სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
რომელ თერაპიულ ღონისძიებას მიმართავდით პაციენტთან, რომელსაც მძიმე ჰიპერნატრემიასთან ერთად აღენიშნება არტერიული ჰიპოტენზია 80/50 მმ ვწყ.სვ.,:
რა შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს პოლიურია, რომლის დროსაც შარდის ოსმოლარობა ნაკლებია 250 მოსმ/კგ: 1. მწვავე ტუბულური ნეკროზის რეკონვალესცენციის ფაზა; 2. პირველადი პოლიდიფსია; 3. ჰიპერგლიკემია; 4. თანდაყოლილი ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი
რა შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს პოლიურია, რომლის დროსაც შარდის ოსმოლარობა მეტია 300 მოსმ/კგ: 1. ჰიპერგლიკემია; 2. პოსტობსტრუქციული დიურეზი; 3. მწვავე ტუბულური ნეკროზის რეკონვალესცენციის ფაზა; 4. თანდაყოლილი ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი
იმისათვის, რომ პოსტობსტრუქციული პოლიურია არ გადავიდეს იატროგენულად შენარჩუნებულ პოლიურიაში (მანკიერი წრე), რომელი მიდგომაა სწორი?
ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი: არგინინვაზოპრესინის მიღების შემდეგ
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ შეიძლება იყოს ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის მიზეზი?
ლითიუმით მკურნალობის შედეგად განვითარებული ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში პოლიურიის შესამცირებლად რეკომენდებულია:1. აცეტაზოლამიდი; 2. ტრიამტერენი; 3. სპირონოლაქტონი; 4. ამილორიდი; 5. ფუროსემიდი
ნეფროგენული უშაქრო დიაბეტის დროს პოლიურიის ხარისხის შესამცირებლად გამოიყენება: 1. მარყუჟის შარდმდენები; 2. თიაზიდები; 3. სტეროიდები; 4. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები; 5. აგფ-ინჰიბიტორები
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი დაავადების დროს არ უდევს შეშუპების პათოგენეზს საფუძვლად თირკმლის მიერ ნატრიუმის რეტენცია
რა შემთხვევებში გვხვდება პლაზმის კოლოიდოსმოსური წნევის დაქვეითების გამო განვითარებული შეშუპება: 1. ნეფროზული სინდრომი; 2. ღვიძლის ციროზი;3.მალნუტრიცია; 4. მალაბსორბციის სინდრომი
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი დაავადების დროს არ უდევს შეშუპების პათოგენეზს საფუძვლად კაპილარების კედლის გასწვრივ გამავლობის გაძლიერება
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია სწორი: 1. კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები მოქმედებენ პროქსიმალურ მილაკებზე; 2. თიაზიდები მოქმედებენ შემკრებ მილაკებზე; 3. მარყუჟის შარდმდენები მოქმედებენ ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილზე; 4. კალიუმის შემნახველი შარდმდენები მოქმედებენ დისტალურ მილაკებზე
ნეფროზული სინდრომის დროს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკის შესამცირებლად მედიკამენტების რომელი კომბინაციაა საუკეთესო?
ღვიძლის ციროზის დროს რომელია პირველი რიგის არჩევის შარდმდენი?
ესენციური ჰიპერტენზიის დროს რომელი შარდმდენია არჩევის პრეპარატი?
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ მიეკუთვნება თიაზიდების გვერდით მოვლენებს?
ქვემოთ ჩამოთვლილიდან მარყუჟის შარდმდენების გვერდით მოვლენებს არ მიეკუთვნება
თირკმლის უკმარისობის დროს ნატრიურეზის გასაძლიერებლად აცეტაზოლამიდის ფუროსემიდთან ერთად გამოყენების უკუჩვენებაა
ჰიპოკალემია განისაზღვრება, როგორც სისხლში კალიუმის კონცენტრაცია:
ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომლის დროს გვხვდება ჰიპოკალემია: 1. კონის სინდრომი; 2. ბარტერის სინდრომი; 3. ტუბულური აციდოზის I და II ტიპი; 4. ტუბულური აციდოზის IV ტიპი.