სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ჩამოთვლილთაგან სამი კვირის ასაკის ჩვილებში ვირუსული პნევმონიის გამომწვევი ყველაზე იშვიათი მიზეზია:
ბავშვებში პნევმონიის ამბულატორიული მკურნალობისათვის შეიძლება დაინიშნოს ყველა ჩამოთვლილი ანტიბიოტიკი, გარდა ერთისა:
ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელია ჭეშმარიტი ბავშვებში ქუნთრუშის დროს:
ჩამოთვლილთაგან, რომელი გამოიყენება მწვავე ან ქრონიკული შუა ოტიტის დროს გამონადენის შესამცირებლად?
ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ნაკლებად დამახასიათებელი ბავშვებში სინუსიტის დროს:
ბავშვებში ჰემორაგიული კონიუნქტივიტი გამოხატული პერიორბიტული შეშუპებით უფრო ხშირად გამოწვეულია:
იმპეტიგოს გართულება ჩამოთვლილთაგან შეიძლება იყოს ყველა, გარდა ერთისა:
18 თვის ბავშვებში მუნის მკურნალობა შესაძლებელია:
შიდსით დაავადებულ ბავშვებში კანის ინფექციებიდან ყველაზე ხშირია:
6 წლის გოგონას აქვს ყელის ტკივილი და ცხელება 38,6 C (101,4 F) გამოკვლევისას აღინიშნება ხახის და ტონზილების ჰიპერემია ნადებით, კისრის წინა ლიმფური კვანძები გადიდებულია. გამოხატულია ერითემატოზული გამონაყარი მთელს სხეულზე, განსაკუთრებით ტორსზე. საფიქრებელია, რომ დაავადების გამომწვევია:
ბავშვს, რომელსაც საეჭვოა, რომ აქვს A ჯგუფის ბეტა- ჰემოლიზური სტრეპტოკით გამოწვეული ფარინგიტი, სწრაფი ანტიგენური ტესტი სტრეპტოკოკულ ანტიგენზე უარყოფითი აქვს. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი?
ბავშვს აქვს სიცხე და სტკივა ყელი. ყველაზე ხარჯთ-ეფექტური მკურნალობაა:
9 წლის ბავშვს, რომელსაც აღენიშნება A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტი, მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს პენიცილინის შემდეგი დოზით:
14 თვის ბავშვისთვის შუა ყურის ანთებით და მოსალოდნელი გართულებით საწყის ეტაპზე პირველი არჩევის პრეპარატად ითვლება:
20 დღის ახალსობილს აღენიშნება ცხელება. რომელი ქვემოთ მოყვანილი დებულება არის სწორი:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ბავშვთა სიკვდილიანობის ხშირი მიზეზი დაბადებიდან 10 წლის ასაკამდე?
ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის პრევენციისთვის, ახალშობილის მშობლებმა უნდა იცოდენ ბავშვის ძილის რეკომენდებული პოზა:
გაურთულებელი მშობიარობის შედეგად დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, ის დედასთან ერთად სახლში გაეწერა დაბადებიდან 36 საათის შემდეგ. ექიმმა იგი უნდა მოინახულოს:
6,5 წლის ბავშვს აქვს ტერფის ინფიცირებული ჭრილობა, ასაკობრივი ვაქცინაცია მან 5 წლისა და ერთი თვის ასაკში დაამთავრა, ტეტანუსის პროფილაქტიკის მიზნით როგორია სწორი ტაქტიკა:
დედამ ამბულატორიაში ვაქცინაციისათვის მოიყვანა 2 წლისა და ერთი თვის აუცრელი ბავშვი, რომელი ვაქცინის გამოყენება არის რეკომენდირებული ამ შემთხვევაში: