სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
63 წლის ქალს არტერიული ჰიპერტენზიის გამო დაენიშნა ბეტაბლოკერი. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა მოითხოვს სიფრთხილეს ამ პრეპარატის დანიშვნის დრო:
სტაბილური სტენოკარდიის მქონე 69 წლის მამაკაცს დაენიშნა ნიტროგლიცერინი. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მექანიზმი ახასიათებს ამ პრეპარატს:
74 წლის მამაკაცს დანიშნული აქვს ალოპურინოლი პოდაგრის გამო. რა არის ამ პრეპარატის მოქმედების მექანზიმი:
პერიკარდიუმის პუნქციის ჩვენებებია:
ავადმყოფი ქალი 47 წლის, უჩივის ტემპერატურის მომატებას ყოველ დღე 37,1-37,5ºჩ-მდე, ყრუ ხასიათის ტკივილს წელის არეში. ორი წელია აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია 140/90 - 160/110 მმ. ვწყ.სვ. მუცლის ღრმა პალპაციისას შარდის ბუშტისგან მარცხნივ აღენიშნება დიდი ზომის მკვრივი, გლუვი წარმონაქმნი დაახლოებით 12X10 სმ, სისხლის და შარდის ანალიზი: ხვედრითი წონა 1018, ცილა – 0,66 გ/ლ, ლეიკოციტები 12-16 მხედველობის არეში, ერითროციტები 3-5 მხ. არეში. ედს – 28 მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზია:
40 წლის ავადმყოფს 2 თვის წინ გადატანილი რესპირატორული დაავადების შემდეგ აქვს მზარდი სისუსტე, რემისიული ცხელება. გასინჯვით – სიფერმკრთალე, ტანზე და კიდურებზე პეტექიურ-ლაქოვანი ჰემორაგიული გამონაყარი; იღლიის ლიმფური კვანძები გადიდებული, რბილი,უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ ისინჯება. სისხლში: ჰემოგლობინი -100გ/ლ, ერითროციტები – 2,8 მლნ, ფერადობის მაჩვენებელი 1,0.ლეიკოციტები – 90000, ფორმულა: მიელოციტი – 4%, ჩხირბირთვიანები –12%, სეგმენტბირთვიანები – 75%, ედსი – 20 მმ/სთ, თრომბოციტები –10000. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 19 წლის მამაკაცი. ბავშვობაში დაუდგინდა თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი. ბოლო ერთი თვეა აწუხებდა ტკივილი სახსრებსა და კუნთებში, სუბფებრილური ტემპერატურა (37,5 ºჩ-მდე), ოფლიანობა, შემცივნება, საერთო სისუსტე, ქოშინი, გულის ფრიალი. მკურნალობდა ტეტრაციკლინით, თუმცა უეფექტოდ - ტემპერატურა ჰექტიური გახდა, მდგომარეობა გაუარესდა და დამძიმდა. ამჟამად აღენიშნება გამოხატული ქოშინი და აკროციანოზი. მოისმინება ახალი სისტოლური შუილი I და მე -V წერტილში, რომელიც მანმადე არ აღინიშნებოდა. მარჯვენა ფილტვზე მოისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. სისხლში ჰემოგლობინი – 87 გ/ლ, ლეიკოციტები – 11 800, ჩხირბირთვიანები 14%, ნეიტროფილები – 62%. ედს – 42 მმ/სთ. შარდის ანალიზში – ცილა 1,32 გ/ლ, ერითროციტები 16-20 მხ/არეში, ცილინდრურია. ჩატარებულმა მკურნალობამ პენიცილინით (კუნთებში 2 მლნ დღიურად) მხოლოდ უმნიშვნელოდ შეამცირა ცხელება. სისხლის განმეორებით დათესვისას ამოითესა ლურჯმწვანე სტრეპტოკოკი. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 54 წლის მამაკაცი, პროფესიით ყასაბი. ერთი წელია უჩივის პერიოდულად მუხლის და მხრის სახსრების ტკივილს და შესივებას შეწითლებით (რომელიც 1-2 კვირაში თავისით გაივლის), ტალღოვან ცხელებას, კუნთების ტკივილს (ძირითადად – კიდურებში), იშიალგიას, საერთო სისუსტეს და ძლიერ ოფლიანობას. ობიექტურად - აღენიშნება საზარდულის, იღლიის და კისრის გამოხატული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია. ანალიზებით - სისხლში ლეიკოპენია (3600) შედარებითი ლიმფოციტოზით (ლიმფოციტები - 43%), ედს – 28 მმ/სთ, ფილტვების რენტგენოგრაფია – ნორმა, მუხლის სახსრების – სასახსრე ნაპრალის შევიწროება. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 36 წლის ქალი, რომელსაც 1 თვის წინ სპონტანური აბორტის ფონზე (მე-6 თვე) განუვითარდა ჰიპერტონული კრიზი, რომელიც კუპირებული იქნა ჰიპოტენზიური საშუალებებით. ამჟამად აღარ მკურნალობს, წნევა ნორმალურია, მაგრამ აწუხებს საერთო სისუსტე და თავბრუსხვევა, რომელიც ჯერ კიდევ ორსულობის პეროდში დაეწყო, პერიოდულად – სხვადასხვა ხასიათის (უფრო – ჩხვლეტითი) ტკივილი გულის არეში. ობიექტურად - ავადმყოფი ფერმკრთალი, გულის ტონები მოყრუებული, რითმული, არტერიული წნევა – 100/65 მმ. ვწყ.სვ. სისხლის ანალიზი – ჰემოგლობინი – 90 გ/ლ, Eრ – 2,8 მლნ, Fი – 0,75, MჩV - 65 M ედს30 მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ქალი, 56 წლის. 2 წელია დადგენილი აქვს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, არტერიული ჰიპერტენზია (პერიოდულად იღებს შარდმდენებს), ოსტეოართროზი. 2 დღის წინ დილით საწოლიდან წამოდგომისას იგრძნო ძლიერი თავბრუსხვევა და განუვითარდა ძლიერი საერთო სისუსტე, ქოშინი, გულისფრიალი, ჰქონდა გულისწასვლის ეპიზოდი. ამჟამად არტერიული წნევა – 90/55 მმ ვწყ.სვ. გულის მოსმენით ნაზი სისტოლური შული მწვერვალზე და ფუძეზე. სისხლის საერთო ანალიზი: ჰემოგლობინი - 80გ/ლ, ლეიკოციტები – 7,000, ედსი – 32 მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი მამაკაცი 27 წლის, რომელმაც 10 დღის წინ გადაიტანა ზემო სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექცია, რის გამოც იღებდა მხოლოდ სიცხის დამწევ საშუალებებს (ანალგინი, ასპირინი, პარაცეტამოლი). 4 დღის წინ ქვემო კიდურებზე სიმეტრიულად დაეწყო წერტილოვანი გამონაყარი. კლინიკას მომართა ზომიერად გამოხატული ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში, პოლიართრალგიით, ტემპერატურა – 38,4ºჩ. ობიექტურად: პულსი 88 წუთში, რიტმული, არტერიული წნევა 150/95 მმ.ვწყ.სვ. ქვემო კიდურებზე და დუნდულოების არეში აღენიშნება მრავლობითი პეტექიური გამონაყარი, რომლებიც პაპლაციით რამდენადმე ამობურცულია. ჰემოგლობინი – 100გ/ლ, ერითროციტები – 4 მლნ, თრომბოციტები – 210 000. ედს – 57 მმ/სთ, ლეიკოციტები 9800, ეოზინოფილები – 8%, სხვა მხრივ ფორმულა - ნორმა. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 32 წლის მამაკაცი. 1 თვის წინ წვივის არეში წითელი ქარის გამო ბინაზე მკურნალობდა ანტიბიოტიკების მალამოებით. კანის ჰიპერემია ალაგდა, მაგრამ 3 კვირაა აქვს ჰექტიური ცხელება, ტ-39-40ჩ, კანი მკრთალი, მორუხო ელფერით, გამოხატული ცივი ოფლი, კანზე პეტექიური გამონაყარი, ადგილ-ადგილ სისხლჩაქცევები. პულსი – სუსტი ავსების, 100წუთში, რიტმული, თ/A 100/60 მმ.ვწყ.სვ, ჩორ – ტონები აჩქარებული, მოყრუებული. ფილტვებზე– შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვის ფონზე დიფუზურად კრეპიტაცია და სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი. მუცელი რბილი, ისინჯება გადიდებული ელენთა, ღვიძლი ნეკნთა რკალიდან გამოდის 3 სმ-ით. სისხლის საერთო ანალიზი: ჰემოგლობინი – 85 გ/ლ, ლეიკოციტები – 13,400, ჩხირბირთვიანი – 18%, ედსი - 48 მმ/სთ. შარდის საერთო ანალიზი: ხვედრითი წონა – 1016, ცილა – 1,99%, ჰემატურია, ლეიკოციტურია. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 19 წლის ყმაწვილი, რომელიც უჩივის სისუსტეს, მზარდი დაღლილობის შეგრძნებას, სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ორი კვირის წინ იყო მთაში და 3 საათიანი სიარულის შემდეგ ქვემო კიდურებზე გამოეხატა პეტექიური გამონაყარი და სისხლჩაქცევები. ბავშვობიდან აღენიშნებოდა გაძლიერებული მიდრეკილება სისხლჩაქცევებისაკენ და ცხვირიდან სისხლდენა (ხშირად უმიზეზოდ), თუმცა აღნიშნული მოვლენები გაიშვიათდა 12-13 წლის ასაკიდან და პრაქტიკულად აღარც აწუხებდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. საინტერესოა, რომ ავადმყოფის მამას და და-ძმას ასევე აღენიშნება მიდრეკილება სისხლჩაქცევებისაკენ და გახანგრძლივებული სისხლდენებისაკენ (დას – გახანგრძლივებული მენორაგიები). ობ. – ქვემო კიდურებზე კოჭის არეში ორივე მხარეს მოყავისფრო წერტილოვანი და მოლურჯო დიდი ზომის ლაქები, მსგავსი – ქამრის ლოკალიზაციის არეში. ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის. სისხლის ანალიზი: ჰემოგლობინი - 100გ/ლ, ერითროციტები – 3 800 000, ედსი – 19 მმ/სთ, თრომბოციტები – 220 000. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 34 წლის ქალი, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში აღენიშნებოდა დაახლოებით 10-ჯერ ტემპერატურის მომატება 37,5-38,5ºჩმდე. ამასთანავე უჩივის საერთო სისუსტეს, გულის ფრიალს, პერიოდულად ერითემულ გამონაყარს ქვემო კიდურებზე და მაჯის სახსრების ტკივილს. ახალგაზრდა ასაკში აწუხებდა მუხლის სახსრების პერიოდული ტკივილი და შესივება, რასაც ხსნიდნენ ბავშვობაში ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის გამო 4 წლამდე სპეციალური გამჭიმი არტაშნის ტარებით, რის გამოც სიარული დაიწყო 5 წლის ასაკში. ობიექტური გამოკვლევით: პულსი 84 წუთში, არითმული, ერთეული ექსტრასისტოლები. გულის მოსმენით მწვერვალზე და V წერტილში სისტოლური და დიასტოლური შუილი, II ტონის გახლეჩა და აქცენტი ფილტვის არტერიაზე. გულის შედარებითი მოყრუების მარცხენა საზღვარი 3 სმ-ით, ხოლო მარჯვენა – 1 სმ-ით გადიდებული. ანალიზები: ჰემოგლობინი – 110 გ/ლ, ედსი – 32 მმ/სთ, დიფენილამინის ცდა – 0,32 (ნორმა 0,22-მდე), ჩ-რეაქტიული – ცილა – 120 (ნორმა – 30-მდე). სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი მამაკაცი 32 წლის, რამოდენიმე თვეა უჩივის სისუსტეს, ადვილად დაღლას, ოფლიანობას, წონაში მნიშვნელოვან დაკლებას, საღამოობით აქვს სუბფებრილური ტემპერატურა. გამოკვლევით ზემო შუასაყარში გამოუვლინდა გადიდებული ლიმფური კვანძები. Fფილტვებში აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა. სისხლის ანალიზი: ლეიკოციტები – 5600, ლიმფოციტები 43%, ედს - 44მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზი:
ანტიარითმიული საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ვერაპამილი:
რომელი პრეპარატის მიღებასთან არის ასოცირებული ე.წ. „მოხსნის სინდრომი“:
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ბეტა-ადრენობლოკატორების ხმარების უკუჩვენებაა:
50 წლის მამაკაცს გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, ეკგზე აღენიშნება II ხარისხის ბლოკადა (II ტიპის დარღვევები მობიცის მიხედვით) . რითმის ხელოვნური წამყვანის იმპლანტაციის აუცილებლობაზე მიუთითებს შემდეგი კლინიკური სიმპტომი:
მიოკარდიუმის წინა კედლის ინფარქტის გადატანის შემდეგ მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის აბსოლუტური ჩვენებებია: