QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

681

ორგანიზმში სითხის მოცულობის მარეგულირებელი სისტემის ეფექტორებს მიეკუთვნება

682

როგორია ნატრიუმის უკუშეწოვის პროცენტული განაწილება მილაკის სხვადსხვა სეგმენტში?

683

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან პროქსიმალურ მილაკებში ნატრიუმის უკუშეწოვის მარეგულირებელი ფაქტორებია: 1. ანგიოტენზინ 2; 2. ალდოსტერონი; 3. დოპამინი; 4. წინაგულოვანი ნატრიურეზული პეპტიდი; 5. ნორადრენალინი

684

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შემკრებ მილაკებში ნატრიუმის უკუშეწოვის მარეგულირებელი ფაქტორებია: 1. ანგიოტენზინ 2; 2. ალდოსტერონი; 3. დოპამინი; 4. წინაგულოვანი ნატრიურეზული პეპტიდი; 5. ნორადრენალინი

685

ქვემოთ ჩამოთვლილი ჰორმონებიდან რომელი ასტიმულებს შემკრებ მილაკებში ნატრიუმის უკუშეწოვას?

686

რომელია ქვემოთ მოყვანილ დებულებათაგან სწორი?

687

რომელი ნივთიერებების კონცენტრაციით გამოითვლება სისხლის შრატის ოსმოლარობა? 1. გლუკოზა; 2. ქლორი; 3. ნატრიუმი; 4. ბიკარბონატი; 5. შარდოვანა

688

სისხლში ოსმოსურად აქტიური ტოქსიურ ნივთიერების შემცველობაზე მიუთითებს:

689

რაზე შეიძლება მიუთითებდეს 10 მოსმ/კგ-ზე მეტი ოსმოსური ნაპრალი (სხვაობა ოსმომეტრით გაზომილ და ფორმულით გამოთვლილ ოსმოლარობას შორის)

690

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია მცდარი:

691

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ალდოსტერონის ანტაგონისტებია: 1. ამილორიდი; 2. სპირონოლაქტონი; 3. ინდომეტაცინი; 4. ეპლერენონი; 5. დოპამინი

692

თირკმელში რენინის სეკრეციის არ ასტიმულირებს

693

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი წინაგულოვან ნატრიურეზულ პეპტიდთან (წნპ) მიმართებაში?

694

სისხლში წინაგულოვანი ნატრიურეზული პეპტიდის კონცენტრაცია არ მატულობს

695

გულის დაბალი განდევნის ფრაქციის შემთხვევაში ინდომეტაცინმა შეიძლება გამოიწვიოს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მკვეთრი დაქვეითება და თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარება. ეს პათოგენეზურად დაკავშირებულია:

696

გულის დაბალი განდევნის ფრაქციის შემთხვევაში ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომლის დროს არის მოსალოდნელი გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მკვეთრი დაქვეითება?

697

თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომლის დროს არის მოსალოდნელი გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მკვეთრი დაქვეითება:

698

რა არის ჰიპერნატრემიისგან დამცავი მექანიზმი ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში?

699

ჰიპონატრემია განისაზღვრება, როგორც სისხლში ნატრიუმის კონცეტრაცია

700

ჰიპოოსმოლარული ჰიპონატრემიის დროს შრატის ოსმოლარობაა

განმარტებები