სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფსიქიატრია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ფსიქიატრია სალიცენზიო
ქალი, 36 წლის, ფსიქიატრს მიმართავს ჩივილებით: უკიდურესი გადაღლილობა, მეხსიერების და გუნებ-განწყობის მკვეთრი დაქვეითება. ფიზიკური დათვალიერებისას ყურადღებას იპყრობს კანის გამუქება - მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია განსაკუთრებით - იდაყვებსა და იღლიებში, აგრეთვე - პირის ლორწოვან გარსზე. სავარაუდოდ, ამ სურათის მიზეზია:
ფსიქიკურ აშლილობათა გენეტიკური კვლევის მეთოდები, გამოყენებულია:
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დროს გართულებები შეიძლება იყოს (აღნიშნეთ ზედმეტი):
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დროს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება (აღნიშნეთ ზედმეტი):
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი ვლინდება სიმპტომების ტეტრადით. ქვემოთ მოყვანილი სიმპტომებიდან რომელია ზედმეტი?
ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ქრონიკული დეპრესიული პაციენტის გამოსაკვლევად გამოიყენოს მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნული კითხვარი (MMPI), რადგან მკურნალობის შედეგი ისეთი არაა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ჩვეულებრივ, მინესოტას მრავალფაზიანი პიროვნული კითხვარი (MMPI) უნდა გამოიყენოს , როცა:
მეტყველების და კონსტრუქციული შესაძლებლობების დარღვევები მიუთითებს ცნს-ში დაზიანების ლოკალიზაციაზე. დააკავშირეთ მოცემული სიმპტომი - კონსტრუქციული აპრაქსია - დაზიანების სავარაუდო ლოკალიზაციასთან.
25 წლის მამაკაცი ფსიქიატრიული პათოლოგიის გამო თავს ანებებს სწავლას. ფსიქიკური სტატუსის შეფასების დროს მას სთხოვენ განმარტოს ანდაზის მნიშვნელობა: "შუშის სახლში მცხოვრებმა ქვა არ უნდა ისროლოს." პაციენტის პასუხობს, "იგი გატეხავს ფანჯრებს." ამ პაციენტის დიაგნოზი, სავარაუდოდ, არის:
40 წლის ქალბატონი ამბობს, რომ დაკარგა მადა, სძინავს ცუდად და დაკარგა ინტერესი ჩვეული საქმიანობის მიმართ. დიაგნოზის დასმისთვის ეფექტური იქნება:
50 წლის მამაკაცი ამბობს, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში განიცდის ინტენსიურ შფოთვას და დაიკლო წონაში 10 კგ-მდე. პაციენტი ასევე უჩივის შეხურების შეგრძნებას და გულისცემის გახშირებას. დიაგნოზის დასმისთვის ეფექტური იქნება:
აგნოზიის შესახებ მართებულია ყველა გამონათქვამი, გარდა ერთისა:
დადებითი და უარყოფითი სინდრომების სკალა (PANSS) ეფექტურად გამოიყენება:
მეტყველების და კონსტრუქციული შესაძლებლობების დარღვევები მიუთითებს ცნს-ში დაზიანების ლოკალიზაციაზე. დააკავშირეთ მოცემული სიმპტომი - ექსპრესიული დისფაზია - დაზიანების სავარაუდო ლოკალიზაციასთან.
მეტყველების და კონსტრუქციული შესაძლებლობების დარღვევები მიუთითებს ცნს-ში დაზიანების ლოკალიზაციაზე. დააკავშირეთ მოცემული სიმპტომი - აფაზია/ალექსია - დაზიანების სავარაუდო ლოკალიზაციასთან:
ფსიქიკური დარღვევები თავის ტვინის სიმსივნეების დროს დამოკიდებულია ყველა ფაქტორზე, გარდა:
საფეთქლის წილის სიმსივნეების დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ფსიქიკური და ნევროლოგიური სიმპტომები (აღნიშნეთ არასწორი პასუხი):
23 წლის ქალი მიდის ექიმთან. ძირითადი ჩივილია დეპრესიული განწყობა ბოლო 6 თვის განმავლობაში. ის აცხადებს, რომ აქვს ძილიანობა და ვერ ახერხებს გამოძინებას. იკლო ენერგიამ, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია. იგი აღნიშნავს, რომ მან მოიმატა წონაში 10კგ-ზე მეტი, და სისხლნაჟღენთები უფრო ადვილად აჩნდება, ვიდრე ადრე. გარეგანი დათვალიერებით შეინიშნება მრავალი შინდისფერი სტრია მუცელზე, აქვს პროქსიმალური კუნთების სისუსტე და პერიფერიული ხედვის დაკარგვა. მრტზე ნანახია ტვინის სიმსივნე. რომელ შემდეგ უბანში არის სავარაუდოდ სიმსივნური კერა?
23 წლის პროფესიონალი კალათბურთელი არის გაღიზიანებული, პირქუში და აღენიშნება მისთვის არადამახასიათებელი განრისხების ეპიზოდები. თამაშიდან ორჯერ გააძევეს უხეშობისათვის. მას ხშირად "უკეთებენ ჯადოს", რომლის დროსაც შეიგრძნობს დამპალი კვერცხის სუნს და თავი „სიზმარში ჰგონია“. დააკავშირეთ კლინიკური სიმპტომები ცნს-ში სიმსივნის სავარაუდო ლოკალიზაციასთან:
შემდეგი კვლევებიდან, რომელია რეკომენდებული დემენციის მქონე პაციენტების ლაბორატორიული შეფასებისათვის?
პაციენტი 68 წლის. 14 თვეა შემპარავად, თანდათან დაუქვეითდა მეხსიერება, სახეზეა ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, ორიენტაცია ნაწილობრივ დარღვეულია. მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება. ეეგ-ს ცვლილებები არ აღენიშნება. სავარაუდო დიაგნოზი: