QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანგიოქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ანგიოქირურგია სალიცენზიო

1129 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

521

ნეიროპათიული ინფიცირებული დიაბეტური ტერფის დროს, ლუმბალური სიმპატექტომია:

522

. ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნებიდან აღნიშნეთ ყველაზე სარწმუნო სიმპტომი პერიფერიული არტერიის დაზიანების დასადგენად.

523

. კუნთის ფასციალური ბუდის კომპრესიის სინდრომისათვის დამახასიათებელია:

524

. მსხვილი არტერიო-ვენური ფისტულის მომტანი არტერიის გადაჭერის შემთხვევაში გულისცემის სიხშირე:

525

. არტერიო-ვენური ფისტულისათვის მეტად დამახასიათებელი ნიშანია:

526

. მუხლქვეშა არტერიის, ვენის და დიდი წვივის ნერვის ტრავმული დაზიანების დროს ყველაზე მიზანშეწონილია პირველ რიგში ჩატარდეს:

527

. ლავიწიდან იღლიის ფოსომდე იღლიის სისხლძარღვების ფართო მობილიზაციის დროს აუცილებელია ჩამოთვლილი კუნთების გადაკვეთა გარდა:

528

. ლავიწზედა მიდგომით მარცხენა ლავიწზედა არტერიის გამოყოფის დროს შეიძლება დაზიანდეს ჩამოთვლილი ანატომიური სტრუქტურები, გარდა:

529

. ქვედა კიდურის განგრენას ყველაზე ხშირად იწვევს:

530

პაციენტს აღენიშნება დიდი წვივის უკანა არტერიისა და ვენის ტრავმული არტერიო-ვენური ფისტულა. შეიძლება განვითარდეს ყველა მოვლენა, გარდა:

531

გულმკერდის აორტის ბლაგვი ტრავმის რენტგენოლოგიური ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

532

გულმკერდის აორტის ტრავმის დროს ქირურგიული მიდგომებიდან ყველაზე ოპტიმალურია:

533

ბრაქიოცეფალური ღეროს ბლაგვი ტრავმის დროს ქირურგიული მიდგომებიდან ყველაზე ოპტიმალურია:

534

პაციენტი მარცხენა მუხლქვეშა ფოსოს საფანტით მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შემოვიდა კლინიკაში ტრავმის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის კუნთების მკვეთრი რიგიდობა, კოჭ-წვივის სახსრისა და ტერფის თითების სრული კონტრაქტურა. აირჩიეთ ამ შემთხვევისათვის ოპტიმალური ქირურგიული ტაქტიკა:

535

პაციენტი შემოვიდა კლინიკაში მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედის წინამედიალური ზედაპირის ცეცხლნასროლი ჭრილობით, რომელიც მიაყენეს 1 საათის წინ, ახლო მანძილიდან. ჭრილობის არეში აღინიშნება ზომიერად დაჭიმული ჰემატომა. პერიფერიული პულსი შენარჩუნებულია. ჭრილობის რევიზიის შედეგად გამოვლინდა დიდი საჩინო ვენის დაზიანება, მარჯვენა ბარძაყის ზედაპირული არტერიის ადვენტიციის შეხებითი დაზიანება დამწვრობით. აირჩიეთ ამ შემთხვევისათვის ოპტიმალური ქირურგიული ტაქტიკა:

536

თქვენ გამოძახებული ხართ რაიონულ საავადმყოფოში პაციენტთან, რომელსაც 3 კვირის წინ მიაყენეს ჭრილობა დანით მარცხენა დუნდულოს არეში. პაციენტს ჩაუტარეს სისხლის ტრანსფუზია და ჭრილობის პირველადი დამუშავება. გასინჯვით (პალპაციით): მუშტისხელა მოპულსირე წარმონაქმნი მარცხენა დუნდულოს ზედა-ლატერალურ კვადრანტში. აუსკულტაციით: უხეში სისტოლური შუილი მოპულსირე წარმონაქმნის პროექციაზე. აირჩიეთ ამ შემთხვევისათვის ყველაზე ოპტიმალური შესაძლო ქირურგიული ტაქტიკა:

537

გულმკერდის აორტის ტრავმული ანევრიზმის კედელი არის წარმოდგენილი:

538

მოპულსირე ჰემატომის შედეგად წარმოქმნილი ცრუ ანევრიზმის კედელი შედგება:

539

მოპულსირე ჰემატომისაგან შემდგომში წარმოიქმნება:

540

არტერიის ტრავმული დაზიანების შედეგად წარმოიქმნება:

განმარტებები