QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1601

მოგმართათ 34 წლის ქალმა მუცლის ტკივილის, გულისრევისა და განმეორებითი ღებინების ჩივილით. გამოკითხვით გაირკვა, რომ ციკლი რეგულარული ჰქონდა, მაგრამ ბოლოს დაეწყო 1 კვირით ადრე და ახლა მესამე დღეს, სისხლდენა ჩვეულებრივზე ინტენსიურია. პაციენტი სქესობრივად აქტიურია, თავს იცავს არარეგულარულად, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. თქვენ ჩაატარეთ ორსულობის ტესტი, რომელიც დადებითია. ქვემოთ ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რა მიგანიშნებთ ექტოპიური ორსულობის მომატებულ რისკზე:

1602

60 წლის ქალბატონი უჩივის არეოლაზე ვარდისფერი მაცერირებული უბნის არსებობას. ცოტა ხნის წინ გამოცვალა სარეცხი ფხვნილი, რასაც უკავშირებს აღნიშნულ ჩივილის გაჩენას, თვლის, რომ ეს ალერგიული რეაქციაა. ტოპიკური კორტიკოსტეროიდის არაეფექტურობის შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს შემდგომი ტაქტიკა:

1603

მოგმართათ 39 წლის ქალბატონმა სარძევე ჯირკვალში არსებული წარმონაქმნის გამო. პალპაციით თქვენ სინჯავთ მკვრივ, უმტკივნეულო ფიქსირებულ კვანძს, რომლის დიამეტრი, დაახლოებით, 1 სმ-ია, კიდეები უსწორმასწოროა. როგორი იქნება მეტად გამართლებული მართვის ტაქტიკა აღნიშნულ შემთხვევაში|:

1604

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელია ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნე:

1605

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის ძუძუს კიბოს რისკ – ფაქტორი:

1606

მენოპაუზად ითვლება სპონტანური ამენორეა ჯანმრთელ ქალთან რეპროდუქციული სისტემის სხვა პრობლემების გარეშე შემდეგი პერიოდის განმავლობაში:

1607

28 კვირის ორსული მოვიდა ანტენატალურ ვიზიტზე. მას დაუდგინდა III ჯგუფის სისხლი, რეზუს–უარყოფითი. რომელი გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდებული აღნიშნულ ვიზიტზე:

1608

16 კვირის ორსულს ჩაუტარდა სამმაგი სკრინინგ ტესტი. ალფა– ფეტოპროტეინის რაოდენობა სისხლის პლაზმაში 3–ჯერ აღემატება ორსულის აღნიშნული ვადისათვის საშუალო ნორმალურ მაჩვენებელს. ყველა ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობა განმარტავს ამ პათოლოგიურ მოვლენას, გარდა ერთისა. შემოხაზეთ სწორი პასუხი:

1609

32 კვირის ორსული მივიდა ანტენატალურ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან. აღნიშნული ორსულობა პირველია, აქვს რეზუს–უარყოფითი, 0 (I) ჯგუფის სისხლი. რომელი გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდებული აღნიშნულ ვიზიტზე:

1610

35 წლის ქალბატონმა ორსულობის 12 კვირის ვადაზე მიმართა ოჯახის ექიმს. შარდში გამოვლინდა ბაქტერიურია (კოლონიზაციის ხარისხი >105). პაციენტი ჩივილებს არ წარმოადგენს. თავს კარგად გრძნობს. არტერიული წნევა 90/60 მმ ვერცხლ. სვ–ისა. ქვემოთჩამოთვლილთაგან, შემოხაზეთ სწორი პასუხი:

1611

18 წლის გოგონამ მიმართა ექიმს ჩივილებით: ტკივილი მუცლის ქვედა არეში, სხეულის ტემპერატურის მომატებას 38.50C. ანამნეზიდან ირკვევა, რომ უკანასკნელი სქესობრივი კავშირი ჰქონდა 10 დღის წინ, მენსტრუაცია დაუმთავრდა 3 დღის წინ. პაციენტის გასინჯვის შედეგად გამოვლინდა: მტკივნეული დანამატები, საშვილოსნოს ყელიდან ჩირქოვანი გამონადენი, ქვემოთჩამოთვლილთაგან, შემოხაზეთ სავარაუდო დიაგნოზი:

1612

მოგმართავთ 20 კვირის ორსული. არის მე–3 ორსულობა, პირველი მშობიარობა ჰქონდა ნაადრევად, მე–2 მშობიარობა – დროულად. ამჟამად უჩივის წელის ტკივილს. ჩაუტარდა ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა 2 დღის წინ. საშვილოსნოს ყელის სიგრძეა – 30 მმ. აღენიშნება საშვილოსნოს უკანა კედლის ჰიპერტონუსი. ნაყოფის პათოლოგია გამოვლენილი არ არის. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ ტაქტიკას აირჩევდით პრობლემის მართვისათვის:

1613

მოგმართავთ 24 კვირის ორსული. პაციენტი 18 წლისაა. წონა 49 კგ, სიმაღლე 168 სმ. მისი გადმოცემით ექიმთან ვიზიტის წინა დღეს აღენიშნებოდა ვარდისფერი გამონადენი საშოდან. ულტრაბგერითი გამოკვლევით პლაცენტის წინამდებარეობა გამოირიცხა. საშვილოსნოს ყელის სიგრძე არის 24.5 მმ. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ ტაქტიკას აირჩევდით პრობლემის მართვისათვის:

1614

მოგმართათ 28 წლის ორსულმა, რომელსაც აღენიშნებოდა მოჭარბებული გამონადენი საშოდა, ძლიერი ქავილისა და წვის შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების არეში. პაციენტს ჩაუტარდა საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა და დაუდგინდა კანდიდური ვაგინიტი. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელ ვარიანტს აირჩევდით აღნიშნული პრობლემის მართვის მიზნით:

1615

მოგმართათ 47 წლის ქალბატონმა, რომელიც უჩივის სისხლდენას საშვილოსნოდან უკვე 1 წელია. მენომეტრორაგიის გამო მკურნალობდა სხვადასხვა ექიმთან, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ პაციენტს აღენიშნება I ხარისხის სიმსუქნე, არტერიული წნევა 140/95 Hg mm. საშვილოსნოს ზომა ნორმაშია. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელ ვარიანტს აირჩევდით აღნიშნული პრობლემის მართვის მიზნით:

1616

ექიმს მიმართა 35 წლის ქალბატონმა ჩივილებით: საშოდან გამონადენი, საერთო სისუსტე. გასინჯვისას, გამოვლინდა საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მოვარდისფრო გამონაყარი ხელისა და ფეხის გულზე. ანამნეზიდან ირკვევა, რომ 2 თვის წინ გარეთა სასქესო ორგანოების არეში, კანზე შეამჩნია მცირე ზომის უმტკივნეულო წყლული, რომელიც მკურნალობის გარეშე გაქრა. სავარაუდოდ, რომელ ინფქციასთან გვაქვს საქმე:

1617

28 წლის პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით: სუნიანი, მომწვანო გამონადენი საშოდან და გამოხატული ქავილი ვულვის არეში. პაციენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი სუნით, ოღონდ მცირე რაოდენობით გამონადენი აქვს მის პარტნიორსაც. გასინჯვისას, საშვილოსნოს ყელის არეში დაფიქსირდა ღია წითელი ფერის ლაქები. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

1618

28 წლის არანამშობიერებმა ქალმა მიმართა ოჯახის ექიმს ჩივილებით: ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მტკივნეული შარდვა. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე თვეა. ვაგინალური გასინჯვით გამოვლინდა ჩირქოვან–ლორწოვანი გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან, შარდის გამოკვლევით კი დიდი რაოდენობით ლეიკოციტი. შემოხაზეთ მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

1619

48 წლის ქალბატონს საშარდე გზების ინფექციის სამკურნალოდ დანიშნული ჰქონდა 1 კვირის განმავლობაში პენიცილინი. ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ მას დაეწყო თეთრი გამონადენი საშოდან, გარეთა სასქესო ორგანოების არეში ძლიერი ქავილი. შეარჩიეთ ამ ტიპის ვაგინიტისათვის სწორი მკურნალობა:

1620

მშობიარობის შემდგომ, ლოგინობის პერიოდში, ქალბატონს 4 დღის განმავლობაში აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში მკურნალობს 3 სხვადასხვა ანტიბიოტიკით. 6 დღის წინ, პაციენტს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ნაყოფის ჰიპოქსიის გამო ყველაზე მაღალი ალბათობით,. მშობიარობის შემდგომ რომელ გართულებასთან გვაქვს საქმე:

განმარტებები