QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

121

55 წლის ქალმა მიაკითხა ექიმს ამბულატორიულ მიღებაზე. პაციენტი უჩივის ადვილად დაღლას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს და ზოგჯერ ღამითაც. იგი აღნიშნავს, რომ არტერიული წნევის გასინჯვისას მას აღმოაჩნდა არტერიული წნევის ციფრები 190/40 მმ.ვწყ.სვ. ინსპექციით პაციენტი ფერმკრთალია, გამოხატულია საძილე არტერიების პულსაცია, აღინიშნება პულსაციასთან სინქრონული თავის ქნევა. გულის საძგერი გაძლიერებულია და გადანაცვლებულია მარცხნივ. პერკუსიით გადიდებულია გულის მარცხენა საზღვარი; აუსკულტაციით პირველი ტონი მწვერვალზე და მეორე ტონი აორტაზე შესუსტებულია; აორტაზე და ერბის წეტილში ისმის დეკრეშჩენდოს ტიპის დიასტოლური შუილი. სავარაუდო დიაგნოზია:

122

ავადმყოფი 36 წლის. 3 წლის წინ გადაცივების შემდეგ აღენიშნება პერიოდულად სუბფებრილური ცხელება და მზარდი ინტენსივობის მშრალი ხველა. მკურნალობას ანტიბიოტიკებით, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებებით ეფექტი არ ჰქონია. მორიგი გამწვავების პერიოდში ავადმყოფი მოიყვანეს საავადმყოფოში მზარდი მოხრჩობის შეგრძნების გამო. აუსკულტაციით ორივე ფილტვის ქვედა წილში აღინიშნა კრეპიტაცია. ედს 42 მმ/სთ. რეტგენოგრაფიულად – ფილტვის სურათის დიფუზური გაძლიერება, ფილტვების “ფიჭისებრი" შენება. სავარაუდო დიაგნოზი:

123

ავადმყოფი მამაკაცი 36 წლის, ნორმოსთენული კონსტიტუციის, თამბაქოს არ ეწევა, ალკოჰოლს მოიხმარს ზომიერად. უჩივის მოჭერითი ხასიათის ტკივილს მკერდის ძვლის უკან ზომიერი ფიზიკური დატვირთვის დროს, რომელიც გრძელდება 3-4 წთ-ს და იხსნება მოსვენების დროს. ბავშვობის ასაკში აღნიშნავს ქორეას, რის გამოც აღრიცხვაზე იყო რევმატოლოგიურ კაბინეტში. ობიექტურად პულსი რითმული სუსტი ავსების, ნელი, 65 წთ-ში. არტერიული წნევა 100/70 მმ.ვწყ.სვ. გულის მოსმენით სისტოლური შუილი აორტის მოსასმენ წერტილზე, რომელიც ტარდება საძილე არტერიებზე და ძლიერედება ავადმყოფის წინ დახრისას. გულის საძგერი ისინჯება V ნეკნთაშუა სივრცეში მედიოკლავიკულურ ხაზზე. ფიზიკური კვლევის სხვა მონაცემები პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. ეკგ-ზე აღინიშნება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიისათვის დამახასიათებელი ცვლილებები. რენტგენორამაზე შეინიშნება მომრგვალებული მწვერვალო. რომელ დაავადებასთან გაატარებთ დიფერენციულ დიაგნოზს:

124

ქვემოთჩამოთვლილი რომელი რენტგენოლოგიური ნიშანი შეესაბამება მიტრალურ სტენოზს:

125

ავადმყოფი 62 წლის მამაკაცი, უჩივის ჰაერის უკმარისობას ადვილად დაღლას, სისუსტეს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის დროს, ხველას ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ნახველი ძნელად ამოდის. ავად არის 1 წელი. ხველას ნახველის გამოყოფით აღნიშნავს 10-12 წელია, თამბაქოს ეწევა ბავშვობიდან, ამჟამად მოიხმარს 2 კოლოფამდე სიგარეტს დღეში. აღენიშნება კანისა და ლორწოვანი გარსების ციანოზი. გულმკერდი “კასრისებრი". მაჯა 85 წუთში, რითმული, სუსტი ავსების; არტერიული წნევა – 110/60 მმ.ვწყ.სვ, გულის ტონები მოყრუებული, მოისმინება II ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. გულმკერდის პერკუსიით კოლოფისებრი ხმა, მოსმენით მსტვენავი მშრალი ხიხინი. მუცელი რბილი უმტკივნეულო, ღვიძლი სცილდება ნეკნთა რკალს 5 სმ-ით, ელენთა არ ისინჯება. ეკგ-ზე ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა. ჟანგბადის მიცემის შემდეგ ციანოზი მნიშვნელოვნად შემცირდა. სავარაუდო დიაგნოზი:

