QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

661

ნეფროზული სინდრომი, რომლის დროსაც წამყვანია პოდოციტების სელექტიური დაზიანება, გვხვდება: 1. ამილოიდოზის დროს; 2. მინიმალური ცვლილებების გლომერულონეფრიტისას; 3. შაქრიანი დიაბეტის დროს; 4. ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზის დროს.

662

ბაზალური მემბრანის გახლეჩა ე.წ. „ტრამვაის ხაზის” სახით გვხვდება

663

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ვლინდება კლინიკურად ნეფრიტული სინდრომით?

664

მემბრანული ნეფროპათიის დროს იმუნური კომპლექსები ჩალაგებულია

665

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როდის არის სისხლში „C3“ კომპლემენტის კონცენტრაცია ნორმალური?

666

რომელ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თირკმლის არტერიის სტენოზი?

667

ვასკულიტის დროს განვითარებული ანთებითი პროცესის ფარგლებში რის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „pauci-immun”:

668

ქვემოთ მოყვანილი ვასკულიტებიდან რომელს უწოდებენ „ANCA“ ასოცირებულს?

669

რომელი გართულებაა ყველაზე ხშირი ციკლოფოსფამიდით მკურნალობისას?

670

რომელი გამონათქვამია ჭეშმარიტი სისტემურ წითელ მგლურასთან დაკავშირებით?

671

ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებათაგან რომელია მცდარი ლუპუს ნეფრიტთან მიმართებაში?

672

რომელი გამონათქვამია მცდარი ორსულობასთან მიმართებაში სისტემური წითელი მგლურას დროს?

673

ნეფროლოგს ტელეფონით შეატყობინეს თირკმლის პირველადი მორფოლოგიური დიაგნოზი „ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი”. საბოლოო დასკვნაში რომელი პასუხი დაადასტურებს პირველად ანუ ჭეშმარიტ ფსგს-ს?

674

კრიოგლობულინემიასთან მიმართებაში რომელი გამონათქვამია მცდარი?

675

19 წლის მამაკაცს აღენიშნება მიკროჰემატურია და პროტეინურია 1.5 გ დღეში. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეა (გფს) 78 მლ/წთ. თირკმლის ბიოფსიით დადგენილ იქნა „IgA“ ნეფროპათია. რომელ თერაპიულ მიდგომას აირჩევდით ამ შემთხვევაში?

676

16 წლის ბიჭის არტერიული წნევაა 148/98 მმ ვწყ.სვ. აღინიშნება მიკროჰემატურია და პროტეინურია 450 მგ დღეში. გამოთვლილი გფს ნორმის ფარგლებშია. თირკმლის ბიოფსიით აღინიშნება მეზანგიუმის გამრავლება, ტუბულურ-ინტერსტიციუმი ნაწილი შეუცვლელია. იმუნოფლუორესცენციით გლომერულებში ნანახია IgA, C3 და IgM დეპოზიტები. ბიოქიმიური და სეროლოგიური მონაცემები ნორმის ფარგლებშია. რომელ თერაპიულ მიდგომას აირჩევდით?

677

35 წლის ქალმა მიმართა ნეფროლოგს ქვემო კიდურების შეშუპებით. მისი გადმოცემით, შეშუპება პირველად 2 კვირის წინ შეამჩნია. კრეატინინი შრატში 1.0 მგ/დლ, 24 საათიან შარდში ცილის დანაკარგია 15 გ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხია არასწორი:

678

მამაკაცი შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2 მოთავსდა სტაციონარში. აღენიშნება ქვემო კიდურების შეშუპება. სისხლში ბიოქიმიური მონაცემები: კრეატინინი 0.9 მგ/დლ, ალბუმინი -32.0 გ/ლ, ქოლესტერინი 310 მგ/დლ; 24 საათიან შარდში ცილის დანაკარგია 5.0 გ. თირკმლის ბიოფსიით ნანახია ორი შეშუპებული გლომერულა, 10 გლომერულა გასქელებული ბაზალური მემბრანით, მეზანგიუმის გაფართოება არ შორდება თავის საზღვრებს, ტუბულო-ინტერსტიციუმში ასაკობრივი ცვლილებები; იმუნოფლუორესცენციით ინახა IgG დეპოზიტები ბაზალური მემბრანის გასწვრივ. რომელი თერაპიული მიდგომაა ამ დროს ნაჩვენები?

679

35 წლის მამაკაცმა სირბილის დროს შენიშნა, რომ ფეხსაცმელმა მოუჭირა. გასინჯვისას გამოვლინდა ქვემო კიდურების შეშუპება, აწ 150/90 მმ ვწყ.სვ; სისხლის შრატში კრეატინინი არის 1.9 მგ/დლ, ალბუმინის დონეა 23.0 გ/ლ, C3 კომპლემენტის შემცველობა 20 მგ/დლ (ნორმა 90- 180 მგ/დლ), C4 - ნორმაშია. შარდის ტესტერით ინახა პროტეინურია, ჰემატურია. „ANA, ANCA“ უარყოფითია. რომელი ჰისტოპათოლოგიური პასუხია უფრო მეტად მოსალოდნელი?

680

ორგანიზმში სითხის მოცულობის მარეგულირებელი სისტემის სენსორულ ორგანოებს მიეკუთვნება: 1. აფერენტული გლომერულური არტერიოლები; 2. კაროტიდული სინუსი; 3. წინაგულები; 4. სიმპათიკური ნერვული სისტემა; 5. ეფერენტული გლომერულური არტერიოლები

განმარტებები