სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
ყველა ჩამოთვლილი დაავადება საკუთრივ პროფესიული ხასიათისაა, გარდა:
55 წლის მუშა, რომელიც 15 წელია მუშაობს ცემენტის ქარხანაში, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით ხველაზე ლორწოვანი ნახველით, ქოშინზე. ობიექტურად ფილტვებში მოისმინება უხეში კრეპიტაცია. რენტგენოგრამაზე ჩამნს შემაერთებელ ქსოვილოვანი ცვლილებები და კალციფირებული ლაქები პლევრებზე. სავარაუდო დიაგნოზია:
პნევმოკონიოზების გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
48 წლის ქალი, რომელიც მუშაობს ბამბის წარმოებაში, უჩივის ხველას, სულის ხუთვას, ქოშინს, შებოჭვის შეგრძნებას გულმკერდში. აღნიშნული სიმპტომები განსაკუთრებით გამოხატულია სამუშაო დღის ბოლოს, ხოლო დასვენების დღეებში თითქმის ქრება. ფილტვების რენტგენოგრაფიამ აჩვენა:
ტუბერკულოზის ეტიოლოგიის შესახებ რომელი მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი?
ტუბერკულოზური ინფექციის რეაქტივაციისათვის რისკ - ფაქტორებია:
ექსტრაპულმონური ტუბერკულოზის შესახებ რომელი მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი?
ტუბერკულოზური პლევრიტი ჩვეულებრივ აღენიშნებათ:
I ტიპის (ჰიპოქსემიური) სუნთქვის მწვავე უკმარისობისათვის დამახასიათებელია:
39 წლის ქალმა მომართა კლინიკას გამოკვლევის მიზნით ჰემოპტოეს გამო. ფილტვების რენტგენოგრამაზე გამოჩნდა დიდი ზომის კვანძები ღრუებით. შარდის ანალიზში აღენიშნება ცილა, ერითროციტები და ერითროციტული ცილინდრები. სავარაუდო დიაგნოზია:
არტერიულ ჰიპერკაპნიას იწვევს:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს თრომბის წარმოქმნის უხშირესი ადგილია:
32 წლის ქალმა მიმართა კლინიკას მარჯვენა ქვემო კიდურის შეშუპების გამო. იგი არ არის ორსულად და არც ადრე რაიმე ჩივილების არსებობას აღნიშნავს. ავადმყოფი იღებს ორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკაში მას უეცრად განუვითარდა დისპნოე, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია. სისხლის პH - 7.45, PაჩO2 - 25, PაO2 - 52 მმ. ფილტვის არტერიის ანგიოგრამაზე - ავსების ცენტრალური დეფექტი. სავარაუდო დიაგნოზი:
32 წლის ქალმა მიმართა კლინიკას მარჯვენა ქვემო კიდურის შეშუპების გამო. იგი არ არის ორსულად და არც ადრე რაიმე ჩივილების არსებობას აღნიშნავს. ავადმყოფი იღებს ორალურ კონტრაცეპტივებს, კლინიკაში მას უეცრად განუვითარდა დისპნოე, ტკივილი გულმკერდის არეში, ჰიპოტენზია. სისხლის პH - 7.45, PაჩO2 - 25, PაO2 - 52 მმ. ფილტვის არტერიის ანგიოგრამაზე - ავსების ცენტრალური დეფექტი.მოცემულ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური სამკურნალო ღონისძიებაა:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სადიაგნოზო სპეციფიკური მეთოდია:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ელექტროკარდიოგრაფიული ნიშანია:
ჰეპარინით მკურნალობის დროს ანტიკოაგულაციური ეფექტის მონიტორირება უმჯობესია შემდეგი მაჩვენებლით:
60 წლის ქალმა, რომელსაც ანამნეზში აღენიშნებოდა თრომბოფლებიტი და პეპტიური წყლული, მომართა კლინიკას გულმკერდის მარჯვენა ნახევარში პლევრული ტკივილისა და ქოშინის გამო. ფილტვების არტერიოგრაფიით დადგინდა ფილტვის თრომბოემბოლიის დიაგნოზი. დაიწყო ანტოკოაგულაციური თერაპია ჰეპარინით. პარციალური თრომბოპლასტინის დრო სათანადოდაა შენარჩუნებული. 2 დღის შემდეგ ავადმყოფს დაეწყო კუჭიდან სისხლდენა. ჰეპარინით მკურნალობა შეწყდა. ობიექტურად - გულისცემის სიხშირე 125 - ია წუთში. დანარჩენი სასიცოცხლო კლინიკური ნიშნები ნორმის ფარგლებშია. შეარჩიეთ შემდგომი ტაქტიკა:
ოპერაციის შემდგომი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ყველაზე ხშირად ვითარდება შემდეგი ქირურგიული ჩარევის დროს:
ცხიმოვანი ემბოლიის სინდრომის ყველაზე ხშირი მიზეზია: