QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ზოგადი ქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ზოგადი ქირურგია სალიცენზიო

1281 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1261

ჩამოთვლილი დაავადებების დროს ტკივილის ხასიათზე რომელი მტკიცებაა სწორი?

1262

60 წლის ავადმყოფს აქვს 2-კვირიანი სიყვითლე. ანამნეზში მუცლის არეში ტკივილებს არ აღნიშნავს. ექოსკოპიური კვლევით გამოვლინდა ნაღვლის ბუშტის მნიშვნელოვანი გადიდება. რა არის აღწერილი ცვლილებების პირველადი მიზეზი:

1263

60 წლის ქალს, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო 20 წლის წინ ჩაუტარდა სხივური თერაპია, წარმოებული აქვს ლაპაროტომია და სინექიოლიზისი წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწილის შეხორცებითი გაუვალობის გამო. 10 დღის შემდეგ განუვითარდა კანზე ღია ნაწლავური ფისტულა. ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი უშლის ხელს ფისტულის დახურვას?

1264

ჯანმრთელ მამაკაცს ძლიერი პირღებინების შემდეგ განუვითარდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა სართულიდან. სავარაუდო მიზეზია:

1265

მუცლის ღრუს მიმოხილვით რენტგენოგრამაზე რომელი ქვემოთჩამოთვლილი დაავადების ან მდგომარეობის დროს აღმოაჩენენ აირებს სანაღვლე გზებში? 1) კუჭის პერფორაციული წყლული; 2) ქოლედოქოდუოდენოანასტომოზი; 3) ნაწლავთა გაუვალობა; 4) ქოლანგიტი, რომელიც გამოწვეულია აირწარმომქმნელი მიკროორგანიზმებით.

1266

ავადმყოფს კუჭის რეზექციის შემდეგ განუვითარდა დემპინგსინდრომი. რომელი ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებაა სწორი დემპინგსინდრომთან მიმართებაში? 1) შეუძლია გამოიწვიოს ტკივილები მუცლის არეში წვრილი ნაწლავის გადაბერვის შედეგად; 2) იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას და გულისცემის შეგრძნებას საკვების მიღების შემდეგ; 3) ვითარდება კუჭის სწრაფი დაცლის შედეგად, რასაც მივყავართ წვრილი ნაწლავის გადაბერვასთან მასში სითხის დაგროვების გამო; 4) სიმპტომები შეიძლება შევამსუბუქოთ შესაბამისი დიეტით.

1267

შეაფასეთ ორგანიზმის ცხოველმყოფელობის კლინიკური მაჩვენებლების სისწორე, რომლებსაც თქვენ იყენებთ ავადმყოფის მდგომარეობის კრიტიკული გაუარესების მიზეზის გამოსავლენად: 1) პულსის სიხშირე 120/წთ-ზე მეტი; 2) არტერიული წნევის დაქვეითება 80 მმ.ვცწყ.სვ-მდე; 3) ცივი წებოვანი ოფლი; 4) სუნთქვის სიხშირე 20/წთ-ში.

1268

კუჭის წყლულის პერფორაციის გამო წარმოებული ულცერორაფიის ოპერაციიდან მესამე დღეს ავადმყოფს უეცრად გაუძლიერდა ტკივილები მუცელში. გულისრევა და ღებინება არ ჰქონია. გასინჯვისას: კანის საფარველი ფერმკრთალია. პულსი 120/წთ. არტერიული წნევა 120/80 მმ.ვცწყ.სვ. ენა მშრალი, მუცელი შებერილი, პალპაციისას დაჭიმული და მტკივნეული დიფუზურად. შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი დადებითია. ნაწლავთა პერისტალტიკის ხმიანობა არ მოისმინება. მუცლის ღრუს დრენაჟიდან გამოიყოფა სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი მჟავა (,,PH"- მეტრიის მონაცემებით) რეაქციის. რომელ გართულებასთან გვაქვს საქმე?

1269

კლინიკაში შემოვიდა 35 წლის პაციენტი ჩივილებით მკვეთრ შემომსარტყველ ტკივილზე მუცლის ზედა ნახევარში, მრავალჯერად პირღებინებაზე. ტკივილი აღმოცენდა ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, 6 საათის წინ. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პულსი 110/წთ; არტერიული წნევა 100/60 მმ.ვცწყ.სვ. მუცელი მკვეთრად მტკივნეულია ზედა ნახევარში, სადაც განისაზღვრება მუცლის წინა კედლის კუნთთა რიგიდობა. მუცლის ქვედა ნახევარში პერკუტორული ხმიანობის მოყრუება. პერისტალტიკა შესუსტებულია. დეფეკაცია არ ჰქონია, აირებზე ვერ გადის. ამ ავადმყოფს ჩაუტარდა ლაპაროსკოპია. რა ლაპარასკოპიული მონაცემები შეიძლება გამოვლინდეს მოცემულ კლინიკურ სიტუაციაში? 1) ჰემორაგიული გამონადენი; 2) სტეატონეკროზული ლაქები პერიტონეუმზე; 3) კუჭ-კოლინჯის იოგის შეშუპება; 4) ჩირქოვანი ექსუდატი.

1270

30 წლის ქალს გაუკეთდა ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტის გამო. ოპერაციიდან 72სთ-ის შემდეგ მას განუვითარდა ტკივილი მთელ მუცელში, გულისრევა, მრავლობითი ღებინება ნაღვლის მინარევით, სისუსტე. გასინჯვისას მდგომარეობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის, კანი ფერმკრთალი, არტერიული წნევა 100/60 მმ.ვც.წყ.სვ., პულსი - 110/წთ. სხეულის ტემპერატურა 38,2°C. მუცელი ზომიერად შებერილი, პალპაციით რბილი, მტკივნეული ყველა მიდამოში; პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები დადებითია. პერისტალტიკა არ მოისმინება. აირებზე ვერ გადის. დრენაჟის მიდამოში ნახვევი დასველდა ღია ფერის ნაღველით. თქვენი დიაგნოზი?

1271

40 წლის მამაკაცმა გადაიტანა სუბტოტალური თირეოიდექტომია. ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაჩნდა ჩივილები სუნთქვის გაძნელებაზე. გასინჯვისას: ხმაურიანი (სტრიდორული) სუნთქვა, ქსოვილების გამობერვა და დაჭიმულობა კისტის ჭრილობის მიდამოში. ავადმყოფის დასახმარებლად პირველი ნაბიჯია:

1272

ავადმყოფს ადრე წარმოებული აქვს ვაგოტომია 12-გოჯა ნაწლავის შეუხორცებელი წყლულის გამო. ოპერაციიდან 6 თვეში განვითარდა წყლულოვანი დაავადების რეციდივი. კვლევისას გამოუვლინდა ზოლინგერელისონის სინდრომი. გასტრინომა მდებარეობს კუჭქვეშა ჯირკვლის კუდის მიდამოში. მკურნალობა უნდა მოიცავდეს:

1273

26 წლის ქალი შემოვიდა ჩივილებით თხიერსისხლიანი განავლის არსებობაზე 6 თვის მანძილზე, სხეულის მასის კლებაზე და სპასტიურ ტკივილზე მუცლის არეში. ეჭვობენ ნაწლავის ანთებით დაზიანებაზე. მკურნალობა მოიცავს:

1274

31 წლის მამაკაცი შემოვიდა სტაციონარში უეცრად აღმოცენებული ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში. რენტგენოგრაფიაზე თავისუფალი აირია მუცლის ღრუში. აირჩიეთ ავადმყოფის მართვის ტაქტიკა:

1275

ქრონიკული პანკრეატიტის მქონე ავადმყოფს ზომიერად გამოხატული ტკივილი აქვს. ქვემოთ მოცემულიდან ამოარჩიეთ მკურნალობის მისაღები მეთოდები:

1276

რეფლუქს-ეზოფაგიტის ოპერაციული მკურნალობა მოიცავს ყველა ქვემოთჩამოთვლილს, გარდა ერთისა:

1277

აირჩიეთ ყველაზე ეფექტური მეთოდი დაბინძურებული ტრავმული ჭრილობის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად:

1278

ხორხის ,,T1" სტადიის კარცინომის მკურნალობა მოიცავს:

1279

ეზოფაგოსკოპიის დროს მოხდა საყლაპავის პერფორაცია. რენტგენოგრაფიამ ბარიუმის კონტრასტირებისას, რომელიც ჩატარდა მაშინვე (პერფორაციისთანავე), გამოავლინა, რომ კონტრასტის მცირე რაოდენობა გადაედინება მარცხენა პლევრის ღრუში. როგორია მკურნალობის ყველაზე მისაღები მეთოდი?

1280

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ ითვლება დრენაჟის ჩადგმის ჩვენებად აპენდექტომიის დროს?

განმარტებები