QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ლაბორატორიული სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ლაბორატორიული სალიცენზიო

2702 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2501

რომელი კლინიკური ფორმა არ არის დამახასიათებელი “A" ჰეპატიტისათვის?

2502

რომელი ლაბორატორიული მარკერი არ გამოიყენება “B" ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის?

2503

რომელი ლაბორატორიული მაჩვენებელი წარმოადგენს “B" ჰეპატიტის მწვავე ფორმის საუკეთესო მარკერს?

2504

პაციენტს სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით აღენიშნება შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: “HBsAg" უარყოფითია, “Anti-HBcAg" ანტისხეულები უარყოფითია, “Anti-HBsAg" ანტისხეულები დადებითია, “HBV-DNA" უარყოფითია. რომელ კლინიკურ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული ლაბორატორიული პროფილი?

2505

პაციენტს სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით აღენიშნება შემდეგი ლაბორატორიული მაჩვენებლები: “HBsAg" დადებითია, “Anti-HBcAg" ანტისხეულები დადებითია, “Anti-HBsAg" უარყოფითია, “HBV-DNA" დადებითია. რომელ კლინიკურ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული ლაბორატორიული პროფილი?

2506

რომელი ლაბორატორიული მაჩვენებელი წარმოადგენს ქრონიკული “B" ჰეპატიტის განსაკუთრებულად მძიმე მიმდინარეობის მარკერს, რომლის გაქრობაც მიუთითებს “B" ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის ინვაზიურობის შემცირებას?

2507

პაციენტს სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით აღენიშნება “C" ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა, ხოლო ერთი წლის ინტერვალით ჩატარებული “C" ჰეპატიტის გენეტიკური მასალის „HCV RNA" ორჯერადი ტესტი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (“HCV PCR") უარყოფითია. რომელ კლინიკურ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული ლაბორატორიული პროფილი?

2508

პაციენტს სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით აღენიშნება “C" ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა, ხოლო ერთი წლის ინტერვალით ჩატარებული “C" ჰეპატიტის გენეტიკური მასალის „HCV RNA" ორჯერადი ტესტი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (“HCV PCR") დადებითია ორივე გამოკვლევის მიხედვით. რომელ კლინიკურ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული ლაბორატორიული პროფილი?

2509

პაციენტს სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით არ აღენიშნება “C" ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობა (ნეგატიური “Anti-HCV" ანტისხეულების ტესტი), ხოლო “C" ჰეპატიტის გენეტიკური მასალის „HCV RNA" ტესტი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (“HCV PCR") დადებითია. რომელ კლინიკურ სტატუსს შეესაბამება აღნიშნული ლაბორატორიული პროფილი?

2510

რომელი ჰეპატიტის დამძიმების პროგნოზული მარკერია სისხლში “D" ჰეპატიტის საწინააღმდეგო “IgM" კლასის ანტისხეულების გაჩენა?

2511

რომელი კლინიკური მანიფესტაცია მიმდინარეობს “I" ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით?

2512

რომელი კლინიკური მანიფესტაცია მიმდინარეობს “II" ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციით?

2513

რომელი კლინიკური მანიფესტაცია მიმდინარეობს “III" ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რექციით?

2514

რომელი კლინიკური მანიფესტაცია მიმდინარეობს “IV" ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რექციით?

2515

რომელი კლასის ანტისხეულების საერთო დონის განსაზღრას ეფუძნება ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა?

2516

ალერგენ-სპეციფიკური “IgE" კლასის ანტისხეულების განსაზღვრის ჩვენებებს წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გარდა:

2517

რომელი ციტოკინი განსაზღვრავს “Th0" ლიმფოციტებიდან “Th1" სუბპოპულაციის ჩამოყალიბებას?

2518

რომელი ციტოკინი განსაზღვრავს “Th0" ლიმფოციტებიდან “Th2" სუბპოპულაციის ჩამოყალიბებას?

2519

“T" ჰელპერების რომელი პოპულაცია ახდენს გამა-ინტერფერონის გამომუშავებას?

2520

რომელი ანტიგენები მიეკუთვნება “I" კლასის ჰისტოთავსებადობის კომპლექსს?

განმარტებები