QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

541

ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაშია რეკომენდებული სპირომეტრია:

542

ჩამოთვლილთაგან, რომელია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავების კარდინალური ნიშანი:

543

ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა სპირომეტრია. შედეგები შემდეგნაირია:• ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობა (ფსმ): 3.92 ლ (მოსალოდნელის 83%)• ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა პირველი წამის მანძლზე (ფამ1):2.24 ლ (მოსალოდნელის 61%)• ტიფნოს ინდექსი (ფამ1/ფსმ): 57%. როგორ შეაფასებთ სპირომეტრიის მონაცემებს:

544

50 წლის მამაკაცს, ერთი კვირაა, დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი რეჟიმია რეკომენდებული პაციენტისთვის:

545

40 წლის მამაკაცი მიმართავს კლინიკას მანტუს სინჯის გასაკეთებლად. იგი კონტაქტში იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულთან და იცის, რომ რისკის ქვეშაა, რადგან აივ ინფიცირებულია. ჩატარდა სინჯი. 48 სთ-ის შემდეგ ინდურაციის ზომა 0 მმ-ია. ეს სიტუაცია შესაძლოა აიხსნას ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზით, გარდა:

546

50 წლის მამაკაცს ერთი კვირაა დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). დაენიშნა მკურნალობა იზონიაზიდით, რიფამპიცინით, პირაზინამიდით და ეტამბუტოლით. მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეში პაციენტი მიმართავს ექიმს მხედველობის გაუარესების გამო. სნელენის ტაბულით გამოკვლევამ გამოავლინა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. ჩამოთვლილთაგან რომელ მედიკამენტს შეიძლება გამოეწვია აღნიშნული სიმპტომი:

547

50 წლის მამაკაცს ერთი კვირაა დაუდგინდა ფილტვის ტუბერკულოზი ბაქტერიაგამოყოფით (მგბ+ შემთხვევა). დაენიშნა მკურნალობა იზონიაზიდით, რიფამპიცინით, პირაზინამიდით და ეტამბუტოლით. მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეში პაციენტი მიმართავს ექიმს მხედველობის გაუარესების გამო. სნელენის ტაბულით გამოკვლევამ გამოავლინა მხედველობის სიმახვილის დაქვეითება. როგორია შემდგომი ტაქტიკა:

548

65 წლის მამაკაცს დაუსვით ტუბერკულოზის დიაგნოზი. პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია. ფტიზიატრის მიერ დაწყებულია ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა. 6 კვირის შემდეგ შარდოვანასა და ელექტროლიტების რუტინული განსაზღვრისას აღმოჩნდა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი გაუარესება. რეკომენდებულია:

549

34 წლის ქალი იტარებს სტანდარტულ მკურნალობას ტუბერკულოზის გამო, მას აინტერესებს ხომ არ ურთიერთქმედებს ანტიტუბერკულოზური საშუალებები ორალურ კონტრაცეპტივებთან, რომელთა მიღების დაწყებასაც ის აპირებს. ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტი აჩქარებს ორალური კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმს:

550

პაციენტი იტარებს სტანდარტულ მკურნალობას ტუბერკულოზის გამო. ის მოგმართავთ ტერფის ცერა თითის შესიებისა და ტკივილის გამო. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, აღნიშნულ სიმპტომებს იწვევს:

551

60 წლის მამაკაცს 3 თვეა აქვს ხველა, რომელიც თანდათან გაუარესდა. ხველა პროდუქტიულია მოყავისფრო ნახველით. პაციენტი, ასევე, აღნიშნავს ოფლიანობას ღამით. ტუბერკულოზის დიაგნოზი დადასტურდა და დაიწყო მკურნალობა სტანდარტული ანტიტუბერკულოზური რეჟიმით. თუმცა, მკურნალობიდან 4 თვის შემდეგ, პაციენტი თავს უკეთ არ გრძნობს და ნახველი (მგბ) დადებითია. პაციენტის გადმოცემით, სამკურნალო საშუალებებს რეგულარულად იღებს, რასაც სამედიცინო პერსონალიც ადასტურებს. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული?

