სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
პნევმოკოკური პნევმონიის გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
Mყცოპჰასმა პჰეუმონიალ-ს მიერ გამოწვეულ სინდრომებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
28 წლის მამაკაცი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების ინტრავენური მომხმარებელია, შემოვიდა კლინიკაში მშრალი ხველისა და ქოშინის 1 თვიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. შიდ-სის ვირუსის ანტისხეულები პზიტიურია. სავარაუდო დიაგნოზია:
ღრუების წარმოქმნით რთულდება პნევმონიები, რომლებიც გამოწვეულია:
60 წლის ალკოჰოლიკს, რომელსაც აღენიშნება პერიოდონტიტი, აქვს ტკივილი გულმკერდის მარჯვენა მხარეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში, სუბფებრილური ცხელება და პროდუქტიული ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. სავარაუდო დიაგნოზი ამ მონაცენებზე დაყრდნობით:
60 წლის ალკოჰოლიკს, რომელსაც აღენიშნება პერიოდონტიტი, აქვს ტკივილი გულმკერდის მარჯვენა მხარეს ბოლო 2 კვირის განმავლობაში, სუბფებრილური ცხელება და პროდუქტიული ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. ამ ავადმყოფის გამოკვლევის შემდგომი ეტაპია:
33 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით ხველაზე ლორწოვან - ჩირქოვანი სუნიანი ნახველით, რომელიც გამოიყოფა დიდი რაოდენობით, უპირატესად დილით. ერთი კვირის წინ ნახველში შეამჩნია სისხლი. ანამნეზში აღენიშნება 3 წლის ასაკში გადატანილი პნევმონია. ბრონქოსკოპიული გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ობსტრუქციის ან სიმსივნის არსებობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე სავარაუდო დიაგოზია:
52 წლის მამაკაცს აქვს ქრონიკული პროდუქტიული ხველა დილით და პერიოდულად, ჰემოპტოე. გულმკერდის რენტგენოგრამაზე აღინიშნება ფილტვის სურათის გაძლიერება და ფილტვის მარჯვენა ქვემო წილში ,,ბეჭდისებური~ ჩრდილი. ამ დგომარეობის ეტიოლოგიური მომენტი შეიძლება იყოს:
კართაგენერის სინდრომისათვის დამახასიათებელია:
ფილტვის კიბოს ეტიოლოგიური ფაქტორების შესახებ ყველა მოსაზრება სწორია, გარდა:
56 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით სისუსტეზე, ტემპერატურის მომატებაზე, წონაში დაკლებაზე, ტკივილზე მხრის არეში, მშრალ ხველაზე, რაც დაეწყო 1 თვის წინ. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვის მწვერვალის მიდამოში აღინიშნება 2.5 სმ - ის დიამეტრის მქონე კვანძი. ფილტვის კიბოს რომელი ჰისტოლოგიური ფორმისთვისაა დამახასიათებელი აღნიშნული სურათი?
ფილტვის კიბოს რომელი ჰისტოლოგიური ფორმისათვისაა ყველაზე მეტად დამახასითებელი ღრუს წარმოქმნა:
ფილტვის კიბოს ჩამოთვლილი ჰისოლოგიური ფორმებიდან რომელს ახასიათებს ყველაზე მეტად ექსტრათორაკალური მეტასტაზირება:
რომელი პარანოეპლაზიური სინდრომი იწვევს ეჭვს ფილტვის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს არსებობაზე?
ფილტვის კიბოს რომელი ჰისტოლოგიური ფორმისათვის არის დამახასიათებელი ფილტვის კარში არსებობა,სწრაფი პროგრესირება, და მეტასტაზები თავის ტვინში?
ფილტვის კიბო, რომელიც არ არის მეტასტაზირებული, კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ყველა სიმპტომით, გარდა:
რომელი ჰისტოლოგიური ფორმის მქონე კიბოს ახასიათებს ნელი ზრდა
ახალგაზრდა ქალს მწვავე უვეიტით და კვანძოვანი ერითემიით აქვს ბილატერალური სიმეტრიული პილსური და პარატრაქეული ადენოპათია, ფილტვის კარის ორმხრივი გაძლიერება. სავარაუდო დიაგნოზი:
სარკოიდოზით დაავადებულის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გამოავლენს ყოველივე ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა:
პნევმოკონიოზებისათვის დამახასიათებელია ფილტვებში რენტგენოლოგიურ - მორფოლოგიური ცვლილებების შემდეგნაირი გავრცელება: