QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1561

ჰიპერლიპოპროტეინემიის რომელი ტიპის დროს არ მატულობს ათეროსკლეროზის გაანვიტარების რისკი:

1562

სტენოკარდიის ფორმებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

1563

რომელი დებულება არ არის ჭეშმარიტი ვარიანტული (პრინცმეტალის) სტენოკარდიის შესახებ:

1564

ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი სტენოკარდიის შეტევისთვის:

1565

69 წლის მამაკაცი უჩივის მოჭერითი ხასიათის ტკივილს მკერდის არეში, რომელიც აღმოცენდება ყოველ დილით სიარულის დროს (600 მ-ის გავლის შემდეგ) . აღნიშნული ჩივილი ტავს იჩენს უკვე 2 თვეა, კვირაში 3- 4-ჯერ. ტკივილი ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში. ლაბორატორიული და ფიზიკური მონაცემები ნორმის ფარგლებშია. ყველაზე მართებული რეკომენდაცია ამ დროს:

1566

50 წლის მამაკაცს 6 თვეა აღინიშნება დატვირთვის სტენოკარდია, რომელიც აღმოცენდება დღეში დაახლოებით 4-ჯერ დატვირთვის ერთსა და იმავე დონეზე. სტენოკარდიის კუპირება ხდება 0,4 მგ ნიტროგლიცერინის სუბლინგვალურად მიღებით. შემდგომში მას დაენიშნა 24 საათიანი ტრანსდერმული ნიტროგლიცერინი ავადმყოფს დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი, მაგრამ სტენოკარდია მოეხსნა. მეოთხე დღეს ისევ დაეწყო სტენოკარდია, მაგრამ აღარ აწუხებს თავის ტკივილი. ამჯერად 2 სუბლინგვალური ნიტროგლიცერინი ხსნის შეტევას. აღნიშნეთ ამ მდგომარეობის მიზეზი:

1567

რომელი დებულება არ არის მართებული სტენოკარდიის მკურნალობის შესახებ:

1568

65 წლის მამაკაცს აქვს სტენოკარდიული ტკივილი, რომელიც აღმოცენდება დატვირთვისას და არ იხსნება ნიტროგლიცერინის მიღებით ენის ქვეშ. მკურნალობის შემდეგი საფეხური:

1569

სტენოკარდიის ქირურგიული მკურნალობის საკითხი დგება ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:

1570

ჩამოთვლილი ფერმენტებიდან რომელი წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე სფეციფიკურ მარკერს:

1571

აორტო-კორონული შუნტირების შემდგომ ეკგ-ზე გაჩცენილი Q კბილების შესახებ რომელი მტკიცებაა ჭეშმარიტი:

1572

ჩამოთვლილთაგან რომელმა პათოლოგიამ შეიძლება მოგვცეს მიოკარდიუმის ინფარქტის მსგავსი ეკგ ცვლილებები:

1573

როგორია ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი ჭეშმარიტი კარდიოგენური შოკის დროს:

1574

უეცარი კარდიული სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია:

1575

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს მოსმენილი სისტოლური შუილის შესახებ რომელი მტკიცება არ არის ჭეშმარიტი:

1576

ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცება ასიმეტრიულ ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიასთან დაკავშირებით ჭეშმარიტია, გარდა:

1577

დილატაციური კარდიომიოპათიის შესახებ ყველა მოსაზრება ჭეშმარიტია, გარდა:

1578

რა სახის კარდიომიოპათიისთვის არის დამახასიათებელი პირველადი დიასტოლური დისფუნქციის განვითარება:

1579

38 წლის ქალს გულის შეგუბებითი უკმარისობით აღენიშნება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, წარსულში პარკუჭოვანი ტაქიკარდიის რამდენიმე ეპიზოდი. არტერიული წნევა ნორმალურია, გულის ყველა ღრუ - საგრძნობლად გადიდებული, შუილები არ მოისმინება. კორონარული ანგიოგრაფია პათოლოგიას არ ავლენს. სავარაუდო დიაგნოზია:

1580

მწვავე პერიკარდიტის ეტიოლოგიური ფაქტორი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

განმარტებები