QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

141

74 წლის ქალი, ექიმი, რომელსაც ზრდასრულ ასაკში დადგენილი აქვს დიაბეტი, ხოლო ბოლო 6 წელია – დიასტოლური ჰიპერტენზია. მოყვანილია კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ ჩივილით ძლიერ ტკივილზე ეპიგასტრიუმში და ჭიპის ირგვლივ, ირადიაციით პირდაპირ ზურგში. P – 140 წუთში, ძაფისებრი. მუცელი პალპაციით მტკივნეული, მუცლის კუნთების გამოხატული დეფანსით. სავარაუდო დიაგნოზი:

142

ავადმყოფ მამაკაცს აღენიშნება ტკივილი მუხლ-წვივის და სხივ-მაჯის სახსრის არეში, ტემპერატურა მომატებულია 37,5°ჩ –მდე. ავად გახდა 2 დღის წინ. ანამნეზის დაწვრილებითი შეკრების შედეგად გაირკვა, რომ 2 კვირის წინ მკურნალობდა უროლოგთან შარდვისას წვის და მტკივნეულობის გამო. დათვალიერებით: ორივე მუხლის და მარჯვენა სხივ-მაჯის სახსარი შესიებულია, მოძრაობა მტკივნეულია. სხვა სახსრები ცვლილებების გარეშე. აქილევსის მყესი განლეულია და მტკივნეული პალპაციისას. ტერფის ძირებზე კანი დესქვამაციურია. სხვა ორგანოები დაზიანებული არ არის. სისხლში ლეიკოციტოზი არაა, ედს - 40მმ/სთ, რევმატოიდული ფაქტორი – უარყოფითი, შარდის ანალიზი - ნორმა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი :

143

თქვენ მოგმართათ 34 წლის მამაკაცმა, რომელსაც აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული ინფექცია. მას ცხელება არ აღენიშნება, ხველა არაპროდუქტიულია. სხვა რაიმე პათოლოგია არა აქვს. რა მკურნალონას დაუნიშნავთ:

144

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი არ გამოიყენება ჰელიკობაქტერიების ერადიკაციისათვის:

145

მწვავე პანკრეატიტის კონსერვაციული მკურნალობისთვის ქვემოთ მოყვანილი მეთოდებიდან, რომელი არ არის მიზანშეწონილი:

146

43 წლის მამაკაცს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება. ობიექტურად - ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და დიარეა. პაციენტი დეპრესიულია, მაგრამ ცნობიერება შენახულია. ეკგ–ზე A/V ბლოკადაა. შაკიკის გამო მას მიუღია რეკომენდებულ დოზაზე გაცილებით მეტი ტაბლეტი. წამლის სახელი არ იცის. ქვემოჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტი:

147

35 წლის ქალი აღნიშნავს არტერიული წნევის მატების სამწლიან ანამნეზს, ხშირ თავის ტკივილს, პოლიდიფსიას და პოლიურიას; ბოლო რამოდენიმე თვეა დაეწყო ძლიერი კუნთოვანი სისუსტე და პარესთეზიები. გასინჯვისას არტერიული წნევა 180/120 მმ.ვწყ.სვ. გადაღებულ ეკგ-ზე აღინიშნება ჰიპოკალიემიისათვის დამახასიათებელი ნიშნები (პაციენტი არ იტარებდა მკურნალობას შარდმდენებით). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

148

ეზოფაგოსპაზმი შეიძლება მოიხსნას ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების შედეგად, გარდა:

149

ავადმყოფი 27 წლის მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექციის გადატანის შემდეგ განუვითარდა ძლიერი ტკივილი მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრებში, სუბფებრილური ტემპერატურა, შემდეგ თანდათან - ყრუ ტკივილი ხერხემალში (ძირითადად გულმკერდის არეში). დათვალიერებით: მაღალი, ასთენიური აღნაგობის, მუხლის სახსარი შესიებული, მოძრაობა მტკივნეული, წინ გადახრის დროს წარმოიქმნება მტკივნეულობა გავის მიდამოში და ავადმყოფი თითებით ვერ წვდება იატაკს. თითებით გავაზე ზეწოლის დროს აღინიშნება ტკივილი. შინაგანი ორგანოები პათოლოგიის გარეშე. სისხლის ანალიზი: ლეიკოციტები 9000, ედს 52 მმ/სთ, HLA B27 - დადებითი. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

150

ავადმყოფი ქალი, 32 წლის. უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, ქოშინს სიარულის დროს. აღნიშნული მოვლენები თანდათან პროგრესირებს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. პერიოდულად ავადმყოფს აწუხებს უეცარი, მწვავე ტკივილი ეპიგასტრიუმისა და წელის არეში, რომელსაც ერთვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება 37,5°ჩ -მდე, შავი ფერის შარდის გამოყოფა. როგორც წესი, ეს შეტევები აღმოცენდება გადაღლის შემდეგ ან ძილის დროს. გასინჯვით: კანი და სკლერები სუბიქტერული, ღვიძლი და ელენთა არ სცილდება ნეკნთა რკალს. სისხლის საერთო ანალიზი: HB_80გ/ლ, ერითროციტები_3,0ხ1012/ლ, FI_0,8,რეტიკულოციტები_2,6%, ლეიკოციტები_2,8ხ109/ლ, თრომბოციტები_130ხ109/ლ, ედს_20მმ/სთ. შარდში დაშლილი ერითროციტები, ჰემოსიდერინი (ჩართული თირკმლის უჯრედებსა და ცილინდრებში), ურობილინი. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

151

რომელი რენტგენოლოგიური ნიშანი არის დამახასისათებელი აორტის კოარქტაციისათვის?

152

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ფილტვის არტერიის თრომბოელმბოლიის რენტგენოლოგიურ ნიშანს:

153

რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ქვემოთ აღწერილი სიმპტომოკომპლექსი: ხველა, ადვილად დაღლა, ციანოზი, დოლისჩხირისებრი თითები, ფილტვის არტერიაზე მეორე ტონის აქცენტი, საუღლე ვენების შებერვა:

154

რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ქვემოთ აღწერილი სიმპტომოკომპლექსი: ხველა “სავსე პირით" სამშრიანი ნახველი, რენტგენოლოგიურად – ფილტვის სურათის გაძლიერება, “ფიჭისებრი სურათი":

155

კონის სინდრომს ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი გარდა ერთისა:

156

რომელია პრერენულ ოლიგურიაზე მიმანიშნებელი სიმპტომი:

157

რომელია პოსტრენულ ოლიგურიაზე მიმანიშნებელი სიმპტომი:

158

სისტემური წითელი მგლურას დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

159

მოცემული სიმპტომოკომპლექსი - მძიმე ხველა, ქოშინი, ტაქიკარდია, ტაქიპნოე და ციანოზი, ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი გულმკერდში, რომელიც ნიტროგლიცერინით არ იხსნება, ზოგჯერ სისხლიანი ხველა, ავადმყოფის წოლითი მდებარეობა საწოლში, ეკგ.: I განხრაში – ღრმა შ, III განხრაში –ღრმა Q და მაღალი თ დამახასიათებელია:

160

შემდეგი სიმპტომოკომპლექსიდან ქრონიკული ბრონქოობსტრუქციული დაავადებისთვის დამახასიაებელი არ არის:

განმარტებები