სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული მკურნალობა ლევონორგესტრელის საშვილოსნოს შიდა საშუალებით:
ჩამოთვლილთაგან რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული ენდომეტრიუმის აბლაცია:
26 წლის მეძუძურმა ქალბატონმა მოგმართათ კონტრაცეპტივის შერჩევის მიზნით. მშობიარობა ჰქონდა 2 თვის წინ, მენსტრუალური ციკლი არ აღენიშნება. რომელი მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი მისთვის:
მოგმართათ 32 წლის მეძუძურმა ქალბატონმა კონტრაცეპტივის შერჩევის მიზნით. ახლაშობილი 2 თვიაა და იმყოფება ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე. დედას აინტერესებს რამდენად დაიცავს ძუძუთი კვება დაუგეგმავი ორსულობისგან. რომელი დებულებაა ყველაზე მართებული:
კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს რეფერალის ჩვენებაა:
მოგმართათ 38 წლის ქალბატონმა, რომელსაც დაუნიშნეთ კოკი კონტრაცეპციის მიზნით. რამდენ ხანში დაიბარებთ პაციენტს განმეორებითი კონსულტაციისთვის:
45 წლის ქალბატონი მკურნალობს არტერიული ჰიპერტენზიის გამო. რომელი კონტრაცეპტივის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი მისთვის:
37 წლის მწეველი ქალბატონი გთხოვთ კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევას, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი:
მოგმართათ 18 წლის გოგონამ კონტრაცეპციის მიზნით. რომელი მეთოდის გამოყენებაა მიზანშეწონილი მისი რეპროდუქციული ასაკის გათვალისწინებით:
43 წლის ქალბატონი მოგმართავთ კონტრაცეპციისთვის, მას ჰყავს სამი შვილი და გთხოვთ „ყველაზე საიმედო“ საშუალებას. რომელ მეთოდს შესთავაზებდით:
რომელი ნიშანია დამახასიათებელი ქლამიდიური ცერვიციტისათვის:
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკაში რომელი სადიაგნოსტიკო ტესტია ყველაზე ზუსტი (მაღალმგრძნობიარე):
საშვილოსნოს ყელისა და ურეთრის გაურთულებელი გონოკოკური ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებული სქემებიდან რომელია სწორი:
მოზრდილებში C.Trachomatis მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობისთვის პირველი რიგის არჩევის პრეპარატია:
მოგმართათ 22 წლის გოგონამ გინეკოლოგიური შემოწმების მიზნით. მას არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს. საუბარში გაირკვა, რომ სქესობრივად აქტიურია და პერიოდულად აქვს დაუცველი სექსი. პაციენტმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მას ჰყავდა 4 სქესობრივი პარტნიორი. მენჯის ანთებითი დაავადებების პრევენციის მიზნით რომელია მათებული პირველი საფეხური:
რომელია სამი ყველაზე ხშირი დაავადება რომელიც ასოცირებულია საშოდან გამონადენთან:
ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობისათვის მეტრონიდაზოლის რა დოზით გამოყენებაა რეკომენდებული:
მენჯის ღრუს ანთებით დაავადებების არსებობაზე მიუთითებს ქვემით ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ–ერთი :
რომელი რეკომენდაციაა მართებული მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების მკურნალობის შესახებ:
მოგმართათ 24 წლის სქესობრივად აქტიურმა ქალმა მეტრორაგიის გამო. მანამდე ციკლი რეგულარული ჰქონდა, ბოლო მენსტრუაცია - 5 კვირის წინ. ობიექტური შეფასებიდან საყურადღებოა პალპაციით მუცლის ქვედა ნაწილისა და ბოქვენზედა მიდამოს მტკივნეულობა. საწყისი დაიგნოსტიკური კვლევებიდან, რომელია ყველაზე მართებული: