QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფსიქიატრია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ფსიქიატრია სალიცენზიო

1687 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1641

თუ შეიძლება მიუთითეთ, რომელი აშლილობები შედის დიაგნოსტიკურ კატეგორიაში - "ქცევის აშლილობები"

1642

თუ შეიძლება მიუთითეთ, რომელი პათოლოგიური მდგომარეობა არ შედის დიაგნოსტიკურ კატეგორიაში - "სხვა ქცევითი და ემოციური აშლილობანი განვითარებული ბავშვებსა და მოზარდებში":

1643

შერაცხადობის ცნება შეეხება შემდეგ ასპექტებს:

1644

10 სიტყვის დამახსოვრება, ანდაზების აზრის განმარტება, 100 – დან 7 ან 9 – ის გამოკლება (კრეპელინის ცდა), საკუთარი სახელის, გვარის, პროფესიის დასახელება, წელიწადის თვეების ჩამოთვლა პირიქით – ზემოხსენებული ტესტები გამოიყენება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:

1645

გაუცხოების განცდა, ავადმყოფობის შეგრძნება, უსიამოვნო აზრებისგან განთავისუფლების სურვილი, გუნება – განწყობის დაქვეითებული ფონი, საკუთარი მდგომარეობის მიმართ კრიტიკა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დამახასიათებელია:

1646

ზემოქმედების ბოდვა, ფსევდოჰალუცინაციები, მენტიზმი, გახსნილობის სიმპტომი -ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სინდრომი დამახასიათებელია:

1647

რეტროგრადული ამნეზია, გარემოში დეზორიენტაცია, ფიქსაციური ამნეზია, ანტეროგრადული ამნეზია, კონფაბულაციები - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დამახასიათებელია:

1648

ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ვითარდება რიბოს კანონის მიხედვით?

1649

კონფაბულაციები, ფსევფორემინესცენციები, კრიპტომნეზიები, კონფაბულატორული აბნევა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიეკუთვნება:

1650

წერა – კითხვის, ანგარიშის დასწავლის უნარი, დამოუკიდებელი ცხოვრების, პროფესიული საქმიანობის უნარი, შთაგონებადობა, მიმბაძველობა, ძირითადი და კონკრეტული ცნებები, გუნება-განწყობის ეიფორიული – უდარდელი ან დისფორიული ტიპები, ყველა ჩამოთვლილი გვხვდება შემდეგი დიაგნოზის დროს:

1651

მეტყველება სუსტად განვითარებული, ელემენტალური ცნებების გამოყენებით მსჯელობა, თვითმომსახურების ელემენტალური ჩვევები, სპეციალიზებულ სკოლაში სწავლა, ტენდენცია ასოციალური, აგრესიული ქცევებისადმი, ყველა ჩამოთვლილი გვხვდება შემდეგი დიაგნოზის დროს:

1652

ინტელექტუალური პროცესის განუვითარებლობა, მეტყველება განვითარებული არ აქვს, გარემოში ორიენტაციისა და ადეკვატური რეაგირების უნარი არ აქვს, ქცევები არამოტივირებული და იმპულსური, ემოციები პრიმიტიული. ყველა ჩამოთვლილი გვხვდება შემდეგი დიაგნოზის დროს:

1653

სამკურნალოდ გამოყენებული ჰალოპერიდოლი ბიოქიმიურ დონეზე იწვევს:

1654

აბსტრაქტული აზროვნების უნარი, მანიქეისტური ბოდვა, ფსევდოჰალუცინაციები, ჭეშმარიტი სმენითი ჰალუცინაციები, აქტიურობის, ნებელობის დაკარგვა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვხვდება შემდეგი დიაგნოზის დროს:

1655

დელირიუმი, ობნუბილაცია, ბინდისებური ცნობიერება, ამენცია, გაბრუება -დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილისათვის, გარდა:

1656

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ტარდება:

1657

თავზურგტვინის სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ხდება ყველა ჩამოთვლილი დაავადების დიაგნოზის დასადგენად, გარდა:

1658

ცერებრალური ანგიოგრაფიის საშუალებით შეიძლება დავადგინოთ:

1659

23 წლის მამაკაცი კლინიკაში მიდის მაღალი ტემპერატურით (38°C). ცხელება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში, აქვს მუდმივი ხველა და ერთ თვეში წონაში დაიკლო 8 კგ-მდე. იგი აღნიშნავს, რომ გასული თვის მანძილზე გახდა გულმავიწყი და რომ მისი აზროვნება "ყოველთვის არ არის ნათელი." მანქანის მართვის დროს იგი ორჯერ “დაიკარგა". რომელი შემდეგი დიაგნოსტიკური ტესტი იქნება ყველაზე სასარგებლო ამ პაციენტის დიაგნოზის დასადგენად?

1660

ზრდასრული მამაკაცი, რომლის ინტელექტუალური კოეფიციენტი უდრის 35-49 ქულას, სავარაუდოდ იფუნქციონირებს:

განმარტებები