სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ მიეკუთვნება თანდაყოლილ გლომერულურ დაავადებებს:
თირკმლის არაგენეტიკურ ცისტურ დაავადებებს მიეკუთვნება: 1. თირკმლის მარტივი ცისტები (ერთი ან მრავალი); 2. თირკმლის სინუსური ცისტები (პერიპელვიკალური ლიმფანგიექტაზია); 3. თირკმლის მულტიცისტური ტრანფორმაცია; 4. თირკმლების აუტოსომურ-რეცესიული პოლიცისტური დაავადება
თირკმლის ცისტური დაავადების ლოკალურ გართულებებს მიეკუთვნება: 1. წელის არეში ტკივილი; 2. მორეციდივე ჰემატურია; 3. მორეციდივე უროლითიაზი; 4. საშარდე გზების ინფექციები
როგორია ცისტების განლაგება თირკმლებში აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადების დროს?
ქვემოთ ჩამოთვლილი ცისტური დაავადებებიდან როდის შეიძლება ცისტების განვითარება იყოს ცალმხრივი: 1. თირკმლების აუტოსომურ რეცესიული პოლიცისტური დაავადება; 2. თირკმლის მარტივი ცისტები; 3. ნეფრონოფტიზი; 4. თირკმლის მულტიცისტური ტრანსფორმაცია
ჩვეულებრივ რომელ ასაკში ხდება თირკმლების აუტოსომურ-რეცესიული პოლიცისტური დაავადების გამოვლენა?
ქვემოთ ჩამოთვლილი ექსტრარენული გამოვლინებებიდან რომელია დამახასიათებელი თირკმლების აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადებისთვის: 1. ცისტები ღვიძლში; 2. რეტინიტი; 3. არაქნოიდული ცისტები; 4. ღვიძლის თანდაყოლილი ფიბროზი; 5. ნაწლავის დივერტიკულოზი
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადების დროს გვხვდება ინტრაკრანიული ანევრიზმები:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შეიძლება იყოს მაკროჰემატურიის მიზეზი თირკმლების აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადების დროს: 1. საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები; 2. ცისტების რუპტურა; 3. მორეციდივე უროლითიაზი; 4. უროეპითელური კარცინომა
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის მიეკუთვნება თირკმლების აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადების დროს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის განვითარების ცუდ პროგნოზულ ნიშანს:
ღრუბლოვანი თირკმლისათვის დამახასიათებელია ცისტების განლაგება
ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია ჭეშმარიტი ღრუბლოვან თირკმელთან მიმართებაში:
ნეფრონოფტიზის კომპლექსისათვის დამახასიათებელია ცისტების განლაგება: 1. ქერქოვან ნაწილში; 2. ქერქოვანი და ტვინოვანი შრეების საზღვარზე; 3. პერიპელვიკალურად; 4. ტვინოვან ნაწილში
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დარღვევაა უფრო იშვიათი ნეფრონოფტიზის კომპლექსის დროს ღრუბლოვან თირკმელთან შედარებით:
ქვემოთ ჩამოთვლილი ექსტრარენული გამოვლინებებიდან რომელია დამახასიათებელი იუვენილური ნეფრონოფტიზისათვის? 1. პიგმენტოზური რეტინიტი; 2. ნაწლავის დივერიტიკულოზი; 3. მენტალური ჩამორჩენა; 4. სუბარქნოიდური ანევრიზმები; 5. ზრდაში შეჩერება
თირკმლის ცისტური დაავადებებიდან რომლის დროს გვხვდება პოსტაქსიალური პოლიდაქტილია და ჰიპოგონადიზმი:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი ალპორტის სინდრომისათვის: 1. შიდა ყურის სმენის დაქვეითება; 2. პოლიდაქტილია; 3. პიგმენტოზური რეტინიტი, „Lenticonus anterior, posterior“; 4. მენტალური ჩამორჩენა; 5. თანდაყოლილი ნეფრიტი
ქვემოთ ჩაოთვლილი თანდაყოლილი დეფექტებიდან რომელი იწვევს ალპორტის სინდრომის განვითარებას:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება შეგვხვდეს ალპორტის სინდრომის დროს: 1. მიკროჰემატურია; 2. სხვადასხვა სიმძიმის პროტეინურია; 3. მაკროჰემატურია; 4. არტერიული ჰიპერტენზია
ქვემოთ აღწერილი მორფოლოგიური სურათებიდან რომელი შეესაბამება ალპორტის სინდრომს: