QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ლაბორატორიული სალიცენზიო

2702 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2461

როგორია ჰემოფილიით დაავადების რისკი იმ ქალის მომავალი ვაჟისთვის, რომელსაც უკვე ჰყავს ჰემოფილიით დაავადებული ორი ვაჟიშვილი, თვითონ კი ფენოტიპურად ნორმალურია?

2462

როგორია ჰემოფილიით დაავადების რისკი იმ ქალის მომავალი ვაჟიშვილისთვის, რომელსაც ჰემოფილიით დაავადებული ორი მამიდაშვილი ჰყავს, თვითონ კი ფენოტიპურად ნორმალურია?

2463

აუტოსომურ რეცესიული დაავადების გენის მატარებელი ქალის და ამავე დაავადების გენის მატარებელი მამაკაცის შთამომავლობის რა ნაწილი იქნება დაზიანებული ამ დაავადებით?

2464

აუტოსომურ რეცესიული დაავადებების გენის მატარებელი ქალის და ამავე დაავადების გენის მატარებელი მამაკაცის შთამომავლობის რა ნაწილი იქნება ფენოტიპურად ნორმალური?

2465

აუტოსომურ რეცესიული დაავადებების გენის მატარებელი ქალის და ამავე დაავადების გენის მატარებელი მამაკაცის ფენოტიპურად ნორმალური შთამომავლობის რა ნაწილი იქნება დაავადების გენის მტარებელი?

2466

ჩამოთვლილი ფუძეებიდან რომელი არ შედის დნმ-ის შემადგენლობაში?

2467

მიუთითეთ ციტოგენეტიკური სტრუქტურა, რომელიც არ გამოვლინდება ქრომოსომების რუტინული შეღებვით.

2468

მიუთითეთ, ქრომოსომის რეპლიცირებული წყვილი სტრუქტურიდან ერთ -ერთი, რომელიც იყოფა მიტოზის დროს.

2469

მიუთითეთ ქრომოსომული სტრუქტურა, რომლიც გარშემორტყმულია კონსტიტუციური ჰეტეროქრომატინით და იღებება C-ბენდინგით შეღებვისას.

2470

ლეიკოზის რომელი ფორმისთვის არის დამახასიათებელი t (8; 21)?

2471

დარღვევები რომელ უჯრედში არ გამოვლინდება ციტოგენეტიკური, სისხლის სისტემური დაავადებების დროს?

2472

რომელი ქრომოსომული დარღვევებია უფრო მეტად დამახასიათებელი რადიაციული დაზიანებისათვის?

2473

ჩამოთვლილი სიტუაციებიდან რომელ შემთხვევაშია მომატებული პათოლოგიის გამეორების რისკი შემდეგი ორსულობისას?

2474

მითითებული გენებიდან, რომლის ფუნქციის დაკარგვა იწვევს სიმსივნის განვითარებას?

2475

მითითებული გენებიდან რომლებს შეუძლიათ განიცადონ აქტივიზაცია, ამპლიფიკაცია ტრანსლოკაციის ან მუტაციის შედეგად?

2476

ქალი, რომელსაც დაბადებისას ჰქონდა Rh კონპლიქტით განპირობებული ჰემოლიზური დაავადება გათხოვდა მამაკაცზე, რომელსაც დაბადებისას ეს დაავადება არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი უფროსი ძმა და და ავად იყვნენ ამ დაავადებით. როგორია იმის ალბათობა, რომ მოცემულ წყვილს ეყოლოს შვილი, რომელსაც ექნება Rh კონფლიქტით გამოწვეული ჰემოლიზური დაავადება

2477

ფერთა სიბრმავით (X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანი) დაავადებული, A სისხლის ჯგუფის მქონე ქალი ორჯერ იყო გათხოვილი. მას ჰყავს ფერთა სიბრმავით დაავადებული B სისხლის მქონე ქალიშვილი. მიუთითეთ ქალიშვილის მამა.

2478

ფერთა სიბრმავის ზოგადი ტიპი X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანია მუტანტური ალელია g. ქალს შეიძლება ჰქონდეს GG; Gg და gg. გენოტიპები კაცს კი Gy ან gy. მიუთითეთ წყვილი, რომლისთვისაც დაავადებული ქალიშვილების ყოლის რისკის 50%-ია.

2479

ფერადი სიბრმავის ზოგადი ტიპი X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანია. მუტანტური ალელია g. ქალს შეიძლება ჰქონდეს GG; Gg და gg, გენოტიპები კაცს კი Gy ან gy. მიუთითეთ წყვილი, რომელსაც შეუძლია ჰყავდეს ნორმალური და დაავადებული ვაჟები და ნორმალური ჰომოზიგოტა და ჰეტეროზიგოტა ქალიშვილები

2480

ფერადი სიბრმავის ზოგადი ტიპი X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანია. მუტანტური ალელია g. ქალს შეიზლება ჰქონდეს GG; Gg და gg. გენოტიპები კაცს კი Gy ან gy. მიუთითეთ წყვილი, რომლის ყველა შვილი დაზიანებული იქნება.

განმარტებები