126

ავადმყოფი 45 წლის ქალი. ნორმოსთენული კონსტიტუციის, თამბაქოს არ ეწევა. 3 დღის წინ გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია საკვერცხის კარცინომის გამო. ავად არის მეორე დღეა ავადმყოფობა დაეწყო ტკივილით გულმკერდის არეში მარჯვნივ. ამჟამად უჩივის ჰაერის უკმარისობას მოსვენების მდგომარეობაში და მინიმალური ფიზიკური დატვირთვის დროს, ჰქონდა სისხლიანი ხველა. თავს უკეთ გრძნობს წოლისას. ობიექტურად: მაჯა 90 წუთში, რითმული, საშუალო ავსების; არტერიული წნევა – 105/60 მმ.ვწყ.სვ, გულის ტონები მოყრუებული, მოისმინება ნაზი სისტოლური შუილი მწვერვალოზე. ფილტვის მოსმენით მარჯვნივ ქვემო წილში კრეპიტაცია, მუცელი პალპაციით რბილი უმტკივნეულო, ღვიძლი არ ისინჯება. ეკგ: გულის ელექტრული ღერძი გადახრილია მარჯვნივ, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერეტროფიის ნიშნები. სავარაუდო დიაგნოზი:

127

65 წლის მამაკაცს 5 წელია აწუხებს შეტევითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც ეწყება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ტკივილისას პაციენტი იღებდა ნიტროგლიცერინს და ტკივილი ეხსნებოდა. პაციენტი ხშირად იკონტროლებდა არტერიულ წნევას და იგი ყოველთვის იყო ნორმის ფარგლებში. სამი თვის წინ დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევა აღმოჩნდა 190/110 მმ.ვწყ.სვ. ჩაუტარდა მკურნალობა აგფ ინჰიბიტორებით და ჩა ბლოკერებით, მაგრამ ჰიპერტენზია მკუნალობას ნაკლებად დაემორჩილა. ობიექტური გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს სისტოლო-დიასტოლური შუილი ეპიგასტრიუმის არეში. არტერიული ჰიპერტენზიის სავარაუდო მიზეზია:

128

45 წლის ქალს ბოლო ორი წელია აღენიშნება კრიზული მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტენზია (220/120, 210/110მმ.ვწყ.სვ). პაციენტი აღნიშნავს, რომ კრიზის დროს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კანკალი, ოფლიანობა, შეხურება. ზოგჯერ აქვს ტკივილი მუცლის არეში და მატულობს ტემპერატურა. კრიზის დაწყებას პაციენტი ზოგჯერ უკავშირებს ფიზიკურ დატვირთვას ან პოზის შეცვლას. კრიზებს შორის პერიოდში პაციენტი არაფერს უჩივის, არტერიული სისხლის წნევა საშუალოდ არის 160/100მმ ვწყ.სვ. სავარაუდო დიაგნოზია:

129

42 წლის ქალს ბოლო ოთხი წლის მანძილზე აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია (180/100,190/110მმ.ვწყ.სვ.), რომელიც ძნელად ექვემდებარება მედიკამენტოზურ თერაპიას. ობიექტურად ყურადღებას იპყრობს პლეტორული მთვარისებრი სახე, ცხიმის დაგროვება კისრის უკანა ქვემო მიდამოში. ტანზე და განსაკუთრებით მუცელზე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბადაა გამოხატული, კიდურები კი განლეულია. მუცლის ქვედა მიდამოსა და ბარძაყებზე აღინიშნება მოწითალო სტრიები. სხეულზე აღენიშნება ერთეული მცირე ზომის სისხლნაჟღენთები. პაციენტის გადმოცემით ბოლო ორი წლის მანძილზე ორჯერ ჰქონდა ძვლის სპონტანური მოტეხილობა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

130

32 წლის მამაკაცი მოყვანილია კლინიკაში ჩივილებით: უეცრად დაწყებული გულის ფრიალი, გულის “შეფრთხიალების" შეგრძნებით, მხედველობის და გონების ხანმოკლე დაბინდვის ეპიზოდებით. აღნიშნავს, რომ აქამდე თავს ჯანმრთელად გრძნობდა. ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელია, ასევე ბევრს ეწევა. ეკგ-ზე II, III AVF, V განხრებში P კბილების ნაცვლად არათანაბარი ფორმის, სიმაღლის და სიფართის ტალღები. ღღ ინტერვალები არათანაბარია, პარკუჭთა შეკუმშვის სიხშირე წუთში 130-155. არტერიული წნევა 120-70მმ/Hგ. დასვით დიაგნოზი:

