QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ლაბორატორიული სალიცენზიო

2702 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2481

ფერადი სიბრმავის ზოგადი ტიპი X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანია. მუტანტური ალელია g. ქალს შეიძლება ჰქონდეს GG; Gg და gg. გენოტიპები კაცს კი Gy ან gy. მიუთითეთ წყვილი, რომლის ყველა ქალიშვილი ნორმალური ჰომოზიგოტა იქნება.

2482

ფერადი სიბრმავის ზოგადი ტიპი X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანია. მუტანტური ალელია g. ქალს შეიზლება ჰქონდეს GG; Gg და gg. გენოტიპები კაცს კი Gy ან gy. მიუთითეთ წყვილი, რომლის ყველა შვილი იქნება ნორმალური, მაგრამ ყველა ქალიშვილი იქნება ჰეტეროზიგოტა

2483

ფერადი სიბრმავის ზოგადი ტიპი X-თან შეჭიდული რეცესიული ნიშანია. მუტანტური ალელია g. ქალს შეიძლება ჰქონდეს GG; Gg და gg. გენოტიპები კაცს კი Gy ან gy. მიუთითეთ წყვილი რომლის ყველა ქალიშვილი იქნება ჰეტეროზიგოტა, ხოლო ყველა ვაჟიშვილი დაზიანებული.

2484

ცისტური ფიბროზი აუტოსომურ რეცესიული დაავადებაა სიხშირით 1/2500. როგორია მოცემულ პოპულაციაში დაავადებული ბავშვის დაბადების რისკი, თუ დედაც და მამაც ამ პოპულაციიდან არიან და არც ერთს ოჯახურ ანამნეზში ცისტური ფიბროზი არ აღენიშნება.

2485

ცისტური ფიბროზი აუტოსომურ რეცესიული დაავადებაა სიხშირით 1/2500. როგორია მოცემულ პოპულაციაში ჰეტეროზიგოტული მატარებლების სიხშირე?

2486

ქალი დაავადებულია აუტოსომურ რეცესიული დაავადებით, პოპულაციაში ჰეტეროზიგოტების სიხშირეა 1/30. ოჯახში დაავადების სხვა შემთხვევები და ნათესაური ქორწინება არ აღინიშნება. როგორია იმის ალბათობა, რომ მუტანტური გენის მატარებელია პრობანდის ქალიშვილი.

2487

ქალი დაავადებულია აუტოსომურ რეცესიული დაავადებით, პოპულაციაში ჰეტეროზიგოტების სიხშირეა 1/30. ოჯახში დაავადების სხვა შემთხვევები და ნათესაური ქორწინება არ აღინიშნება. როგორია იმის ალბათობა, რომ პრობანდის შვილიშვილი მუტანტური გენის მატარებელია.

2488

ქალი დაავადებულია აუტოსომურ - რეცესიული დაავადებით, პოპულაციაში ჰეტეროზიგოტების სიხშირეა 1/30. ოჯახში დაავადების სხვა შემთხვევები და ნათესაური ქორწინება არ აღინიშნება. როგორია იმის ალბათობა, რომ პრობანდის ჯანმრთელი ძმა მუტანტური გენის მატარებელია.

2489

ქალი დაავადებულია აუტოსომურ რეცესიული დაავადებით, პოპულაციაში ჰეტეროზიგოტების სიხშირეა 1/30. ოჯახში დაავადების სხვა შემთხვევები და ნათესაური ქორწინება არ აღინიშნება. როგორია იმის ალბათობა, რომ პრობანდის ქმრის ძმა მუტანტური გენის მატარებელია

2490

ქვემოთ მოყვანილი დაავადებათა ტიპებიდან რომელი შეესაბამება იმ სიტუაციას,როდესაც ოჯახში დედის ორი ბიძა და ვაჟი ერთი და იგივე დაავადებითაა დაზიანებული.

2491

რომელი დაავადების რისკი იზრდება ოჯახში, სადაც მამას აქვს ხანდაზმული ასაკი?

2492

რომელი დაავადების რისკი იზრდება ოჯახში სადაც სადაც დედას აქვს ხანდაზმული ასაკი?

2493

ქვემოთ მოყვანილი პათოლოგიებიდან, რომელია მოსალოდნელი ოჯახში, სადაც დედას აღენიშნება ბალანსირებული ტრანსლოკაცია?

2494

ქვემოთ მოყვანილი პათოლოგიებიდან, რომელია უფრო მოსალოდნელი ოჯახში, სადაც ადგილი აქვს ნათესაურ ქორწინებას?

2495

აქონდროპლაზია იშვიათი აუტოსომურ- დომინანტური დაავადებაა მაღალი პენეტრანტობით, ის განაპირობებს ქონდრისკაცობას. ქონდრისკაცს ჰყავს ფენოტიპურად ნორმალური ძმა. როგორია იმის ალბათობა, რომ ეს უკანასკნელი მუტანტური ალელის მტარებელია.

2496

რომელი პუნქტი არ შეესაბამება X-თან შეჭიდულ დამემკვიდრებას.

2497

პრობანდს აქვს აუროსომურ რეცესიული დაავადება. როგორია იმის ალბათობა რომ მისი ფენოტიპურად ნორმალური სიბსები იქნებიან ჰეტეროზიგოტები.

2498

დამემკვიდრების რომელ ტიპს მიეკუთვნება ჰანტინგტონის ქორეა?

2499

ლეიკოზის რომელი ფორმისათვის არის დამახასიათებელი t (15;17)

2500

“A" ჰეპატიტისგან განკურნების შემდეგ პაციენტის სისხლში ვლინდება შემდეგი მარკერი:

განმარტებები