QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2181

სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს ფილტვების გაშლის მანევრთან (recruitment manoeuvres) და „PEEP“ - თან მიმართებაში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი?

2182

სუნთქვის მწვავე უკმარისობის იდენტიფიკაციის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი?

2183

15 წლის ბიჭს მოულოდნელად უვითარდება ძლიერი სისუსტე მარცხენა ზედა და ქვედა კიდურში, ძლიერი თავის ტკივილი და ღებინება. გასინჯვისას გამოხატულია ძილიანობა და მარცხენა ჰემიპარეზი. თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოვლინდა დიდი ზომის სისხლჩაქცევა მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოში. სტაბილიზაციის შემდეგ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა საბოლოო შეფასებისათვის?

2184

3 წლის ბიჭი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ასთმური სტატუსის დიაგნოზით. თქვენ დაგიძახეს პაციენტის SpO2–ის 70%- მდე მკვეთრი ვარდნის გამო. 100%-იანი ჟანგბადის ფონზე ამბუს პარკით მანუალურ ვენტილაციას თან სდევდა მინიმალური შედეგი. გულმკერდის მოძრაობა მარჯვენა მხარეს არ ჩანს და ამავე მხარეს არ მოისმინება სუნთქვითი ხმიანობა. მარცხნივ გულმკერდის მოძრაობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო აუსკულტაციით მოისმინება მსტვინავი მშრალი და სველი ხიხინი. პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 180/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 46/წუთში, არტერიული წნევა – 68/40 mmHg გულმკერდის რენტგენოგრაფიით ნანახი იქნა მომატებული გამჭვირვალობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, შუასაყარის ცდომა მარცხნივ. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სარწმუნო დიაგნოზი?

2185

6 წლის გოგონა მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში. ანამნეზში აღინიშნება თირკმლის ტრანსპლანტაცია 6 თვის წინ. შემოსვლიდან 12 სთ-ის შემდეგ შემცირებულია დიურეზი. ლაბორატორული მაჩვენებლებია: ნატრიუმი სისხლის შრატში – 134 მექვ/ლ, კალიუმი სისხლის შრატში – 4.1 მექვ/ლ, CO2 – 20, BUN – 49, კრეატინინი სისხლის შრატში – 1.9, ნატრიუმი შარდში – 20 მექვ/ლ, კრეატინინი შარდში – 30 მექვ/ლ, კალიუმი შარდში – 3 მექვ/ლ. რამდენია ნატრიუმის ფრაქციული ექსკრეცია?

2186

8 წლის ბავშვი ნაპოვნი იქნა გარაჟში უგონო მდგომარეობაში. ფიზიკალური გასინჯვისას: გულისცემის სიხშირე – 140/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 14/წუთში, არტერიული წნევა – 102/76 mmHg, ტემპერატურა – 10c. პაციენტი პასუხობს მტკივნეულ გაღიზიანებაზე არამიზანმიმართული მოძრაობით. არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებელია: pH – 7.43, PaO2 – 90 mmHg, PaCO2 – 36 mmHg, ჟანგბადის სატურაცია – 52%. რა არის არტერიული სისხლის გაზების აღნიშნული მაჩვენებლების ყველაზე სარწმუნო ახსნა?

2187

10 თვის ბავშვი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პირველად განვითარებული გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების გამო. მას გაუკეთდა 0.1 მგ/კგ ლორაზეპამი და 20 მგ/კგ ფენობარბიტალი. დედის გადმოცემით ბავშვი ავადაა 4 დღეა, აღენიშნება მოუსვენრობა, ცხელება, დიარეა და ღებინება. გასინჯვისას პაციენტი არის ლეთარგიული, თუმცა გამოღვიძებისას აღენიშნება მოუსვენრობა. სასიცოცხლო მაჩვენებლები: ტემპერატურა – 39.8 0c გულისცემის სიხშირე – 170/წუთში, არტერიული წნევა – 95/45 mmHg, სუნთქვის სიხშირე – 40/წუთში. გამოხატულია ბრუძინსკის დადებითი ნიშანი. ლაბორატორული მაჩვენებლები: ლეიკოციტები – 20.000/მმ3, 24% ჩხირები, ჰემატოკრიტი – 39%, შრატის გლუკოზა – 101 გ/დლ, ნატრიუმი შრატში – 142 მექვ/ლ, ბიკარბონატი – 17, BUN – 30, კრეატინინი – 0.9. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის მართვის ყველაზე შესაფერისი საფეხური?

