QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნევროლოგია სალიცენზიო

1501 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

361

50 წლის მამაკაცს აღენიშნება მეშვიდე ქვედა მოტორული ნერვის დამბლა, ოჯახის და მეგობრების გადმოცემით პაციენტს ჰქონდა ინსულტი. მას აგრეთვე აღენიშნება მარჯვენა ყურში სმენის დაქვეითება, ნეიროსენსორული დაქვეითება. აგრეთვე უჩივის გაორებას მარჯვენა თვალში ლატერალური გახედვისას. არ აღენიშნება რქოვანას რეფლექსი, სად არის დაზიანება?

362

40 წლის მამაკაცი უჩივის აზროვნების დაქვეითებას და კონფუზიას ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ფიზიკური გამოკვლევისას გამოვლინდა ინკორდინაცია და შენელებული მოძრაობა მარჯვენა ხელში. MRI კვლევით დიდი ტვინის ჰემისფეროების თეთრ ნივთიერებაში გამოვლინდა 0.5-1.5 სმ მდე დაზიანება, აგრეთვე - რუხი და თეთრი ნივთიერების საზღვარზე დემიელინიზაციის კერა. ჩატარდა სტერეოტაქსიური ბიოფსია ქსოვილის, ოლიგოდენდროციტებში გამოვლინდა JC პაპომავირუსი. ჩამონათვალთაგან, სავარაუდოთ, რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლის დარღვევა გვხვდება ყველაზე ხშირად?

363

ოჯახის რამოდენიმე წევრს საშუალო ასაკის მიღწევისას გამოუვლინდა მენტალური ფუნქციის და მოტორული კორდინაციის შეფერხება. დამახასიათებელი იყო კიდურების ქორეოათეტოზი. ჩატარდა გენეტიკური ტესტი, გამოვლინდა მომატებული ტრინუკლეოტიდები CAG. ჩამონათვალთაგან რომელი ინტრაკრანიალური სტრუქტურაა აუტოფსიაზე ყველაზე ხშირად დაზიანებული?

364

66 წლის მამაკაცი უჩივის სიარულის გაძნელებას ბოლო ერთი წელია, ასევე ტრემორს ხელებში, მაგრამ ეს უკანასკნელი არ აღენიშნება როდესაც ასრულებს რუტინულ ყოველდღიურ საქმიანობას. მისი მეგობრები აღნიშნავენ რომ ამ ბოლო დროს გახდა გულჩათხრობილი და ნაკლებად იღიმება, მენტალურ დარღვევებს არ უჩივის. ამოირჩიეთ ყველაზე მეტად მისაღები დიაგნოზი?

365

გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის მქონე 45 წლის მამაკაცს აღენიშნება გამოხატული ბულბური დამბლა, პარეზი და კრამპები ქვედა კიდურებში, ნერწყვდენა და იოლი კოგნიტური დეფიციტი. ამ სიმპტომების სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტებიდან, რომელს შეუძლია ნერწყვდენის გაუარესება?

366

55 წლის მამაკაცს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი აღენიშნება ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც გადასცემს ზურგში. დღის განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა ცვალებადობდა (ხან იმატებს, ხან იკლებს). ტკივილი კარგად პასუხობდა მორფინს (30 მგ ყოველ 8 საათში ერთხელ) და ტკივილის შეფასების 10-ქულიანი სკალის მიხედვით 10 ქულიდან მცირდება 2-მდე. ბოლო დროს პაციენტს გაუძლიერდა ტკივილი, მას თან დაერთო ანორექსია და ყაბზობა. ბოლო 5 დღის განმავლობაში ტკივილის შესამცირებლად მას უკეთდება ი/ვ მორფინი 4მგ/სთ, რის ფონზეც ის გახდა სომნოლენტური, ღვიძილის პერიოდებში ტკივილს აფასებს 2 ქულით, თვალის გუგების დიამეტრია 2მმ, ფოტორექციები შენარჩუნებულია, სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციები სტაბილურია. ნევროლოგიური სტატუსი და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია. მორფინის დოზის შემცირებისას ტკივილი კვლავ იმატებს 7 ქულამდე. შეარჩიეთ ოპტიმალური სამკურნალო ტაქტიკა.

367

63 წლის მამაკაცს აღენიშნება პერიფერიული დიაბეტური მტკივნეული პოლინეიროპათია. მან დაიწყო მკურნალობა ნორტრიპტილინით (10 მგ ძილის წინ), მაგრამ იძულებული გახდა შეეწყვიტა მკურნალობა დღის ჭარბი ძილიანობის გამო. ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან აირჩიეთ ერთერთი, რომელიც შეიძლება დაინიშნოს ამ შეთხვევაში და, რომლის ეფექტურობაც დადასტურებილია რანდომიზებულ პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში?

368

45 წლის მოსამართლეს დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში თანდათან განუვითარდა მზარდი ხასიათის თავის ტივილი, მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი და მეტყველების გაძნელება. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გამოვლინდა დიდი ზომის მოცულობითი წარმონაქმნი მარცხენა შუბლ-თხემის მიდამოში, რომელიც ირთავს კონტრასტს და ნაწილობრივ ნეკროზულია. ბიოფსიურმა გამოკვლევამ დაადასტურა გლიობლასტომა. პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან სამკურნალო ტაქტიკის განხილვის დროს რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

369

70 წლის მამაკაცს 6 თვის წინ განუვითარდა კუნთთა სისუსტე და ატროფია მარცხენა ხელში და მას დაუსვეს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზი. ის სტუმრად ჩავიდა სხვა ქალაქში თავის შვილებთან, სადაც მიმართა სხვა ნევროლოგს. ობიექტური გამოკვლევისას ნევროლოგმა აღნიშნა მარცხენა მტევნის და წინამხრის კუნთების გამოხატული ატროფია და ძალის დაქვეითება (გაძნელებულია თითების და მაჯის მოხრა და გაშლა), მარცხენა ხელზე გაცხოვლბული მყ-ძვალთა რეფლექსები, ქვედა კიდურებში ძალა ნორმალური, გარდა იოლი სისუსტისა მარცხენა ტერფის მოხრის და გაშლის დროს. პაციენტმა მოითხოვა ფიზიო და ოკუპაციური თერაპია. რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პაციენტს ნევროლოგმა ფიზიო და ოკუპაციური თერაპიის შესახებ?

370

35 წლის ქალბატონს აქვს საშვილოსნოს ყელის კიბო, მიუხედავად ჩატარებული რეზექციისა აღენიშნება მრავლობითი მეტასტაზები, ჩატარებული აქვს ადგილობრივი რადიოთერაპია, ქიმიოითეარპია. მას აწუხებს ძლიერი ტკივილი ზურგის, მცირე მენჯის ღრუს არეში და ფეხში, რომლის გამოც დაკარგა მადა, არ იღებს საკვებს და სითხეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტს განუვითარდა სიყვითლე, დელირიუმი, სუნთქვის გაძნელება, რის გამოც მოხვდა საავადმყოფოში. ობიექტურად პაციენტი არის აჟიტირებული, დეზორიენტირებული, აღენიშნება მიოკლონიები, ნევროლოგიური სტატუსი განსაკუთრებული დარღვევბის გარეშე. ბილირუბინი 8.2, კრეატინინი 3.6, ჰემატოკრიტი 20. გულმკერდის და ზურგის რენტგენოგრაფიამ, ღვიძლის ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადგინა მრავლობითი მეტასტაზები. შარდის ანალიზმა გამოავლინა შარდსასქესო გზების ინფექციური დაზიანება. ოჯახის წევრებთან საუბრის დროს მკურნალობის რა ასპექტებზე უნდა გაამახვილოს ექიმმა ყურაღება?

371

65 წლის მამაკაცი მოხვდა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სახლში განუვითარდა კოლაფსი. სასწრაფო დახმარების მანქანაში პაციენტს აღენიშნა მარჯვენამხრივი ჰემიპლეგია და გაუძნელდა მეტყველება. შვილის გადმოცემით, პაციენტს აქვს ჰიპერტენზია, მაგრამ არასოდეს მიუმართავს ექიმისთვის და არ მიუღია წამლები. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა დიდი ზომის ჰემორაგია თალამუსში პარკუჭებში გარღვევით და შუამდებარე სტრუქტურების ცდომით. სტაციონარში პაციენტი გახდა სომნოლენტური და ის დააინტუბირეს. მე-4 დღეს მას დაუდგინდა პნევმონია. პაციენტი დიდი ხანია გაცილებულია მეუღლეს, ჰყავს რამოდენიმე შვილი, რომლებიც მორიგეობით მოდიან საავადმყოფოში მამის მოსანახულებლად და ესაუბრებიან ექიმთა სხვადსხვა გუნდს, მათ შორის ნევროლოგთა გუნდს, რეანიმატოლოგთა გუნდს, რეზიდენტებს და ინტერნებს. ჰოსპიტალიზაციის მე-10 დღეს, სუნთქვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტს, განუვითარდა ტვინის ღეროს დისლოკაციური სინდრომი. ნევროლოგთა გუნდმა დააფიქსირა, რომ იწვეოდა ღეროს რეფლექსები, მაგრამ აღნიშნა არასაიმედო პროგნოზი. იმავე დღეს რეანიმატოლოგმა უთხრა ორ ვაჟიშვილს, რომ პაციენტი სავარაუდოდ დაიღუპება და ურჩია სამკურნალო ღონისძიებების შეწყვეტა. საღამოს მოვიდა ქალიშვილი, რომელსაც მორიგე ექიმთა გუნდმა უთხრა, რომ პაციენტს უტარდება ანტიბიოტიკოთერაპია, პროგნოზი კი უცნობია. როდესაც მეორე დილით რეანიმატოლოგთა გუნდმა ოჯახის წევრებს ჰკითხა მათი აზრი სამკურნალო ღონისძიებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, ოჯახის წევრები დაიბნენ, ვერ გაიგეს თუ რატომ დაუსვეს მსგავსი შეკითხვა და ვერ მიიღეს ვერანაირი გადაწყვეტილება. რამ გამოიწვია ოჯახის წევრების დაბნეულობა?

