QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1801

1 წლის ბავშვს ამბულატორიაში ვიზიტისას რუტინულად ჩაუტარდა ანტროპომეტრია, ექიმმა მიიღო შემდეგი შედეგი წონა, სიგრძე თავის გარშემოწერილობა - სამივე პარამეტრი ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას. რომელი დასკვნა მიესადაგება მიღებულ შედეგს:

1802

4 თვის ბავშვის წონა შეადგენს 5000 გრამს, დაბადებისას ის 3000 გრამს იწონიდა, იკვებება ძუძუთი, მასის ნამატი ფასდება როგორც:

1803

3 წლის გოგონას 20 მარტს დაუდგინდა წითელა, ბოლო გამონაყარი დაფიქსირდა 24 მარტს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ის გადამდებად ჩაითვლება:

1804

პირველად სმენის სკრინინგი ტარდება:

1805

5 თვის ბავშვს აქვს საშარდე გზების ინფექცია. რომელი აგენტია უპირატესი გამომწვევი ამ ასაკში:

1806

დედამ მოგიყვანათ 3 წლის ბავშვს აქვს ყელის ტკივილი, მისი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ის ვერ იკვებება, აქვს ფებრილური ცხელება. ვაქცინაციის ისტორია - არ ჩატარებია სამშობიაროს მერე არცერთი აცრა. ობიექტურად: ფარინგოსკოპია - ხახა ჰიპერემულია, ნუშურებზე მონაცრისფრო- ჭუჭყიანი ნადები , რომელიც ძნელად შორდება; რომელი პათოგენური აგენტი გამოიწვევდა დასახელებულ მოვლენებს:

1807

ბავშვს აქვს ყელის ტკივილი, ტემპერატურა. ფარინგოსკოპიით – ხახა ძლიერ ჰიპერემულია, მკვეთრად გამოხატული ნადების გარეშე. რომელი პათოგენური აგენტი იწვევს უხშირესად მსგავს მოვლენებს:

1808

ბავშვი ავადაა მეორე დღეა, მას აქვს ცხელება, ის ვერ იკვებება ყელის ტკივილის გამო; ობიექტურად - ბავშვი მოდუნებულია, ტემპერატურა 38 გრადუს , ტონზილებზე თეთრი, ადვილად მოცილებადი ნადები; რომელი პათოგენური აგენტი გამოიწვევდა დასახელებულ მოვლენებს:

1809

1 წლის ბავშვს აქვს დეფეკაცია 8-ჯერ დიდი რაოდენობით სითხის შემცველი განავლით, უპირატესად, რომელი ინფექციური აგენტით შესაძლოა იყოს გამოწვეული დიარეა:

1810

3 წლის ბავშვს დაესვა დიაგნოზი მწვავე ბრონქიტი, რომელი პათოგენური აგენტი იწვევს უპირატესად ამ მდგომარეობის განვითარებას:

1811

7 წლის ბიჭი ერთი კვირა იყო ავად, მას ჰქონდა სუბფებრილური ტემპერატურა, ყელის ტკივილი, უჭირდა ცხვირით სუნთქვა, 3 კვირაა რაც აღადგინა სასწავლო პროცესი. ფიზკულტურის გაკვეთილზე მას უეცრად დაეწყო მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი, აღენიშნა გონების კარგვა. რომელი ინფექციური დაავადების გართულებას შესაძლოა ჰქონდეს ადგილი აღწერილ სიტუაციაში:

1812

3 წლის ბავშს აქვს 39 გრადუსC ტემპერატურა, დაავადება დაეწყო უეცრად, უჭირს ჩასუნთქვა და ვერ ყლაპავს ნერწყვს, არის იძულებით პოზაში, რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

1813

გამოგიძახეს ბინაზე 13 წლის გოგონასთან, რომელიც სკოლაში ცუდად გახდა და ძლიერი მუცლის ტკივილის გამო სახლში გამოუშვეს. ბავშვს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი აქვს. ტკივილი სინათლეზე ძლიერდება. კანის დათვალიერებისას დიფუზური გამონაყარი შენიშნეთ, რომელიც ზეწოლისას ფერმკრთალდება. რა საშუალებას მიმართავთ ბავშვის დასახმარებლად:

1814

5 წლის ბიჭის დედა შეწუხებული მოგმართავთ იმის გამო, რომ იგი საწოლში კვლავაც ისველებს. როგორ დაეხმარებით ბავშვს:

1815

11 წლის ბიჭის დედა შეწუხებული მოგმართავთ იმის გამო, რომ იგი საწოლში კვლავაც ისველებს. როგორ დაეხმარებით ბავშვს:

1816

ნაღვლის ბუშტში კონკრემენტის გამოსავლენად ნაჩვენებია ყველა გამოკვლევის მეთოდი, გარდა

1817

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის რენტგენოლოგიურ ნიშნებს წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა

1818

პერკუსიით და რენტგენოლოგიურად გამოვლინდა შუასაყარის ჩრდილის გადაადგილება ჯანმრთელი მხარისკენ. ეს შეესაბამება

1819

ექიმს პირველად მიმართა 50 წლის ავადმყოფმა ერთად-ერთი ჩივილით, რომ მას დაეწყო მშრალი ინტენსიური ხასიათის ხველა. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ არის

1820

თუ ეჭვია შუასაყარის სიმსივნეზე დიაგნოზის დასაზუსტებლად ყველაზე ინფორმატიული მეთოდია

განმარტებები