სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
ჩამოთვლილი თანდაყოლილი მანკებიდან რომლის დროს არის უკუნაჩვენები ოპერაციული მკურნალობა?
ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი ფალოს ტეტრადისათვის?
ღია ბოტალოს სადინარის შესახებ რომელი მტკიცება არ არის ჭეშმარიტი?
ლუტემბაშეს სინდრომი ვითარდება, როდესაც წინაგულთაშიდა ძგიდის დეფექტს ერთვის:
აორტის კოარქტაციის შესახებ რომელი მტკიცებაა ჭეშმარიტი?
ჩამოთვლილი ანამნეზური მონაცემებიდან რომელს არ ენიჭება მნიშვნელობა გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზის დასმისას?
გულის მანკებიდან მოსახლეობაში ყველაზე ხშირად გვხვდება:
მიტრალური პროლაფსის შესახებ რომელი მოსაზრება არის ჭეშმარიტი?
მიტრალური სარქვლის სტენოზის შესახებ რომელი მოსაზრება არ არის მართებული?
გულის წუთმოცულობის გაუმჯობესების მიზნით პოსტდატვირთვის შემცირება მიზანშეწონილია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:
აორტული სტენოზის შესახებ რომელი მტკიცება არ არის მართებული:
ტკაცუნა I ტონი დამახასიათებელია:
აორტის სარქვლის ნაკლოვანების განვითარების მიზეზებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
45 წლის მამაკაცს აღენიშნება ნაზი სისტოლური შუილი, რომელიც კარგად მოისმინება მარცხენა სტერნალური ხაზის ზემო ნაწილში. შუილი ასოცირებულია განდევნის ტკაცუნთან (ეჯეცტიონ ცლიცკ) და ფიქსირდება ბავშვობის ასაკიდან. შუილის სავარაუდო მიზეზია.
სტილის შუილი წარმოადგენს:
58 წლის მამაკაცი დატვირთვისას აღენიშნებბბა ტკივილი გულის არეში და გონების დაკარგვა. ობიექტურად: პულსი - 62, სუსტი ავსების, არტერიული წნევა - ვწყ.სვ. 100/70 მმ. აორტის მოსასმენ წერტილში მოისმინება სისტოლური შუილი, განდევნის ხმიანობა. სავარაუდო დიაგნოზია:
ჩამოთვლილი ავადმყოფებიდან რომელს შეიძლება დაესვას აორტული ნაკლოვანების დიაგნოზი:
2 წლის გოგონას, რომელიც დაიბადა მაღალმთიან რაიონში, ფეხმძიმობის 32-ს კვირას აღენიშნება სისტოლურ-დიასტოლური შუილი, პალპაციით მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან შეიგრძნობა ვიბრაცია. გოგონა ციანოზური არ არის. სავარაუდო დიაგნოზია:
ინფექციური ენდოკარდიტი იშვიათად ართულებს მიმდინარეობას:
ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების განვითარებას, გარდა: