QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნევროლოგია სალიცენზიო

1501 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

381

32 წლის ქალს 6 თვეა აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი თითქმის ყოველ დღე, რომელიც გრძელდება სანამ არ ჩაეძინება. ტკივილი მუდმივი ხასიათისაა და ფოკუსირებულია თავის წინა და უკანა ნაწილებში. ტკივილი თავის პოზიციას არ უკავშირდება და უფრო ინტენსიურია დღის მეორე ნახევარში. აღინიშნება იოლი ფოტოფობია. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელია მოსალოდნელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

382

22 წლის ქალს პროფესიით მოცეკვავეს რუტინულად აღენიშნება თავის ტკივილი შაბათ-კვირას. ტკივილი თითქმის ყოველთვის თავის მარჯნევა მხარესაა საფეთქლის მიდამოში. ან იცის რომ თავის ტკივილი იწყება ვინაიდან ეცვლება მხედველობა, რომელიც ტკივილს 30 წუთით უსწრებს. ის ამჩნევს რომ მხედველობის ველში ჩნდება ბრმა ლაქა კაშკაშა კიდეებით. როდესაც ლაქა ქრება ტკივილი იწყება. ტკივილის ხანგრძლივობა იშვიათად აღემატება 1 საათს, მაგრამ ყოველთვის თანხლებულია გულისრევით. ქვემოთჩამოთვლილიდან თავის ტკივილის რომელი ფორმა აღენიშნება პაციენტს?

383

76 წლის მამაკაცს განუვითარდა ყრუ ხასიათის მონოტონური ტკივილი თავის მარცხენა მხარეს. გარკვეული დისკომფორტი თავის მარჯვენა ნახევარშიც აღინიშნება. პაციენტს არ აქვს გულისრევა ან ღებინება ტკივილთან ერთად, თუმცა ბოლო 2 თვის მანძილზე მან წონაში 10 კილოგრამამდე დაიკლო. პაციენტი ოდნავ ანემიურია და ედს 102მმ/ს. ინტენსიურმა გამოკვლევებმა სიმსივნური პროცესის გამორიცხვის მიზნით ვერ დაადგინა ლიმფომის, კარცინომის ან ლეიკემიის ნიშნები. ქვემოთჩამოთვლილიდან თავის ტკივილის რომელი ფორმა აღენიშნება პაციენტს?

384

81 წლის მამაკაცს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით განუვითარდა ტკივილი და წვითი შეგრძნება სახის მარჯვენა მხარეს. რამოდენიმე დღეში კი გაჩნდა ვეზიკო-პაპულარული გამონაყარი სამწვერა ნერვის პირველი ტოტის ინერვაციის ზონაში. თანდათან ბუშტუკები ქერქით დაიფარა და წვითმა შეგრძნებამაც იკლო. 1 თვეში გამონაყარი სრულიად ალაგდა, მაგრამ ამ მიდამოში დარჩა ყრუ ხასიათის მტკივნეულობა და პერიოდულად გამჭოლი ტკივილი. 75მგ ამიტრიპტილინი ყოველ ღამით ამცირებს ქრონიკული ტკივილის ინტენსივობას. ქვემოთჩამოთვლილიდან თავის ტკივილის რომელი ფორმა აღენიშნება პაციენტს?

385

65 წლის მამაკაცს დიაგნოზირებული აქვს ფილტვის სიმსივნე 6 თვის წინ. ბოლო 2 თვის მანძილზე განუვითარდა პროქსიმალური კუნთების გამოხატული სისუსტე. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მეტად მოსალოდნელი?

386

67 წლის ქალმა შეამჩნია მხედველობის დაბინდვა და სისუსტე ბოლო 4 თვის მანძილზე. პაციენტის სიმპტომები განსაკუთრებით გამოიკვეთება დღის ბოლოს. მას ჩაუტარდა ენმგ, რომელმაც აჩვენა კუნთის მოქმედების პოტენციალის დეკრემენტული პასუხი 3 HZ სიხშირის განმეორებით სტიმულაციაზე. ამავდროულად დადებითია ანტი- ACHR ანტისხეულები. ქვემოთჩამოთვლილთაგან აირჩიეთ დაზიანების სავარაუდო ლოკალიზაცია?

387

28 წლის ქალს ეჭვით მიოპათიაზე ჩაუტარდა კუნთის დიაგნოსტიკური ბიოფსია. პათომორფოლოგიურად დადგინდა კუნთის ანთებითი დაზიანება, რომელიც ახასიათებს არაკაზეოზურ გრანულომას. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება იწვევს პაციენტის სიმპტომებს:

388

62 წლის ქალი აღნიშნავს დისკომფორტს კიდურებში, რის გამო უჭირს სკამიდან წამოდგომა და კიბეზე ასვლა. პაციენტს აღენიშნება მეწამული შეფერილობის გამონაყარი სახეზე თვალების ირგვლივ, ერითემული დისკოლორაცია თითების სახსრებზე და მოწითალო კვანძები იდაყვსა და მუხლებზე. გასინჯვით გამოვლინდა ბარძაყისა და ზედა სარტყლის კუნთების სისუსტე. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სწორი?

389

32 ქალის ოჯახის რამოდენიმე წევრს აღენიშნება დუშენის დისტროფია. გენეტიკური გამოკვლევით დადგინდა, რომ ქალბატონი გენის მატარებელია. ქვემოთჩამოთვლილიდან პაციენტის შრატში რომელი ნივთიერების მომატებაა მოსალოდნელი?

390

ქვემოთჩამოთვლილთაგან დუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვის ინტელექტუალურ ფუნქციას ახასიათებს:

391

37 წლის მამაკაცმა ჩოგბურთის თამაშის დროს შეამჩნია, რომ უჭირს მტევნის რელაქსაცია. მას ასევე აწუხებს მოჭარბებული ძილიანობა. გამოკვლევით დადგინდა ნაადრევად განვითარებული კატარაქტა, სათესლე ჯირკვლების ატროფია და შუბლის სიმელოტე. ოჯახის წევრებმა შენიშნეს, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე პაციენტი განსაკუთრებით გაჯიუტდა და მათ მიმართ მტრულად განეწყო. ეკგ აღინიშნება გამტარებლობის უმნიშვნელო ბლოკი. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა დარღვევებია მოსალოდნელი ემგ-ზე?

392

75 წლის მამაკაცი თავს ცუდად გრძნობს და ნელ-ნელა იკლებს წონაში ბოლო 3 თვის მანძილზე. ლაბორატორიული გამოკვლევებით: ჰემატოკრიტი 32%, ესდ 97მმ/ს, თეთრი ელემენტები 107000 უჯრედი L შრატში კრეატინფოსფოკინაზას და თიროქსინის (T4) დონე ნორმალურია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რითი აიხსნება პაციენტის მდგომარეობა?

393

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი კუნთების სისუსტე გამოვლინდება ყველაზე ხშირად მიასთენიის დროს?

394

ქვემოთჩამოთვლილთაგან გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის რომელი ნიშანი ასოცირდება სიცოცხლის მინიმალურ ხანგრძლივობასთან?

395

ახალშობილ ჩვილს აღენიშნება ცისტური გამობერილობა ხერხემლის ფუძეზე დაფარული ჰიპოპიგმენტური კანით და მცირე რაოდენობით უხეში თმა. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი აღენიშნება პაციენტს?

396

4 წლის მანამდე ჯანმრთელ გოგონას განუვითარდა გარდამავალი წითელი ქერცლოვანი გამონაყარი სახეზე, კისერზე, ხელებსა და ფეხებზე, რასაც მოყვა განვითარების შეფერხება, ემოციური ლაბილურობა და ეპიზოდური ცერებელური ატაქსია. პაციენტს დაუდგინდა ჰარტნაპის დაავადება. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი ნივთიერების დამატებაა აუცილებელი მაღალი დოზით?

397

5 წლის ბავშვს არ ეწვევა აქილევსის რეფლექსები. 10 წლის ასაკში განვითარდა კიდურების ატაქსია, რომელსაც მოჰყვა პერიფერიული ნეიროპათია. სიყრმის ასაკში განვითარდა პიგმენტური რეტინიტი. გამოხატულია აკანტოციტოზი. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელ დაავადებას ახასიათებს აღნიშნული სიმპტომები?

398

50 წლის მამაკაცს, რომელმაც ექიმს მიმართა თავბრუსხვევის გამო, აღმოუჩინეს კისტა, რომელიც მოიცავდა უკანა ფოსოს 50% და ნათხემის ელემენტების არასრულ გადაადგილებას ქვედა მიმართულებით. მას არ აღენიშნება ობსტრუქციული ჰიდროცეფალია. ქვემოთჩამოთვლილიდან რამდენით განისაზღვრება პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა?

399

37 წლის მამაკაცს თავის ტკვილის ხანგრძლივი ანამნეზის გამო ჩაუტარდა თავის ტვინის MRI, რომელმაც გამოავლინა ჩიარი I მალფორმაცია (Ciari malformation). ქვემოთჩამოთვლილთაგან რით გამოვლინდება ჩიარი I მალფორმაცია მოზრდილებში?

400

42 წლის მამაკაცს, რომელიც 15 წლის მანძილზე ყოველდღიურად იღებს ალკოჰოლს, გაუჭირდა სიარული. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია ქრონიკულ ალკოჰოლიზმთან ასოცირებული ცნს ატროფიის ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია?

განმარტებები