552

მოგმართავთ ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტის მეუღლე, რომელსაც აინტერესებს შეიძლება თუ არა გაეწიოს დაავადებულს პალიატიური მკურნალობა. შერჩევის კრიტერიუმია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

553

55 წლის მამაკაცს 4 თვეა აქვს ხველა, რომელიც უარესდება კვებასთან დაკავშირებით. პაციენტი მსუქანია. ფიზიკური გასინჯვით ცვლილებები არ აღენიშნება. გულმკერდის რენტგენოგრაფიით გამოვლინდა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. ხველის მიზეზი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს:

554

34 წლის მამაკაცს 4 წელია აქვს ქრონიკული ხველა მომწვანო ფერის ნახველის გამოყოფით. პაციენტი არამწეველია. 6 წლის წინათ ჰქონდა მძიმე პნევმონია, რის გამოც მოთავსებული იქნა კლინიკაში. ბოლო 4 წლის მანძილზე რამდენჯერმე დასჭირდა ანტიბიოტიკოთერაპია „ფილტვების ინფექციის“ გამო. აუსკულტაციით მოისმინება ბიბაზალურად სველი ხიხინი. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია:

555

ახალგაზრდა ქალი დაავადებულია ასთმით. ადრე ასთმის სიმპტომები დღის მანძილზე ვლინდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო გახშირდა ღამით. მკურნალობის მიზნით პაციენტი იღებს მხოლოდ ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტს, საჭიროების მიხედვით. რა ცვლილების შეტანაა მიზანშეწონილი მკურნალობის გეგმაში:

556

25 წლის პაციენტი პერსისტული ასთმის გამო მკურნალობას იტარებს საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდების დაბალი დოზით. პაციენტს ესაჭიროება ნაბიჯი-ზემოთ თერაპია. რომელის დამატება იქნებოდა ყველაზე მეტად ეფექტური:

557

44 წლის ქალს აქვს მძიმე ასთმა, რომელიც საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით და გახანგრძლივებული მოქმედების საინჰალაციო ბეტა მიმეტურ საშუალებით მკურნალობით კონტროლირებადი აღარაა. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული სამკურნალო საშუალების დამატებასთან დაკავშირებით:

558

13 წლის პაციენტი მოგმართავთ სუნთქვის უკმარისობის და მსტვინავი სუნთქვის გამო, რომელიც ფეხბურთის თამაშის ან ფიზიკური დატვირთვის დროს ეწყება. მოგვიანებით ვლინდება ხველა. სხვა ჩივილები არ აქვს და არც ზემოაღნიშნული სიმპტომები ვითარდება დატვირთვის გარეშე. ჩამოთვლილთაგან მართებულია:

559

38 წლის ქალი დაავადებულია ასთმით. იტარებს მკურნალობას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზითა და ხანგრძლივად მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების კომბინაციით. აღნიშნული რეჟიმით მკურნალობის შედეგად 3 თვეზე მეტია პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ამ ხნის მანძილზე დღის სიმპტომები მხოლოდ ერთხელ გამოვლინდა და ერთხელ გახდა საჭირო შემამსუბუქებელი საშუალების მიღება. პიკფლოუმეტრიას ყოველდღიურად იტარებს და მაჩვენებელი მოსალოდნელის >80%. როგორ მოიქცევით:

560

32 წლის მამაკაცი დაავადებულია ასთმით. მკურნალობას იტარებს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების საშუალო დოზითა და ხანგრძივად მოქმედი ბეტა ადრენერგული საშუალების კომბინაციით. პაციენტი ავად გახდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, რამაც დაავადების გამწვავება განაპირობა. როგორი ქმედება იქნება მართებული:

განმარტებები