2188

16 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი გოგონა მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვინაიდან ის ნაპოვნი იქნა უგონო მდგომარეობაში მშობლებთან ჩხუბის შემდეგ. ფიზიკალური გასინჯვისას გლაზგოს კომის შკალა – 9(E2, V4, M3), გულისცემის სიხშირე – 120/წუთში პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებით, სუნთქვის სიხშირე – 20/წუთში, არტერიული წნევა – 100/60 mmHg, ტემპერატურა – 39.10c, ცნობიერება დაბინდული, კანი თბილი და შეწითლებული. გუგები 6 მმ, თანაბარი, რეაქცია სინათლეზე ცოცხალი. გასინჯვის დროს პაციენტს განუვითარდა ხანმოკლე გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვა. თქვენ ეჭვობთ ციკლური ანტიდეპრესანტებით ინტოქსიკაციას. სასუნთქი გზების სტაბილიზაციის შემდეგ რა არის ყველაზე შესაფერისი ნაბიჯი?

2189

1 თვის ბავშვს აღენიშნება რესპირატორული სინციტიალური ვირუსით განპირობებული ბრონქიოლიტი და დიდი რაოდენობით სეკრეტი. მას ჩატარებული აქვს ინტუბაცია 3 მმ დიამეტრის ენდოტრაქეული მილით. პაციენტს უვითარდება მკვეთრი ციანოზი და ჟანგბადის სატურაციის ვარდნა 60%-მდე დამატებითი ჟანგბადის მიუხედავად. CO2 ამოსუნთქვის ბოლოს – 80 mmHg და გამოხატულია გაზრდილი წინააღმდეგობა მანუალურ ვენტილაციაზე. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული ცვლილებების საუკეთესო ახსნა?

2190

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსულია 4 წლის ბიჭი. 2 კვირის განმავლობაში აღენიშნება ღებინება დილის საათებში, წონის კლება და თავის ტკივილი, რომელმაც მოიმატა უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში. ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა უკანა ფოსოს დიდი ზომის სიმსივნე. პაციენტს დაენიშნა აცეტამინოფენი და კოდეინი ტკივილის კუპირებისათვის. ოპერაციის წინა ღამეს აღენიშნა წნევის მომატება 100/58 mmHg-დან 150/100 mmHg-მდე და გულისცემის სიხშირის დაქვეითება 90-დან 40-მდე/წუთში. სუნთქვის სიხშირე – 10/წუთში. გასინჯვისას აღინიშნება მკვეთრი ძილიანობა, გუგები 6 მმ, დუნედ რეაგირებს სინათლეზე. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული ცვლილებების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?

2191

კლინიკაში მოყვანილია 6 წლის გოგონა ცხელებით, ჰიპოტენზიით და მეწამული ფერის გამონაყარით სხეულზე და კიდურებზე, რომელიც არ უფერულდება თითით ზეწოლისას. ბავშვი არის ლეთარგიული, მაგრამ პასუხობს კითხვებზე ადეკვატურად. ინტრავენური მიდგომა უზრუნველყოფილია; სისხლი აღებულია ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის. ინტრავენურად შეყვანილია ცეფტრიაქსონი და სითხის ბოლუსი 20 მლ/კგ. მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. დამატებით შეყვანილია 80 მლ/კგ NaCl 0.9%-იანი, რასაც არ მოჰყვა წნევის ან პერფუზიის გაუმჯობესება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოყვანისას სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 150/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 40/წუთში, არტერიული წნევა – 60/30 mmHg. ტემპერატურა 39.10c, ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი ნაბიჯი?

2192

16 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელი გოგონა შემოყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 40 გრადუსი ცხელებისა და შოკის 1 დღის ანამნეზით. მისი დიაგნოზია ტოქსიური შოკის სინდრომი. პაციენტს ჩაუტარდა ინტუბაცია და მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ვლინდება ARDS-სთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ვენტილაციის რეჟიმებია: FiO 2 – 1, PEEP +14. მიუხედავად ამისა PaO2 არის 55 mmHg. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს მიჩნეული ადეკვატური მკურნალობის შემდეგ ნაბიჯად?

2193

16 წლის პაციენტი 3 კვირის განმავლობაში იმყოფება წნევით კონტროლირებად მექანიკურ ვენტილაციაზე აღდშ (ARDS) დიაგნოზით. პაციენტს აღენიშნება ცხელება 40 გრადუსამდე. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ვლინდება ახალი ბაზალური კონსოლიდაცია ორივე მხარეს. არტერიული სისხლის გაზებია: pH – 7.40, PCO2 – 49 mmHg, PO2 – 74 mmHg, ჟანგბადის სატურაცია – 90%. რა უნდა იყოს გათვალისწინებული პაციენტის მართვისას?

2194

2 თვის ბავშვს არაკორეგირებული ფალოს ტეტრადით უვითარდება აგზნებადობა და ციანოზის შეტევა. დედის გადმოცემით 3 დღის წინ დაეწყო ცხელება და დიარეა, ნაწლავთა მოქმედება დღეში 8-10-ჯერ დიდი რაოდენობით სითხის შემცველი მასებით. დაავადების მე-3 დღეს კვების დროს ბავშვს აღენიშნა ძლიერი აგზნებადობა, ოფლიანობა და ციანოზი, რის გამოც ის მოყვანილი იქნა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებლებია: pH – 7.22, PCO2 – 28 mmHg, PO2 – 50 mmHg. ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტორზეა დამოკიდებული პაციენტის წარმატებული მართვა?

2195

კლინიკაში მოყვანილია 5 წლის გოგონა წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტის ქირურგიული კორექციიდან 2 კვირის შემდეგ. ანამნეზში აღინიშნება ცხელება, ზოგადი სისუსტე და ტკივილი გულმკერდის არეში. ბინაზე დანიშნული ჰქონდა დიგოქსინი და ფუროსემიდი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 120/წუთში, არტერიული წნევა – 75/64 mmHg, სუნთქვის სიხშირე – 45/წუთში. ტემპერატურა 39.20c. ფიზიკალური გასინჯვისას გამოვლინდა ნეკნთაშუა კუნთების რეტრაქცია, ტაქიპნოე, ქოშინი და საუღლე ვენების შებერვა. შეინიშნება ხახუნის ხმა და ჰეპატომეგალია. გულმკერდის რენდგენოგრაფიით ნანახი იქნა კარდიომეგალია, ფილტვის ნათელი ველები. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული ცვლილებების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?

2196

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ძიძის მიერ მოყვანილია 23 თვის ჩვილი ჩივილებით ღებინებაზე და მდგომარეობის შეცვლაზე საუზმიდან 2 საათის შემდეგ. 6 წლის ძმის გადმოცემით ბავშვმა შეჭამა დედის თავის ტკივილის ტაბლეტი საუზმემდე. ძიძამ არ იცის რა მედიკამენტები ინახება სახლში. ჩამოთვლილთაგან რა კვლევა დაგეხმარებათ დასვათ სწორი დიაგნოზი?

2197

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 14 წლის გოგონა ციკლური ანტიდეპრესანტების ჭარბი დოზის მიღების შემდეგ. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 160/წუთში, არტერიული წნევა – 140/100 mmHg, სუნთქვის სიხშირე – 30/წუთში. ტემპერატურა 390c. პაციენტს აღენიშნება აგზნება, ჰალუცინაციები. კანი არის თბილი და შეწითლებული. გუგები 7 მმ, თანაბარი და სინათლეზე რეაგირებს. ეკგ-ზე ვლინდება პარკუჭოვანი და წინაგულოვანი ესქტრასისტოლები. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო გამომწვევი მექანიზმი?

2198

კლინიკაში მოყვანილია 5 წლის ბიჭი წონით 25 კგ, რომელსაც აღენიშნება ღებინება და მუცლის ტკივილი. ფიზიკალური გასინჯვით გამოვლინდა მსუბუქი დეჰიდრატაცია. ლაბორატორული მაჩვენებლებია: გლუკოზა სისხლში – 800 მგ/დლ, შრატის ნატრიუმი – 130 მექვ/ლ. შარდში აღმოჩნდა 2+ გლუკოზა და 2+ კეტონები. ცნობიერება ნათელია. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 120/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 25/წუთში, არტერიული წნევა – 104/68 mmHg. ტემპერატურა 370c. კიდურები თბილია, პულსი დამაკმაყოფილებელი, კაპილარული ავსების დრო 2 წმ. ქვემოთ მოყვანილი ციფრებიდან რომელი შეესაბამება ყველაზე მეტად ნატრიუმის კორეგირებულ, ჭეშმარიტ მაჩვენებელს

2199

ჩამოთვლილთაგან რომელია ეგზოგენური ინსულინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობის დროს?

2200

კლინიკაში მოყვანილია 11 წლის გოგონა მანიფესტირებული ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტით. 2 დღეა აღენიშნება სისხლში გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი, ღებინება და სისუსტე. მას აღენიშნება 10% დეჰიდრატაცია. ლაბორატორული მაჩვენებლებია: გლუკოზა სისხლში – 920 მგ/დლ, შრატის ნატრიუმი – 130 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 5 მექვ/ლ, შრატის ოსმოლარობა – 395 მოსმ. არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებლებია: pH– 6.99, pCO2 – 14 mmHg, pO2 – 140 mmHg. პაციენტს დაენიშნა 0.1 ერთეული/კგ ინსულინი ინტრავენურად, რასაც თან სდევდა ინსულინის მუდმივი ინფუზია დოზით 0.15 ერთეული/კგ. 1 სთ-ის განმავლობაში ჩაუტარდა 2500 მლ NaCl-ის ინფუზია, რის შემდეგაც პაციენტი უჩივის ძლიერ თავის ტკივილს. მისი ცნობიერების დონე თანდათანობით ქვეითდება. გუგები 6 მმ, თანაბარი, სუსტად რეაგირებს სინათლეზე. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღნიშნული პაციენტის მკურნალობაში?

განმარტებები