სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
რომელ მდგომარეობას შეიძლება ასახავდეს შემდეგი ლაბორატორიული მონაცემები: სისხლში - კალიუმი 3,3 მმოლ/ლ, ქლორი 85 მმოლ/ლ, pH 7,55, შარდში - კალიუმი > 40 მმოლ/ლ, ქლორი < 10 მმოლ/ლ: 1. პირღებინება; 2. ჰიპოპარათირეოზი; 3. ქლორმკარგავი ვილოზური ადენომა; 4. შარდმდენებით აქტიური მკურნალობის პროცესი
რომელ მდგომარეობას შეიძლება ასახავდეს შემდეგი ლაბორატორიული მონაცემები: სისხლში - კალიუმი 3,3 მმოლ/ლ, ქლორი 95 მოლ/ლ, pH 7,55, შარდში - კალიუმი > 40 მმოლ/ლ, ქლორი > 10 მმოლ/ლ: 1. შარდმდენებით აქტიური მკურნალობის პროცესი; 2. კოლოგასტრული ფისტულა; 3. კონის სინდრომი; 4. პირღებინება; 5. ბარტერის სინდრომი
რომელ მდგომარეობას შეიძლება ასახავდეს შემდეგი ლაბორატორიული მონაცემები: სისხლში - კალიუმი 3,3 მმოლ/ლ, ქლორი 85 მოლ/ლ, pH 7,55, შარდში - კალიუმი < 40 მმოლ/ლ: 1. შარდმდენებით აქტიური მკურნალობის პროცესი; 2. დიარეა; 3. ღებინება; 4. საკვებში კალიუმის დეფიციტი; 5. კუშინგის სინდრომი
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი ჰიპოკალემიისათვის?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგიები მიმდინარეობს შარდში ქლორის მაღალი შემცველობით (მეტი 10 მმოლ/ლ), ე.წ. მარილრეზისტენტული ალკალოზითა და ჰიპერტენზიით: 1. ბარტერის სინდრომი; 2. კუშინგის სინდრომი; 3. ჟიტელმანის სინდრომი; 4. კონის სინდრომი
ჰიპოკალემიის კორექცია მძიმე ალკალოზის შემთხვევაში მიზანშეწონილია:
ჰიპოკალემიის კორექცია მძიმე აციდოზის შემთხვევაში მიზანშეწონილია დაწყებულ იქნას: 1.კალიუმის ციტრატით; 2. კალიუმის ქლორიდით; 3. კალიუმის ბიკარბონატით
რომელ მკურნალობას აირჩევდით ჰიპოკალემიის საკორექციოდ გასტრული ალკალოზის შემთხვევაში: 1. კალიუმის ბიკარბონატი; 2. NaCl 12 გ დღეში; 3. კალიუმის ციტრატი; 4. H2 რეცეპტორების ბლოკერები
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტების გამოყენება შეიძლება ბარტერის სინდრომის შემთხვევაში ჰიპოკალემიის საკორექციოდ: 1. პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები; 2. სპირონოლაქტონი; 3. ტრიამტერენი; 4. ამილორიდი; 5. კალიუმის ქლორიდი
ჰიპერკალემია განისაზღვრება, როგორც სისხლში კალიუმის კონცენტრაცია
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ იწვევს ჰიპერკალემიის განვითარებას: 1. ადისონის დაავადება; 2. ჰიპერალდოსტერონიზმი; 3. ტუბულური აციდოზის IV ტიპი; 4. ტუბულური აციდოზის I ტიპი; 5. თირკმლის ქრონიკული დაავადება
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომლის დროს არ არის ჰიპერკალემია გამოწვეული ენდოგენური მიზეზით
გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტს ერთ-ერთი მორიგი ამბულატორიული ვიზიტის დროს სისხლში კალიუმის შემცველობა აღმოაჩნდა 8,5 მმოლ/ლ. რა უნდა იყოს ყველაზე მეტი ალბათობით ამის სავარაუდო მიზეზი:
პაციენტს ჰიპერკალემიით აღმოაჩნდა ლაქტატდეჰიდროგენაზას მაღალი მაჩვენებელი. რა შემთხვევასთან გვაქვს სავარაუდოდ საქმე?
პაციენტი აღნიშნავს, რომ წინა დღეს მძიმე და ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ დაეწყო ტკივილი მთელს სხეულში და ძლიერი საერთო სისუსტე. ლაბორატორიულად: ჰემოგლობინი 13 გ/დლ, ჰემატოკრიტი 42%, პროთრომბინი 84%, კრეატინინი 0,95 მგ/დლ, შარდოვანა 45 მგ/დლ, კალიუმი 6,1 მმოლ/ლ. ეკგ-ზე არსებითი ცვლილებები არ აღინიშნება. რომელ დამატებით გამოკვლევას აირჩევდით დიაგნოზის დასაზუსტებლად?
ჰიპერკალემიის მკურნალობის დროს რომელი მედიკამენტის მოქმედებაა მიმართული უჯრედის მემბრანის დეპოლარიზაციისკენ?
ჰიპერკალემიის მკურნალობის დროს რომელი მედიკამენტის მოქმედება არ იწვევს კალიუმის უჯრედშიდა სივრცეში გადასვლას 1. ნატრიუმის ბიკარბონატი; 2. 10%-იანი გლუკოზა და ინსულინი; 3. ბეტა-2 აგონისტები; 4. კალციუმის გლუკონატი; 5. კალციუმის პოლისტიროლსულფონატი
ჰიპერკალემიის შემთხვევაში გამოყენებული რომელი თერაპიული ღონისძიებების მოქმედებაა მიმართული კალიუმის ორგანიზმიდან ელიმინაციისკენ: 1. კალციუმის პოლისტიროლსულფონატი; 2. ბეტა-2 აგონისტები; 3. კალციუმის გლუკონატი; 4. დიალიზი; 5. მარყუჟის შარდმდენები
პაციენტი მიმართავს ექიმს მძიმე ჰიპოტენზიის (ზოგჯერ < 80/50 მმ ვწყ.სვ.), ძლიერი საერთო სისუსტის, წონაში კლების და კანის პიგმენტაციის შეცვლის გამო. ლაბორატორიულად აღინიშნება ჰიპერკალემია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?
ჰიპოკალცემია განისაზღვრება როგორც