QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანგიოქირურგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ანგიოქირურგია სალიცენზიო

1129 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

541

პაციენტს აღენიშნებოდა ბარძაყის სისხლძარღვების არტერიო-ვენური ფისტულა. ფისტულის ვენური ნაწილის გადაკვანძვის შემდეგ ტერფის არტერიებში მოიმატა სისტოლურმა წნევამ, რაც რეგისტრირებულ იქნა ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის საშუალებით. მიუთითეთ აღნიშნული მოვლენის ამხსნელი ყველაზე შესაძლო ვარიანტი:

542

ქვემოთჩამოთვლილი ძვლოვანი ტრავმებიდან რომელია ქვედა კიდურების მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი?

543

ქვემოთმოყვანილი ძვლოვანი ტრავმა წარმოადგენს მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანების და მასიური სისხლდენის მიზეზს, გარდა:

544

მუხლქვეშა არტერიის და ვენის დაზიანების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის:

545

თეძოს ძვლების მრავლობითი მოტეხილობით გამოწვეული მაგისტრალური სისხლძარღვების დაზიანების დიაგნოსტიკისათვის ყველაზე ინფორმატულია:

546

ჰემატომა კიდურის მაგისტრალური სისხლძარღვების პროექციაზე არის მათი დაზიანების ყველაზე სანდო ნიშანი:

547

რეპერფუზიის სინდრომის სიცოცხლისათვის საშიში გართულებებია ყველა, გარდა:

548

ქვედა კიდურის დაზიანებული სისხლძარღვის აღდგენის შემდგომი ქრონიკული ტკივილის სინდრომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია:

549

საერთო საძილე არტერიის ნაკვეთი ჭრილობის შემთხვევაში მისი გადაკვანძვა ნაჩვენებია:

550

შიგნითა საძილე არტერიის ბლაგვი ტრავმის შედეგად შეიძლება განვითარდეს ყველა ჩამოთვლილი გართულება გარდა:

551

კლინიკაში შემოიყვანეს მანქანის მძღოლი, რომელმაც ვერ დაიმორჩილა საჭე და მაღალი სიჩქარით შეეჯახა კედელს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნება ჰემორაგიული შოკი. გულმკერდის რენტგენოგრაფიამ გამოავლინა მკერდის ძვლის მოტეხილობა, მარცხენამხრივი ჰემოთორაქსი. გულმკერდის აორტის რომელი ნაწილის დაზიანება უნდა ვივარაუდოთ უპირველეს ყოვლისა?

552

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი მუცლის ღრუს ცეცხლნასროლი ჭრილობით. ლაპარატომიისას მუცლის ღრუში აღენიშნება დიდი რაოდენობის სისხლის კოლტები და განავლოვანი მასები, მარცხენა თეძოს გარეთა არტერიის და სიგმოიდური ნაწლავის დაზიანება. რა ქირურგიულ ტაქტიკას აირჩევთ სისხლძარღვის დაზიანებასთან დაკავშირებით?

553

კიდურის ბლაგვი ტრავმა მაგისტრალური არტერიის პროექციის არეში შეიძლება გართულდეს, გარდა:

554

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ბარძაყის ქვედა მესამედის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით. ძლიერი სისხლდენის გამო 1 საათის წინ დაადეს ესმარხის ლახტი, რომელიც საოპერაციოში მოიხსნა. რა შეიძლება გამოიწვიოს ლახტის მოხსნამ?

555

პაციენტს კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნება მოპულსირე წარმონაქმნი მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედის წინა - ლატერალური კუნთების სიღრმეში. 1 კვირის უკან მას მიაყენეს ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ლატერალური ზედაპირის არეში. გასინჯვით: პალპატორულად - მოპულსირე წარმონაქმნი მკვეთრი საზღვრების გარეშე, ზომები დაახლოებით: 10x12 სმ, აუსკულტაციით: მოყრუებული სისტოლური შუილი წარმონაქმნის პროექციაზე. მკურნალობის რა ტაქტიკაა ამ შემთხვევაში ნაჩვენები:

556

არტერიის კათეტერიზაციის შემდგომი იატროგენული დაზიანების შედეგი შეიძლება იყოს ყველა ჩამოთვლილი გარდა:

557

. მწვავე აპენდიციტის ფონზე ან აპენდექტომიის შემდეგ მარჯვენა ქვედა კიდურის შეშუპება განპირობებულია

558

. ვენაში კათეტერის დიდი ხნით დატოვებას შეიძლება მოყვეს ყველა ჩამოთვლილი, გარდა

559

. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ხელშემწყობი ფაქტორებია

560

. პოსტთრომბოფლებიტური დაავადება არის შედეგი ქვემო კიდურების ვენური სისტემის მწვავე თრომბოზისა ყველა შემთხვევაში გარდა:

განმარტებები