სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ჩამოთვლილთაგან რომელი დარღვევა არის დაკავშირებული სიმსივნის ლიზისის სინდრომთან?
კლინიკაში მოყვანილია 7 წლის ბიჭი („Burkitt's“) ბურკიტის ლიმფომის დიაგნოზით. პაციენტს დაეწყო ქიმიოთერაპია და ჰოსპიტალიზაციის მესამე დღეს მისი ლაბორატორული მაჩვენებლებია: შრატის ნატრიუმი – 138 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 8 მექვ/ლ, ქლორიდები – 104, CO2 – 20, შარდმჟავა – 14 მგ/დლ, სისხლის შარდოვანა აზოტიBUN – 18 მგ/დლ და კრეატინინი – 1.1. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული მაჩვენებლების საუკეთესო ახსნა?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 18 თვის ბავშვი. პაციენტს აღენიშნება ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გუგები გაფართოვებული, მაგრამ რეაგირებს სინათლეზე, ცნობიერება დაბინდულია. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 135/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 15/წუთში, არტერიული წნევა – 60/38 mmHg. ტემპერატურა 390c. ბავშვის დედა ღებულობს ამიტრიპტილინს დეპრესიის გამო. მისი გადმოცემით აკლია 12 ტაბლეტი. ჩამოთვლილთაგან რა განაპირობებს ავადობისა და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელს ამ ტიპის ინტოქსიკაციის დროს?
კლინიკაში მოყვანილია 3 წლის პაციენტი მუცლის ტკივილით და სისხლიანი დიარეით, რომელიც დაეწყო ექსკურსიიდან მეხუთე დღეს. იმავე ექსკურსიაზე მყოფ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 120/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 24/წუთში, არტერიული წნევა – 124/88 mmHg., ტემპერატურა 380c. გასინჯვისას ვლინდება სიფერმკრთალე, ასევე პეტექიები გულმკერდის მიდამოში და ქვედა კიდურებზე. გულისა და ფილტვების მხრივ პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. ლაბორატორული მაჩვენებლებია: ჰემოგლობინი – 7 გ, ლეიკოციტები – 12 000/მმ3, თრომბოციტები – 45 000, შრატის ნატრიუმი – 130 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 5.9 მექვ/ლ, ქლორიდი – 98 მექვ/ლ, CO2 – 15, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 35 მგ/დლ, კრეატინინი – 2.8. ჩამოთვლილთაგან რომელი მიკროორგანიზმებით არის განპირობებული პაციენტის სიმპტომები და ლაბორატორული მაჩვენებლები?
კლინიკაში მოყვანილია 3 წლის პაციენტი მუცლის ტკივილით და სისხლიანი დიარეით, რომელიც დაეწყო ექსკურსიიდან მეხუთე დღეს. იმავე ექსკურსიაზე მყოფ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 120/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 24/წუთში, არტერიული წნევა – 124/88 mmHg., ტემპერატურა 380c. გასინჯვისას ვლინდება სიფერმკრთალე, ასევე პეტექიები გულმკერდის მიდამოში და ქვედა კიდურებზე. გულისა და ფილტვების მხრივ პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. ლაბორატორული მაჩვენებლებია: ჰემოგლობინი – 7 გ, ლეიკოციტები – 12 000/მმ3, თრომბოციტები – 45 000, შრატის ნატრიუმი – 130 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 5.9 მექვ/ლ, ქლორიდი – 98 მექვ/ლ, CO2 – 15, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 35 მგ/დლ, კრეატინინი – 2.8. ჩამოთვლილთაგან რის დანახვას ვარაუდობთ აღნიშნული პაციენტის პერიფერიული სისხლის ნაცხში?
2 წლის ბიჭს აღენიშნება ცნობიერების შეცვლა უცნობი ნივთიერების მიღების შემდეგ. მისი ლაბორატორული მაჩვენებლებია: შრატის ნატრიუმი – 140 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 3.5 მექვ/ლ, ქლორიდი – 105 მექვ/ლ, CO2 – 10, გლუკოზა – 60 მგ/დლ, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 12 მგ/დლ, კრეატინინი – 0.8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ციფრია ყველაზე ახლოს პაციენტის ანიონურ სხვაობასთან (‘'Anion Gap")?
16 წლის გოგონა, რომელიც მართავდა ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში შეეჯახა სატელეფონო ბოძს. მას აღენიშნება ღვიძლის გაგლეჯა და ნაწლავის პერფორაცია. პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური ლაპაროტომია. მასიური სისხლდენის გამო ჩატარდა სისხლის ტრანსფუზია, რომელიც 2-ჯერ აღემატებოდა პაციენტის სისხლის მოცულობას. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მისი ლაბორატორული მაჩვენებლებია: ჰემატოკრიტი – 28%, თრომბოციტები – 45 000, PT – 30.8 წმ (INR - 3), PTT – 92 წმ, ფიბრინოგენი – 55 მგ/დლ და მნიშვნელოვნად მომატებული D-დიმერი. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული ცვლილებების საუკეთესო ახსნა?
4 წლის გოგონას ანამნეზში აღენიშნება სისხლიანი დიარეა და ამჟამად გამოხატული აქვს სიფერმკრთალე და დიურეზის შემცირება. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 170/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 22/წუთში, არტერიული წნევა – 68/32 mmHg., ტემპერატურა 38.50c. გასინჯვისას ვლინდება სიფერმკრთალე და ლეთარგია. კაპილარული ავსების დრო 4 წმ. ლაბორატორული მაჩვენებლებია: ჰემოგლობინი – 5 გ, თრომბოციტები – 80 000, შრატის ნატრიუმი – 135 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 4.2 მექვ/ლ, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 45 მგ/დლ, კრეატინინი – 3.8 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან რომელია გადაუდებელი ნაბიჯი აღნიშნული პაციენტის მართვაში?
15 წლის ბიჭი ნაპოვნი იქნა მდინარეში. წყალში ყოფნის დრო უცნობია. მას აღენიშნა გულისა და სუნთქვის გაჩერება. თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია. პაციენტი მოყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სპონტანური ცირკულაციის აღდგენა მოხერხდა 30 წთ-ის შემდეგ კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 60/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 15/წუთში, სპონტანური სუნთქვა არ აღინიშნება, არტერიული წნევა – 70/30 mmHg., რექტალური ტემპერატურა 30.50c. გასინჯვისას გუგები დილატირებული და ფიქსირებულია, აღენიშნება ადინამია, მტკივნეულ გაღიზიანებაზე არ რეაგირებს, თავის ქალაზე შეინიშნება სისხლნაჟღენთები. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული აღნიშნული პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან მიმართებაში?
თქვენ დაგიძახეს 13 წლის ბიჭის შესაფასებლად. მას აღენიშნება ასთმა. კლინიკაში შემოსულია რამდენიმე საათის წინ. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, ალბუტეროლის მუდმივი ინჰალაცია, ეძლევა ჟანგბადი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 135/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 45/წუთში, არტერიული წნევა – 130/87 mmHg., ტემპერატურა 370c. პაციენტს კვლავ გამოხატული აქვს ქოშინი ნეკნთაშუა და ნეკნქვეშა კუნთების რეტრაქციით, თუმცა აღინიშნება უმნიშვნელო მსტვინავი სუნთქვა. პაციენტს მიღებული აქვს მჯდომარე პოზიცია, ცნობიერება დათრგუნულია და იგი ფხიზლდება მხოლოდ განმეორებით მტკივნეულ გაღიაზიანებაზე. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობისთვის ყველაზე სავარაუდო შეფასება?
თქვენ დაგიძახეს 13 წლის ბიჭის შესაფასებლად. მას აღენიშნება ასთმა. კლინიკაში შემოსულია რამდენიმე საათის წინ. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, ალბუტეროლის მუდმივი ინჰალაცია, ეძლევა ჟანგბადი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 135/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 45/წუთში, არტერიული წნევა – 130/87 mmHg., ტემპერატურა 370c. პაციენტს კვლავ გამოხატული აქვს ქოშინი ნეკნთაშუა და ნეკნქვეშა კუნთების რეტრაქციით, თუმცა აღინიშნება უმნიშვნელო მსტვინავი სუნთქვა. პაციენტს მიღებული აქვს მჯდომარე პოზიცია, ცნობიერება დათრგუნულია და იგი ფხიზლდება მხოლოდ განმეორებით მტკივნეულ გაღიაზიანებაზე. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი ნაბიჯი აღნიშნული პაციენტის მართვაში?
13 წლის ბიჭი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით შემოყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხერხემლის მძიმე დეფორმაციის გამო ჩატარებული ნეიროქირურგიული (ხერხემლის პლასტიკა) ოპერაციის შემდეგ. ოპერაციის საერთო ხანგრძლივობამ შეადგინა 10 სთ, ხოლო სისხლის დანაკარგმა დაახლოებით 1200 მლ. შემოსვლისას ჰემატოკრიტი – 28% და შრატის ნატრიუმი 138 მექვ/ლ. პირველ პოსტოპერაციულ ღამეს პაციენტს გადაესხა 3 ლიტრი რინგერ-ლაქტატის ხსნარი შემცირებული დიურეზის გამო. ოპერაციის შემდეგ დილას პაციენტი მოხსნილია მექანიკური ვენტილაციიდან. ცნობიერება ნათელია, პაციენტი გამოღვიძებული და ორიენტირებულია. ლაბორატორული მაჩვენებლებია: შრატის ნატრიუმი – 124 მექვ/ლ, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 2 მგ/დლ, კრეატინინი – 0.4 მგ/დლ, ბიკარბონატი – 24 მექვ/ლ, ჰემატოკრიტი – 24%. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული პაციენტის მართვის შემდეგი ნაბიჯი?
13 წლის გოგონას ველოსიპედის მართვისას შეეჯახა ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე აღენიშნა გონების დაკარგვა, თუმცა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანისას ცნობიერება იყო ნათელი. პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. თავის ტვინის საწყისი კომპიუტერული ტომოგრაფიით პათოლოგიური ცვლილებები ნანახი არ იქნა. ფიზიკალური, მათ შორის ნევროლოგიური გასინჯვით დარღვევები არ გამოვლენილა. აღინიშნებოდა ერთეული ზედაპირული ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები. პაციენტი გადაყვანილი იქნა განყოფილებაში. რამდენიმე საათის შემდეგ განუვითარდა თავის ტკივილი და ღებინება. პაციენტს დაენიშნა მორფინი და მეტოკლოპრამიდი. მორფინის შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ პაციენტი უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, აღენიშნა ღებინება და ცნობიერების დაბინდვა. გასინჯვით ყურადღებას იპყრობდა ფიქსირებული, დილატირებული მარჯვენა გუგა. საწყისი რეანიმაციისა და სტაბილიზაციის შემდეგ ჩატარდა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც გამოვლინდა დიდი ზომის ეპიდურული ჰემატომა მარცხნივ, შუამდებარე სტრუქტურების ცდომითა და პარკუჭების კომპრესიით. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული პაციენტის მართვის ყველაზე შესაფერისი ნაბიჯი?
რა გვერდით ეფექტს უნდა ველოდოთ პროსტაგლანდინის ინფუზიის დროს, რომელიც დაწყებული იქნა ღია არტერიული სადინარის გამავლობის შენარჩუნების მიზნით სადინარდამოკიდებული გულის თანდაყოლილი მანკის დროს?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოყვანილია 6 კვირის პაციენტი 3 დღიანი დიარეის შემდეგ. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 170/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 50/წუთში, არტერიული წნევა – 50/28 mmHg., ტემპერატურა – 36.20c კაპილარული ავსების დრო – 4 წმ. ყიფლიბანდი და თვალები ჩავარდნილია. შარდის ბუშტში ჩადგმული კათეტერიდან შარდი არ გამოიყოფა შემდგომი 12 სთ-ის განმავლობაში. ლაბორატორული მაჩვენებლებია: ჰემოგლობინი – 13 გ, ჰემატოკრიტი – 48%, თრომბოციტები – 180 000/მმ3, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 90 მგ/დლ, კრეატინინი – 3.0 მგ/დლ, შრატის ნატრიუმი – 130 მექვ/ლ და ნატრიუმის ფრაქციული ექსკრეცია 0.2. შარდის ხვედრითი წონა – 1.030. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?