131

ავადმყოფი მამაკაცი, 62 წლის, 3 წლის წინ გადატანილი აქვს მიოკარდიუმის წინა კედლის ტრანსმურული ინფარქტი. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ დაეწყო გულის ფრიალის შეგრძნება, გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს ტაქიკარდია. რიტმი რეგულარული, წუთში 120. დახედვით საუღლე ვენების გაძლიერებული პულსაცია. გადაღებულ ეკგ- II, III, AVF განხრებში ხერხის შესახედაობის, ღ-ღ ინტერვალები თანაბარია, Qღშ კომპლექსები დეფორმული არ არის. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი და უპირატესი მკურნალობა:

132

46 წლის ქალს, რომელსაც 1 წლის წინ დიაგნოსტირებული ჰქონდა ვირუსული გენეზის მიოკარდიტი და ჩატარებული აქვს მკურნალობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, აღენიშნება გულის ფრიალი, გულის წასვლის შეგრძნება, აქვს ოფლიანობა, ფერმკრთალია. ეკგზე გულის რიტმი 175 წუთში, შემოკლებულია ღ-ღ ინტერვალები, Qღშ კომპლექსები შეცვლილი არ არის. P კბილის ფორმა განსხვავებულია ძირითადად არსებული P კბილების ფორმებისგან. სავარაუდო ეკგ-ული დიაგნოზი:

133

ავადმყოფი მამაკაცი 18 წლის. ორი თვის წინ კარიესული კბილის ექსტრაქციის შემდეგ დაეწყო არასწორი ტიპის სუბფებრილიტეტი 37.1-37.6°ჩ იმყოფება კარდიო-ქირურგიული ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ, ბოტალის სადინარის შეუხორცებლობის გამო. ექიმებმა არაერთხელ შესთავაზეს ქირურგიული მკურნალობა, მაგრამ ავადმყოფმა და მისმა მშობლებმა უარი განაცხადეს. სისხლის საერთო ანალიზში_ლეიკოციტარული ფორმულა შეუცვლელი, ედს-42 მმ/სთ. შარდის საერთო ანალიზი პათოლოგიის გარეშე. სავარაუდო დიაგნოზი:

134

60 წლის პაციენტმა სახლში გამოიძახა ექიმი სულის ხუთვის გამო. 10 წელია რაც აწუხებს არტერიული წნევის მაღალი ციფრები – 200/100 მმ. ვწყ. სვ.-მდე და მოციმციმე არითმია. ობიექტ: ლორწოვანი გარსების ციანოზი და სულის ხუთვა მოსვენებულ მდგომარეობაში, ტაქიარითმია (105- 130 წუთში), თA – 155/85 მმ ვწყ.სვ, ფილტვებში ქვედა ნაწილებში სველი ხიხინი. ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 4 სმ-ით, რბილი კონსისტენციის, ოდნავ მგრძნობიარე, აღენიშნება ქვემო კიდურების შეშუპება. ელექტროკარდიოგრამაზე – მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმა. სავარაუდო დიაგნოზი:

135

ავადმყოფი 28 წლის, ავადაა ბოლო 2 თვის განმავლობაში, უეცრად აღენიშნა ტემპერატურის მომატება 38°ჩ–მდე, შემცივნება, ტკივილი და შესიება წვრილი სახსრების არეში, ძლიერი საერთო სისუსტე. უბნის ექიმის მიერ დაესვა ინფექციურ-ალერგიული პოლიართრიტის დიაგნოზი, მიიღო ასპირინი და ანტიბიოტიკი. თანდათან გაქრა სახსრების შესიება, თუმცა დარჩა სახსრების ძლიერი ტკივილი, მაღალი ცხელება და ოფლიანობა, აღენიშნა პერიოდულად ხველის შეტევები, მგრძნობელობის დაქვეითება და სისუსტე მარცხენა ფეხში. ნევროპათოლოგის მიერ დაესვა პოლინევრიტის დიაგნოზი. პროგრესულად იკლებდა წონაში, უჩივის უძილობას და გულის ფრიალს, კანის საფარველი მკრთალი, სახსრები გარეგნულად არ არის შეცვლილი, მიათრევს მარცხენა ტერფს. არტერიული წნევა 160/90 მმ.ვ.წ. სვ. ედს-53 მმ/სთ. შარდის ანალიზში ცილა 0,99 გ/ლ. სავარაუდო დიაგნოზი:

136

ავადმყოფი მამაკაცი 45 წლის. მოყვანილია კლინიკაში ჩივილებით: მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში ირადიაციით ორივე ხელში, გულის რევის შეგრძნება და ქოშინი. ტკივილი დაიწყო 1 საათის წინ. გასინჯვით - არტერიული წნევა 100/70 მმ.ვწყ.სვ. P– 78 წუთში, არითმული, კანი ნამიანი. ფილტვებში – ორივე მხარეს ქვემო წილებში მოისმინება სველი ხიხინი. გულის საზღვრები – ნორმა, ტონები – მოყრუებული. ეკგ- ზე- შთ-სეგმენტის ელევაცია V1-დან V5-მდე და შთ - სეგმენტის დეპრესია I, II, AVL განხრებში. სავარაუდო დიაგნოზი:

137

ავადმყოფი მამაკაცი 34 წლის. მიმართა უბნის ექიმს ჩივილებით: ტკივილი გულმკერდის მარცხენა მხარეს, რომელიც ვლინდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ირადიაციით მარცხენა ბეჭში და ხელში. ზოგჯერ აღნიშნავს თავბრუსხვევას და გონების დაკარგვის ეპიზოდებს. ობიექტურად: P – 72 წუთში, არითმული, თ/A- 130/75 მმ.ვწყ.სვ.. გულზე მოსმენით - აორტაზე მეორე ტონი შესუსტებულია და მოისმინება სისტოლური შუილი. რენტგენოსკოპიით აღინიშნება გულის მარცხენა საზღვრის გადიდება. ფილტვებში ორივე მხარეს ვეზიკულური სუნთქვა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

138

ავადმყოფი 27 წლის. ბავშვობიდან აღენიშნება პოლიპოზური რინოპათია, წარსულში ორჯერ ჩატარებული აქვს პოლიპექტომიის ოპერაცია. ორი კვირის წინ ავადმყოფს აღენიშნა მწვავე რესპირატორული დაავადება და მიიღო 1 აბი ასპირინი. წამლის მიღებიდან 3 საათის შემდეგ ავადმყოფს დაეწყო მოხრჩობის შეგრძნება, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმის მიერ კუპირებული იქნა ეუფილინის ინექციით. უბნის ექიმმა ავადმყოფს დაუნიშნა თეოფედრინის ნახევარი აბი 4-ჯერ დღეში, თუმცა მკურნალობის ფონზეც სულხუთვის შეგრძნება გრძელდებოდა. სავარაუდო დიაგნოზი:

139

ავადმყოფი 52 წლის ქალი, ბოლო 3 წლის განმავლობაში პერიოდულად აღენიშნება მტკივნეულობა მარჯვენა მუხლის სახსარში, ვარაუდობდნენ რომ საქმე ჰქონდათ ოსტეოართროზთან. მორიგი კურორტოთერაპიის შემდეგ განვითარდა ფოტოდერმატოზი (ავადმყოფს ამჟამადაც, დეკემბრის თვეში, აღენიშნება “დამწვრობის" შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია დეკოლტეს და წინამხრების არეებში), აღმოცენდა მფრინავი ხასიათის ტკივილი ბევრ სახსარში, ცხელება 38-39°ჩ, ძლიერი კუნთოვანი ტკივილი და სისუსტე კიდურებში, უჭირს შედარებით მსუბუქი (2 კგ-მდე) ჩანთის ტარებაც კი. ედს-45 მმ/სთ, ანტინუკლეარული ფაქტორი დადებითი, რევმატოიდული ფაქტორი – სუსტად დადებითი – ტიტრი 1/40.სავარაუდო დიაგნოზი :

140

ავადმყოფი მამაკაცი 22 წლის. 2 კვირის წინ ჰქონდა ნერვულემოციური კრიზი, რის შემდეგ გამოეხატა სუბფებრილიტეტი, უძილობა და მზარდი სიყვითლე. აგრეთვე - ყრუ ტკივილი და სიმძიმის გრძნობა მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ბოყინი ცუდი გემოთი, ოფლიანობა, ტემპერატურა პერიოდულად – 38°ჩ-მდე. ანამნეზში საყურადღებოა, რომ ბავშვობაში რამდენჯერმე (უკანასკნელად – 15 წლის ასაკში) ჰქონდა სიყვითლის გახანგრძლივებული ეპიზოდები, რომელსაც უცნობი გენეზის ინტოქსიკაციად აღიქვამდნენ ან უკავშირებდნენ ფიზიკურ გადაძაბვას. ობ: P -90 წუთში, თA- 120/70 მმ ვწყ.სვ., მუცელი რბილი, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 1-2 სმ-ით. ელენთა არ ისინჯება. ჰემოგლობინი – 110 გ/ლ (66 ერთ). ტრანსამინაზები და ალკალინ ფოსფატაზა ნორმის ფარგლებში. ბილირუბინი მკვეთრად მომატებული არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე. სავარაუდო დიაგნოზი:

განმარტებები