სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ არის დამახასიათებელი მწვავე ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტის კლინიკური სურათისათვის?
ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტისთვის დამახასიათებელ დაზიანებებს არ მიეკუთვნება:
ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია დამახასიათებელი ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტისათვის: 1. მიკროჰემატურია; 2. ჰიპერტენზია; 3. ლეიკოციტურია; 4. პროტეინურია ნაკლები 1,5 გ-ზე 24 საათიან შარდში; 5. გლუკოზურია
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ არის დამახასიათებელი მწვავე ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის მორფოლოგიური სურათისთვის?
ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის დროს შარდში ცილის ელექტროფორეზით შეიძლება აღმოჩენილ იქნას: 1. ალბუმინი; 2. ლიზოციმი; 3. IgG; 4. ბეტა-2 მიკროგლობულინი; 5. ტრანსფერინი
თირკმლის ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომელია დამახასიათბელი ჰანტა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში?
ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტისა და უვეიტის (TINU) სინდრომის მიმართებაში რომელი დებულებაა მცდარი:
ქრონიკული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის ჰისტოლოგიური სურათისათვის დამახასიათბელია: 1. ტუბულების გამოხატული ატროფია; 2. ინტერსტიციუმში გრანულომების არსებობა; 3. ინტერსტიციუმის გამოხატული უჯრედოვანი ინფილტრაცია; 4. პოდოციტების ლოკალური განლევა
რომელი მიზეზით გამოწვეული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის შემთხვევაში შეიძლება შეგვხდეს მაკროსკოპულად შესამჩნევი ნაწიბურები ინტერსტიციუმში: 1. ანალგეტიკები; 2. ალოპურინოლი; 3. რეფლუქს ნეფროპათია; 4. ლითიუმი; 5. ობსტრუქციული უროპათია
ქრონიკული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის პათოგენეზთან დაკავშირებით ჭეშმარიტია: 1. ადრეულ სტადიაში ადგილი აქვს ტუბულების დილატაციას და ტუბულების უჯრედების პროლიფერაციას; 2. ერთდროულად ადგილი აქვს ინტერსტიციუმში კოლაგენის გაძლიერებულ წარმოქმნას, რასაც თან სდევს პერიტუბულური კაპილარების ატროფია; 3. მოგვიანებით აღინიშნება ტუბულური ბაზალური მემბრანის გასქელება და მაკროფაგებითა და ლიმფოციტებით ინფილტრაცია; 4. პარალელურად ადგილი აქვს გლომერულებში ნახევარმთვარეების წარმოქმნასა და გაძლიერებულ დანაწიბურებას
რომელი ტიპის ქრონიკული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის დროს არის მაღალი უროეპითელური კარცინომის განვითარების ალბათობა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგნ როდის არის დვრილოვანი ნეკროზის განვითარების რისკი ყველაზე მაღალი?
რა არ არის დამახასიათებელი ანალგეტიკებით გამოწვეული ქრონიკული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის კლინიკური სურათისთვის?
ანალგეტიკებით გამოწვეული ქრონიკული ტუბულურ-ინტერსტიციული ნეფრიტის დროს ანემიის განვითარების მიზეზი არ არის
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლის დროს არ არის მოსალოდნელი დვრილოვანი ნეკროზის განვითარება?
შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 60 წლის ქალი შემოვიდა კლინიკაში ძლიერი თირკმლის ჭვალით. სონოგრაფიული გამოკვლევით შარდკენჭოვანი დაავადება გამოირიცხა. ლაბორატორიულად: ჰიპერკალემია და აციდოზი კრეატინინის ნორმალური მაჩვენებლის ფონზე. შარდში ანალიზით - ჰემატურია, ლეიკოციტურია, პროტეინურია 100 მგ/დლ. ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომელია პირველ რიგში სავარაუდო:
რა არის დამახასიათებელი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისათვის? 1. ტვინოვანი შრის ნეფრონების უპირატესი დაზიანება; 2. კალიუმის ტუბულური სეკრეციის გაძლიერება; 3. ტვინოვანი შრის ინფარქტები დვრილოვანი ნეკროზებით; 4. ქერქოვანი შრის ნეფრონების უპირატესი დაზიანება
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ჭეშმარიტი ჰიპოკალემიით გამოწვეულ ნეფროპათიასთან მინმართებაში: 1. პოლიურია და პოლიდიფსია; 2. შარდით ნატრიუმის ექსკრეციის შემცირება; 3. პროქსიმალური ტუბულების ეპითელური უჯრედების ვაკუოლიზაცია; 4. ბიკარბონატის რეაბსორბციის შემცირება
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი არ მიეკუთვნება აუტოსომურ დომინანტურს?
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ მიეკუთვნება მილაკების სტრუქტურული ცვლილებით გამოწვეულ დაავადებებს: