სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ზოგადი ქირურგია სალიცენზიო
57 წლის ავამყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ბოყინს და სხეულის წონის კლებას. მარცხენა ლავიწზედა მიდამოს დათვალიერებისას გამოვლინდა მომრგვალო ფორმის კვანძი დიამეტრით 2სმ. წინასწარი დიაგნოზია:
56 წლის ავადმყოფთან სავარაუდოა კუჭის კიბო. რომელი კვლევით შეიძლება დავაზუსტოთ დიაგნოზი? 1) კუჭის ამონარეცხის ციტოლოგიური კვლევა; 2) გასტროდუოდენოსკოპია; 3) კუჭის რენტგენოსკოპია; 4) განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.
მიუთითეთ 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გართულება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ეპიგასტრიუმში ტკივილის გაქრობა და მელენის გაჩენა:
32 წლის ავადმყოფს 4სთ-ის წინ განუვითარდა “ხანჯლის ჩაცემის" მაგვარი ძლიერი ტკივილი მუცელში. მუცლის პერკუსიისას დადგენილია ღვიძლის მოყრუების გაქრობა. რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნიშნები?
12-გოჯა ნაწლავის პერფორაციული წყლულის კლინიკური სურათი პირველი 6 საათის განმავლობაში ხასიათდება ყველა ქვემოთჩამოთვლილით, გარდა ერთისა:
მწვავე აპენდიციტისა და საშვილოსნოსგარე ორსულობის დიფდიაგნოსტიკაში ყველაზე ინფორმატიული მეთოდია:
23 წლის ორსულ (32კვირის ორსულობა) ავადმყოფთან, რომელიც იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში 18 საათი, დინამიური დაკვირვებით მწვავე აპენდიციტის სრულად გამორიცხვა ვერ ხერხდება. როგორია მკურნალობის ტაქტიკა?
ჩირქოვანი ქოლანგიტი ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება შემდეგი პათოლოგიის შედეგად:
42 წლის ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის მიდამოში, რომელიც ირადირებს ბეჭისა და ზურგისკენ. უკანასკნელი 2 წელი ავადმყოფი მძიმედ იტანს ცხიმიან საკვებს. სხეულის ტემპერატურა- 38,2 °C; სისხლში ლეიკოციტოზი - 15,8x10 მე-9 ხარისხში/ლ; მარჯვენა ფერდქვეშა და ეპიგასტრიუმის მიდამოში ისაზღვრება მტკივნეულობა და კუნთთა დაჭიმულობა. დადებითია ორტნერის სიმპტომი. მიუთითეთ ყველაზე სწორი დიაგნოზი.
ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფიის წარმოება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: 1) ოპერაციის მომენტში სიყვითლის არსებობისას; 2) ფატერის დვრილის ნაწიბუროვან სტენოზზე ეჭვისას; 3) ჰეპატიკოქოლედოქის გაგანიერებისას; 4) ანამნეზში მექანიკური სიყვითლის შემთხვევაში.
ავადმყოფს აღენიშნება კანისა და სკლერების სიყვითლე და სისხლში ბილირუბინის შემცველობის მატება პირდაპირი ფრაქციის ხარჯზე. აღნიშნული სიმპტომები გვხვდება შემდეგი პათოლოგიების დროს: 1) ფატერის დვრილში ჩაჭედილი ქვა; 2) ნაღვლის საერთო სადინრის ტერმინალურ ნაწილზე პანკრეონეკროზით გამოწვეული ზეწოლა; 3) ღვიძლის საერთო სადინარში გაჭედილი ქვა; 4) ნაღვლის ბუშტის სადინრის ობტურაცია ქვით.
ავადმყოფს, რომელმაც ნახევარი წლის წინ გადაიტანა პანკრეონეკროზი, განუვითარდა სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი ეპიგასტრიუმისა და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, მკვრივი, ნაკლებმტკივნეული, 15,0x20,0სმ. გულისრევა, პირღებინება, სხეულის მასის დაქვეითება არ აღენიშნება. სხეულის ტემპერატურაა 36,8 °C. კუჭის რენტგენოსკოპიისას გამოვლინდა კუჭის გადანაცვლება წინისკენ, 12-გოჯა ნაწლავის მარყუჟის გადაშლა, კუჭიდან ბარიუმის ევაკუაციის შეფერხება. წინასწარი დიაგნოზი?
პანკრეონეკროზის გართულებებია ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
30 წლის ავადმყოფს, რომელსაც აქვს ალიმენტური ეტიოლოგიის დესტრუქციული პანკრეატიტი, ჰოსპიტალიზაციიდან 25 დღის შემდეგ განუვითარდა: ჰექტიური ცხელება, ტაქიკარდია, შემცივნება, პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. ეპიგასტრიუმსა და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში პალპირდება სუსტად მტკივნეული ინფილტრატი. სწორი დიაგნოზია:
40 წლის ავადმყოფს, რომელსაც ანამნეზში აქვს 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, განუვითარდა მწვავე ტკივილი ეპიგასტრიუმში შემომსარტყველი ხასიათის და მრავალჯერადი პირღებინება. სტაციონარში შემოსვლისას სახეზე იყო შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა - 16x10 მე-9 ხარისხში/ლ; ჰემოგლობინი - 160 გ/ლ; ბილირუბინი - 38,7 მკმოლ/ლ; შარდოვანა - 11 მმოლ/ლ. და შარდის დიასტაზა - 1024 ერთ. რომელია სწორი დიაგნოზი?
კეროვანი პანკრეონეკროზის გამო ქირურგიულ სტაციონარში მყოფ ავადმყოფს დაავადების დაწყებიდან მე-20 დღეს აღენიშნა ჰექტიური ცხელება, შემცივნება, მუცლის ზედა ნახევარში პალპირებადი ინფილტრატი პერიტონიტისა და ნაწლავთა პარეზის ნიშნების გარეშე. პანკრეონეკროზის რომელ გართულებაზეა საუბარი?
50 წლის ავადმყოფი უჩივის მოვლითი ხასიათის ტკივილებს მუცელში, გულისრევას, ჰქონდა ერთჯერადი ღებინება. გასინჯვისას აღენიშნება მუცლის შებერილობა. პალპაციით მუცელი რბილია, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არაა გამოხატული. მიმოხილვით რენტგენოგრამაზე მუცლის ღრუში ვლინდება “კლოიბერის ფიალები". სწორი დიაგნოზია:
ნაწლავის ინფარქტზე ეჭვის დროს სადიაგნოსტიკო მეთოდთაგან ყველაზე უკეთესია: 1) მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია; 2) ლაპაროსკოპია; 3) ირიგოსკოპია; 4) ჯორჯლის ზედა და ქვედა არტერიების ანგიოგრაფია.
ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელია მითითებული არასწორად როგორც პერიტონიტის მიზეზი?
აპენდიკულარული და გინეკოლოგიური წარმოშობის პერიტონიტის დიფერენციულ დიაგნოსტიკაში ყველაზე ზუსტი მეთოდია: