QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

521

ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შესახებ რომელი დებულება არის ჭეშმარიტი?

522

ქრონიკული ხველა ყველაზე მეტად დამახასიათებელია:

523

32 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი პაციენტი პროტეინის დერივატზე დადებითი სინჯის შემდგომ გამოკლვეულია რენტგენოლოგიურად, და დადგენილი აქვს ფილტვის კარისა და პარატრაქეალური ადენოპათია და ფილტვების დიფუზური დაზიანების ნიშნები. ფიზიკური გამოკვლევის შედეგები ნორმალურია. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:

524

ცისტური ფიბროზით დაავადებული 29 წლის პაციენტი უჩივის მწვავედ განვითარებულ სულის ხუთვის შეტევას, ტკივილს გულმკერდის არეში და სისხლიან ხველას. არ აღინიშნება ნახველის რაოდენობისა და ხასიათის ცვლილებები და ხველის ინტენსივობის მომატება. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია:

525

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდებულია ციხტოზური ფიბროზით დაავადებული პაციენტის მართვისათვის, გარდა ერთისა:

526

მწეველებში სასუნთქი სისტემისა და ფილტვის კიბოს განვითარების სიხშირის პროცენტული მაჩვენებელია:

527

რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობაა ასოცირებული ფილტვის გიგანტურუჯრედოვან კარცინომასთან?

528

ფილტვის კიბოს რომელი ფორმის დროს უდრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელს?

529

62 წ. პაციენტს აღენიშნება ხველა, ღამის ოფლიანობა და წონაში დაკლება. პაციენტი ყოფილი პატიმარია, არის მწეველი. ობიექტური მონაცემები: კახექსიურია, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა 38,8 გრად C, აუსკულტაციით დიფუზური მშრალი ხიხინი. გულ-მკერდის რენტგენოგრაფიით: ქვედა წილების ინფილტრაცია და ფილტვის კარის ლიმფური კვანძების გადიდება. ნახველის ბაქტერიოლოგია აჩვენებს დიდი რაოდენობით ლეიკოციტებს (ბაქტერია არ ამოითესა). ინფექციის გამომწვევი სავარაუდოდ არის:

530

M. tuberculosis-ით ინფიცირებულ მოზრდილ მამაკაცს კავერნული ცვლილებების გარეშე ენიშნება სტანდარტული ოთხ-კომპონენტიანი თერაპია რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს გარდა ერთისა:

531

62 წლის პაციენტი შემოვიდა შემდეგი ჩივილებით: წონაში დაკლება, ღამის ოფლიანობა და ხველა. იგი თამბაქოს მომხმარებელია. წარსულში იგი იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მას აღენიშნა ცხელება 38,8C; არის კახექსიური. აუსკულტაციისას მოისმინება დიფუზური ხიხინი. გულმკერდის რენდგენოგრამაზე ფილტვის ქვედა წილში ინფილტრაციული კერა და კვანძები ფილტვის კარის მიდამოში. ნახველის ანალიზში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ლეიკოციტები, ბაქტერიები არ ამოითესა. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია ინფექცია, რომელიც გამოწვეული:

532

ტუბერკულოზით დაავადებული 52 წლის მამაკაცის, სტანდარტული ოთხწამლიანი მკურნალობა მოიცავს შემდეგ მედიკამენტებს, ერთის გარდა:

533

50 წლის მამაკაცს ერთი კვირაა დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). პაციენტი მასწავლებელია და ბოლო 6 კვირაა ასწავლის 25 მოსწავლისაგან შემდგარ კლასს. აღნიშნულთან მიმართებაში რომელი დებულებაა მართებული:

534

50 წლის ქალს აქვს ლატენტური ტუბერკულოზი. ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობის დროს გაიზრდება აქტიური ტუბერკულოზის რისკი:

535

ტუბერკულოზის გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში აზიანებს:

536

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდის) გამწვავებებთან დაკავშირებით მართებულია დებულება:

537

ჩამოთვლილთაგან რომელია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მძიმე გამწვავების ნიშანი:

538

მიკობაქტერიით ინფიცირების დროს, ჩამოთვლილთაგან, რა შემთხვევაშია მაღალი აქტიური ტუბერკულოზის განვითარების რისკი:

539

ასთმის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით მართებულია დებულება:

540

პაციენტს ასთმისთვის დამახასიათებელი დღის სიმპტომები კვირაში 2- ზე მეტი აქვს, ფიზიკური აქტივობა მცირედაა შეზღუდული, სიმპტომების გამო ბოლო თვის მანძილზე 3-ჯერ გაეღვიძა, ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა პირველი წუთის მანძილზე მოსალოდნელის 75%-ია. სიმძიმის რომელ საფეხურს მიეკუთვნება პაციენტის დაავადება;

განმარტებები