372

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტს აქვს მრავლობითი ძვლოვანი მეტასტაზები და უჩივის ინტენსიური ხასიათის ძვლების ტკივილს. რაზე უნდა გაამახვილოს ექიმმა ყურადღება ოჯახის წვერებთან საუბარში, როდესაც განიხილავს ოპიატებით ხანგრძლივ მკურნალობას?

373

60 წლის მამაკაცს აქვს წინამდებარე ჯირკვლის კიბო ძვლოვანი მეტასტაზებით, ორი კვირის წინ განუვითარდა ტკივილი გულმკერდის შუა მესამედში და ამის გამო მიმართა საავადმყოფოს. სახლში პაციენტი იღებდა 30 მგ მორფინს ყოველ 8 საათში და პერიოდულად ამატებდა ოქსიკოდონს. ობიექტურად: ნათელი ცნობიერება, ღვიძილის დონე მაღალი, უჩივის დისკომფორტის შეგრძნებას, მაგრამ თავს ინუგეშებს იმით, რომ კლინიკაშია და მას დაეხმარებიან. სუნთქვის სიხშირე 15/წთ., ტკივილს აფასებს 8 ქულით (10 ქულიანი სკალის მიხედვით), გუგების დიამეტრი 6 მმ, ფოტორეაქციები შენახული, კრანიალური ნერვები ინტაქტური, მოტორული სფეროს გამოკველვა შეზღუდულია ტკივილის გამო, მაგრამ ლოკალურად კუნთების სისუსტე არ შეიმჩნევა, ღრმა რეფლექსები 2+, აქილევსის რეფლექსი იწვევა. ლაბორატორიული გამოკვლევით ვლინდება იოლი ჰიპერკალცემია და ჰიპონატრემია. რა შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური მკურნალობის ეფექტის შემცირების მიზეზი?

374

65 წლის მამაკაცს აქვს II ტიპის შაქრიანი დიაბეტის 10 წლის ანამნეზი. მიმართა ნევროლოგს ჩივილებით წვის შეგრძნებაზე ტერფებში. დაახლოებით ორი წელია რაც აღნიშნული ჩივილი აქვს, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩივილის ინტენსივობამ მნიშვნელოვნად მოიმატა, ხელს უშლის დაძინებაში. ობიქტური გასინჯვით ვლინდება ზედაპირული და ვიბრაციული მგრძნობელობის სიმეტრიული დაქვეითება ორმხრივ “წინდების" ტიპით, აქილევსის რეფლექსები არ იწვევა. პაციენტს ნაცადი აქვს ამიტრიპტილინი და გაბაპენტინი, მაგრამ უშედეგოდ. ექიმმა შესთავაზა ჰიდროკოდონის მიღება. რომელია ჰიდროკოდინით მკურნალობის ყველაზე ხშირი გართულება?

375

80 წლის მამაკაცს 15 წელია აქვს პარკინსონის დაავადება, პნევმონიის გამო მოხვდა საავადმყოფოში. ბოლო 6 თვის განმავლობაში ის მეორედ მოხვდა საავადმყოფოში აღნიშნული პათოლოგიით. წინა ჯერზე მან 2 კვირა დაჰყო საავადმყოფოში და გაეწერა სახლში მეუღლის მეთვალყუროების ქვეშ. პაციენტი იღებს კარბიდოპა/ლევოდოპას და პარამიპექსოლს და ასევე სერტრალინს დეპრესიის სამკურნალოდ. ობიექტური გასინჯვით: ორიენტირებული, კარგად ესმის თუ რატომ იმყოფება საავადმყოფოში, იმყოფება “ჩართვის" სტადიაში და აღენიშნება უხეში დისკინეზიები და კისრის კუნთების დისტონია. პნევმონია კარგად პასუხობს ანტიბიოტიკოთერაპიას და ჯერჯერობით არ საჭირებს ჟანგბადის ინჰალაციას. ყლაპვის ვიდეოფლუოროსკოპიით დადგინდა ასპირაცია, რაც წარმოადგენს პერკუტანული ენდოსკოპური გასტროსტომიის ჩვენებას. მაგრამ ამაზე პაციენტი უარს აცხადებს. მას იურიდიულად დოკუმენტში დაწერილი აქვს, რომ ის უარს აცხადებს კარდიოპულმონარული რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებაზე. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი აღნიშნულ სიტუაციაში?

