სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ფსიქიატრია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ფსიქიატრია სალიცენზიო
ალცჰაიმერის დაავადების ეპიდემიოლოგიის შესახებ სწორია ყველა დებულება, გარდა ერთისა. აღნიშნეთ არასწორი პასუხი:
ალცჰაიმერის დაავადებისათვის მართებულია შემდეგი მტკიცებულებები.აღნიშნეთ არასწორი პასუხი:
32 წლის მამაკაცი ბარძაყის მოტეხილობით მოთავსებულია საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც იგი ავტოკატასტროფაში მოხვდა. მესამე დღეს იგი ეუბნება ექთანს, რომ ჩაესმის დედის ხმა, რომელიც ეუბნება, რომ თავი დაიცვას მოსალოდნელი საფრთხისაგან. იგი ასევე აღნიშნავს, რომ „გვერდითი ხედვით გრძნობს რაღაც მოძრაობას“. იგი აცხადებს, რომ ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ფიზიკური მონაცემები: არტ.წნევა - 160/90 mmHg; სუნთქვა - 12 წთ-ში, პულსი - 110 წთ და ტემპერატურა - 38,10C. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
მოგვიანებითი ეპილეფსია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:
70 წლის ქალმა შვილის თანხლებით მიმართა კლინიკას შემეცნებითი ფუნქციების შესაფასებლად. შვილი აღნიშნავს, რომ დედას მოკლევადიანი მეხსიერების პრობლემები დაეწყო 10 თვეა. პაციენტი 10 თვის წინ დაეცა და მას შემდეგ დაიწყო ერთი და იგივე კითხვების დასმა. პაციენტი 4 თვის წინ კვლავ დაეცა, ხოლო 2 თვის წინ აღენიშნა თავბრუსხვევის ეპიზოდი. ამ ინციდენტების შემდეგ შენიშნეს მეხსიერების დაქვეითება, გახდა ეჭვიანი რძლის მიმართ, დაიწყო მარაგების გაკეთება. მან დაკარგა ინტერესი ყოველდღიური საქმიანობის მიმართ და საჭმლის მომზადებისას ავიწყდება რეცეპტი. ვაჟი ეხმარება ფინანსების მართვაში. ანამნეზში - ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, კორონარული არტერიების დაავადება, ოსტეოართროზი და ოსტეოპოროზი. კტ სკანირებით მრავლობითი ლაკუნარული ინფარქტული კერები მარჯვენა ბაზალური განგლიასა და მარცხენა ნათხემის არეში. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
ცერებრალური ათეროსკლეროზის დროს ასთენოდეპრესიული სიმპტომების განვითარებისას სევდიან გუნებ-განწყობას ახასიათებს ყველა ჩამოთვლილი თავისებურება, გარდა ერთისა. აღნიშნეთ არასწორი პასუხი:
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ხასიათდება შემდეგი მიმდინარეობით, გარდა: