სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნევროლოგია სალიცენზიო
30 წლის მამაკაცმა შეცდომით ლუდის ნაცვლად დალია უცნობი სითხე. რამოდენიმე წუთში განუვითარდა ინტენსიური აბდომინალური კრამპი, მხედველობის დაბინდვა, კუნთების თრთოლვა და დაეთრგუნა ცნობიერება. მოგვინებით აღმოჩნდა რომ სითხე იყო ფოსფორორგანული გამხსნელი. ფოსფორორგანული გამხსნელისთვის დამახასითებელი ქოლინესთერაზის ინჰიბირების მოქმედების საწინააღმდეგოდ ქვემოთჩამოთვლილთაგან რა ნივთიერება უნდა გამოვიყენოთ?
35 წლის ქალი გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან უგონო მდგომარეობაში. მისი კანი იყო ციანოზური. თავის ტვინის CT გამოვლინდა ტვინის იოლი შეშუპება. მკურნალობის შედეგად პაციენტი უკეთ გახდა, მაგრამ 2 კვირაში განუვითარდა დისტონიური პოზა ხელებში და ბრადიკინეზია. CT-ზე გამოვლინდა დენსიურობის დაქვეითება ორმხრივ ფერმკრთალ ბირთვებში. რომელმა ტოქსიურმა ნივთიერებამ განაპირობა პაციენტის მდგომარეობა?
27 წლის მამაკაცი იდიოპათიური კარდიომიოპათიით და გულის უკმარისობით მოყვანილია ემერჯენსში. რამოდენიმე დღეში მისი მენტალური სტატუსი გაუარესდა, პაციენტი გახდა დეზორიენტირებული, უყურადღებო, თუმცა ასრულებდა ინსტრუქციებს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი ასტერიქსი. ლაქტულოზის მიღების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა 24 საათში გამოსწორდა. ქვემოთჩამოთვლილთაგან რამ განაპირობა პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა?
18 წლის ბიჭს, რომელმაც უმაღლესში უნდა ჩააბაროს, ანამნეზში აქვს ეპილეფსია, რომელიც რამიდენიმე წელია აღარ საჭიროებს მკურნალობას. მშობლები მას ყოველთვის უკრძალავდნენ ალკოჰოლის მიღებას და ახლა ეშინიათ, რომ ბიჭს ისევ განუვითარდება გულყრები, თუ ის დალევს ალკოჰოლს. თქვენ კონსულტაციას უწევთ აღნიშნულ ოჯახს ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით და უხსნით:
პაციენტი უჩივის მხედველობის გაორებას ჰორიზონტალურ სიბრტყეში. როდესაც პაციენტს მარჯვენა თვალზე წითელი სათვალე უკეთია და უყურებს სანთელს მისგან მარცხნივ ის ხედავს თეთრ და წითელ შუქს და წითელი შუქი თეთრისაგან უფრო მარცხნივაა. მარჯვენა გუგა უფრო გაფართოვებულია ვიდრე მარცხენა და უფრო დუნედ რეაგირებს პირდაპირ შუქზე ვიდრე მარცხენა. ქვემოთჩამთვლილთაგან რომელი ნერვია დაზიანებული?
23 წლის ქალს 2 დღის წინ განუვითარდა მხედველობის დაკარგვა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი მარჯვენა თვალში. სხვა მხრივ ის ჯანმრთელია, თუმცა მისი დედა აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა რეკურენტული პრობლემები შარდვის კონტროლის მხრივ 2 წლის წინ და პაციენტი ერიდება ამ თემაზე საუბარს. ნევროლოგიური გამოკვლევით გამოვლინდა დისმეტრია მარჯვენა ხელში, მარცხნივ პლანტარული ექსტენზია და გაურკვეველი მეტყველება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ამ ეტაპზე?
64 წლის მამაკაცს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზიის 30 წლიანი ანამნეზი. ქვემოჩამოთვლილიდან რა დარღვევებია მოსალოდნელი ბადურის გამოკვლევით?
58 წლის მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მამაკაცს მწვავედ განუვითარდა მხედველობის გაორება. გამოკვლევით დადგინდა III ნერვის დაზიანება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა ახასიათებს შაქრიან დიაბეტთან ასოცირებულ III ნერვის დამბლას?
35 წლის გაფანტული სკლეროზით დაავადებულმა მამაკაცმა მკაფიოდ ვერ დაინახა საგნები. გამოკვლევით დადგინდა, რომ ნებისმერ მხარეს ცქერისას მედიალური სწორი კუნთი კონტრალატერალურ ლატერალურ სწორ კუნთთან სინქრონულად არ მოძრაობს. თვალების ინდივიდუალური ტესტირებით დადგინდა, რომ მედიალური სწორი კუნთის ფუნქცია შედარებით შენახულია. ამასთანავე მკაფიოდ გამოხატულია განზიდული თვალის ნისტაგმი. ქვემოთჩამოთვლილთაგან რის სასრგებლოდ მეტყველებს აღნიშნული?
34 წლის ქალს აღენიშნება პროგრესული, ეპიზოდური ნევროლოგიური დაავადების 5 წლიანი ანამნეზი. გამოკვლევით დადგინდა მედიალური გასწვრივი კონის ბილატერალური დაზიანება. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო?
62 წლის მამაკაცმა არტერიული ჰიპერტენზიის ანამნეზით უეცრად დაკარგა მხედველობა მარცხენა თვალში. აღნიშნული ქუჩაში განვითარდა, როდესაც პაციენტი სახლში ბრუნდებოდა. მხედველობა ისევ უეცრად აღდგა, თუმცა როდესაც მარჯვენა თვალი ხელით აიფარა მარცხენათი საგნებს მაინც ბუნდოვნად ხედავდა. დაახლოვებით 2 საათის შემდეგ მხედველობა სრულიად აღდგა. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არტერიის დაზიანებით არის გამოწვეული ეს სიმპტომი?
ქვემოთჩამოთვლილთაგან გუგის რა სახის დეფექტი ახასიათებს ნეიროლუესს?
ცნობიერების დონე გლაზგოს კომათა სკალით ფასდება ყველა ქვემოთჩამოთვლილი პარამეტრის გათვალისწინებით, გარდა:
ყველაზე ამომწურავი გამოკვლევა ინტრაკრანიალური ანევრიზმების იდენტიფიკაციისათვის არის:
ჯექსონის ეპილეფსიას ინიცირებით ფეხიდან იწვევს:
ქალას მძიმე ტრავმის შემდეგ ინტრაკრანიულად ჰაერის აღმოჩენით სავარაუდოა:
ყველა ქვემოთჩამოთვლილი დაკავშირებულია ინტრაკრანიალურ ანევრიზმებთან, გარდა:
64 წლის ქალბატონი მოიყვანეს საავადმყოფოში უეცრად განვითარდებული თავის ტკივილის, ღებინების, გულისრევის, სიარულის დარღვევის გამო. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფს აქვს მოციმციმე არითმია და ქრონიკულად იღებს ვარფარინს, ჩაყენებული აქვს პეისმეკერი. ექიმმა ეჭვი მიიტანა ჰემორაგიაზე ნათხემში. რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს?
სუბდურული ჰემატომის პათოგნომური სიმპტომებია
ჰიპერტენზიული ინტრაცერებრული სისხლჩაქცევისათვის ქვემოთჩამოთვლილთაგან შედარებით ნაკლებად დამახასიათებელია ლოკალიზაცია: