმყოფს გამოუვლინდა კეთილთვისებიანი თიმომა. ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ სწორი მკურნალობა:
ავადმყოფს გამოუვლინდა ავთვისებიანი თიმომა. ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ სწორი მკურნალობა:
ავადმყოფს გამოუვლინდა ,,myasthenia gravis" თვალის ფორმა; თიმუსი არ არის დაზიანებული სიმსივნით. ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ სწორი მკურნალობა:
ავადმყოფს გამოუვლინდა გენერალიზებული ,,myasthenia gravis" თიმუსი არ არის დაზიანებული სიმსივნით. ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ სწორი მკურნალობა:
ავადმყოფს გამოუვლინდა გენერალიზებული ,,myasthenia gravis" კეთილთვისებიანი თიმომით. ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ სწორი მკურნალობა:
რა მიზნით იყენებენ პარენტერალური მკურნალობის დროს გლუკოზის პრეპარატების შეხამებას?
ავადმყოფი მოყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში სამდღიანი ნაწლავთა გაუვალობით. ჩივილები: მრავალჯერადი პირღებინება, ზოგადი სისუსტე, გულისცემის შეგრძნება. მიუთითეთ ჰომეოსტაზის წამყვანი დარღვევა, რომლის აუცილებელი კორექციაც არის საჭირო წინასაოპერაციო პერიოდში: 1) ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემია; 2) ჰიპოპროტეინემია; 3) ჰიპოვოლემია; 4) ჰიპონატრიემია, ჰიპოკალციემია.
პოსტოპერაციულ პერიოდში გავრცელებული პერიტონიტის მქონე ავადმყოფის ძირითად სამკურნალო ღონისძიებებს მიეკუთვნება: 1) წყალმარილოვანი ბალანსის კორექცია; 2) ანტიბიოტიკოთერაპია; 3) ნაწლავის მოტორული ფუნქციის აღდგენა; 4) დისპროტეინემიის აღმოფხვრა.
რომელი ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები არ გვაძლევს საშუალებას დავაზუსტოთ კუჭის დაავადების დიაგნოზი? 1) გასტროსკოპია; 2) ლაპაროსკოპია; 3) მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია; 4) კოლონოსკოპია.
გამოყავით ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტული სადიაგნოსტიკო მეთოდები მუცლის დახურული დაზიანების დროს: 1) სცინტიგრაფია; 2) ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია; 3) თერმოგრაფია; 4) ლაპაროსკოპია.
თეთრი ხაზის თიაქრის მქონე ავადმყოფს კუჭის რენტგენოსკოპიული ან გასტროსკოპიული კვლევა უტარდება შემდეგი მიზნით: 1) თიაქრის პარკში ორგანოს ხასიათის განსაზღვრა; 2) თიაქრის კარის ზომების გამოვლენა; 3) პრეპერიტონეული ლიპომის გამოვლენა; 4) კუჭის თანმხლები დაავადების გამოვლენა.
სათესლე ჯირკვლის წყალმანკის და ინგვინოსკროტალური თიაქრის დიფერენციულ დიაგნოზში ყველაზე ზუსტი იქნება: 1) დიაფანოსკოპია; 2) პერკუსია; 3) სათესლე პარკის ექოსკოპია; 4) სათესლე პარკის პუნქცია.
ჩაჭედილი თიაქრის გამო ოპერაციის დროს თიაქრის პარკის გახსნისას გამოვლინდა წვრილი ნაწლავის 2 მარყუჟი. ჩაჭედვის რომელ სახესთან გვაქვს საქმე?