376

53 წლის ქალბატონს, სკოლის მასწავლებელს, აქვს მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია. მიუხედავად გაბაპენტინის და ამიტრიპტილინის მაქსიმალურად დასაშვები დოზების მიღებისა, ტკივილის ინტენსივობა არ მცირდება. ტკივილი იწვევს ძილის დარღვევას და ხელს უშლის მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ტკივილის კუპირების მიზნით მან მოითხოვა უფრო ძლიერი მედიკამენტის გამოწერა, როგორიცაა მორფინი. რომელი პასუხი იქნება უფრო სწორი, რომ გასცეს ექიმმა პაციენტს?

377

40 წლის მამაკაცმა, დასუფთავების სამსახურის მუშაკმა, მიმართა ოჯახის ექიმს კისრის ტკივილით, რომელიც აღმოცენდა მას შემდეგ, რაც მან ასწია მძიმე კონტეინერი. პაციენტი აღნიშნავს, რომ მძიმე კონტეინერის აწევის შემდეგ მან იგრძნო უეცარი შეტევითი ხასიათის კისრის ტკივილი, რომელიც გავრცელდა მარცხენა ხელში. მას დაენიშნა იბუპროფენი და ჰიდროკოდონი. ორი დღის შემდეგ პაციენტი მივიდა გადაუდებელ მიღებაზე ნევროლოგთან ჩივილებით მწველი და მუდმივი ხასიათის ძლიერ ტკივილზე კისერში და მარცხენა მხარში, პაციენტმა აღნიშნა, რომ წინა დღეს ჰქონდა ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება მარცხენა მხარსა და ხელში. ნევროლოგიური გასინჯვით გამოვლინდა ძალის დაქვეითება 4/5 იდაყვში მოხრისას და 4/5 მტევნის გაშლის დროს მარცხნივ, ორთავა და მხარ-სხივის კუნთების რეფლექსები დაქვეითებული; მარცხენა ცერა თითზე და წინამხრის ლატერალურ ზედაპირზე დაქვეითებული ზედაპირული გრძნობელობა. აღწერილი სინდრომის შემთხვევაში რა არის ტკივილის გამომწვევი მიზეზი?

378

29 წლის ქალმა მიმართა ექიმს სახის ტკივილის გამო, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ განვითარდა. პაციენტს აღენიშნება გამჭოლი ტკივილები სახის მარცხენა ნახევარში ინფრაორბიტალურად. ტკივილის ხანგრძლივობა არ აღემატება 1-2 წამს, მაგრამ იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი უნებლიედ შეკრთება. როგორც პაციენტი აღნიშნავს ტკივილის ინიცირება უკავშირდება ცივ სასმელს. პაციენტის სხვა პრობლემებიდან აღსანიშნავია მისი მარჯვენა ხელის მოუქნელობა და მარჯვენა თვალით არამკაფიო მხედველობა. ეს ჩივილები მას 2 წელზე მეტი ხანი აქვს, თუმცა არ მოქმედებენ პაციენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

379

35 წლის მამაკაცს აღენიშნება ძლიერი პულსაციური ტკივილი, რომელიც მას ღამით ძილში აღვიძებს და გრძელდება მეორე დღეს. ტკივილი ჩვეულებრივ მარცხენა თვალის არეშია და ყოველდღიურად ვითარდება რამოდენიმე დღის ან კვირის მანძილზე ყოველწლიურად. ტკივილი განსაკუთრებით ინტენსიურია ღამით, რამოდენიმე საათში ჩაძინების შემდეგ და გამოიწვია მნიშვნელოვანი ხასიათობრივი ცვლილებები – პაციენტი გახდა აღგზნებული და აგრესიული. აღსანიშნავია, რომ ღებინება ან ლოკალური სისუსტე არასოდეს არ განვითარებულა.

380

22 წლის ქალს აღენიშნება სკოტომა, რომელიც პროგრესულად ვრცელდება მის მარცხენა მხედველობის ველზე 30 წუთის განმავლობაში, რასაც მოყვება პულსაციური ტკივილი თავის ნახევარში, ღებინება და ფოტოფობია. მის ძმასა და დედას აღენიშნება მსგავსი თავის ტკივილი. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელია წარმოდგენილი ამ აღწერილობაში და არ ახასიათებს შაკიკის ყველაზე ხშირ ფორმას?

განმარტებები