კლინიკაში მოყვანილია 2 წლის ბიჭი მწვავე გასტროენტერიტით, რომელსაც განუვითარდა გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვა 10 წთ-ის ხანგრძლივობით. ანამნეზური მონაცემებით პაციენტი აქამდე იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 128/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 30/წუთში, არტერიული წნევა – 98/60 mmHg., ტემპერატურა – 38.20c. პაციენტს ეძლევა 100%-იანი ჟანგბადი. სატურაციის მაჩვენებელი 100%. ლაბორატორული მაჩვენებლებია: შრატის ნატრიუმი – 120 მექვ/ლ, შრატის კალიუმი – 5.1 მექვ/ლ, გლუკოზა – 72 მგ/დლ, შრატის ტოტალური კალციუმი – 8.5 მგ/დლ (ნორმა – 8.6-10.7), ბიკარბონატი – 14 მექვ/ლ, სისხლის შარდოვანა აზოტი-BUN – 25 მგ/დლ, კრეატინინი – 1.6 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული პაციენტის მართვის შესაფერისი პირველადი ნაბიჯი?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 4 თვის ბიჭი არაკორეგირებული პერიმემბრანული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით, რომელსაც აღენიშნება რესპირატორული დისტრესი. ბინაზე დანიშნული ჰქონდა დიგოქსინი და ფუროსემიდი. პაციენტი იმყოფება 1ლ/წთ ჟანგბადზე კანულის მეშვეობით, როდესაც მისი ოქსიგენაცია ქვეითდება 95%-დან 88%- მდე. პაციენტს აღენიშნება ლეთარგია და ზომიერი რესპირატორული დისტრესი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 178/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 66/წუთში, არტერიული წნევა – 86/42 mmHg., ცხელება არ აღენიშნება. აუსკულტაციით ისმინება სველი და მსტვინავი ხიხინი დიფუზურად ფილტვის ყველა ველში და უხეში შუილი მე-4 ნეკნთაშუა სივრცეში მარცხნივ. ღვიძლის ქვედა კიდე ისინჯება ნეკნთა რკალიდან 2 სმ-ით ქვემოთ. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული პაციენტის მართვის შესაფერისი ნაბიჯი?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 2 თვის ბავშვი რესპირატორული დისტრესით. პაციენტი აქამდე იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი. დედის გადმოცემით 2 დღით ადრე საკვებს ღებულობდა ცუდად. კლინიკაში შემოსვლის დღეს დედამ შენიშნა, რომ ბავშვს აღენიშნებოდა აჩქარებული სუნთქვა და სიფერმკრთალე. საკვები არ მიიღო. ანამნეზში ცხელება, ღებინება ან დიარეა არ აღინიშნება. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: გულისცემის სიხშირე – 200/წუთში, სუნთქვის სიხშირე – 50/წუთში, არტერიული წნევა – 50/32 mmHg., ტემპერატურა – 35.50c (რექტალურად). პაციენტს აღენიშნება აჩქარებული სუნთქვა და ქოშინი, აუსკულტაციით ფილტვებში პათოლოგიური ხმიანობა ან შუილი არ ვლინდება, პარენქიმული ორგანოები გადიდებული არ არის. კიდურები გრილია, პულსი სუსტი. ეკგ-ზე ვლინდება თანაბარი რითმი 220/წუთში, ვიწრო QRS კომპლექსი, P კბილის ვიზუალიზაცია ვერ ხერხდება. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული პაციენტის მართვის შესაფერისი ნაბიჯი?
დიაბეტური კეტოაციდოზის მქონე პაციენტის სისხლში გლუკოზის შემცველობა – 350 მგ/დლ. 1 სთ-ის შემდეგ გლუკოზის მაჩვენებელია – 250 მგ/დლ. რა იქნება აღნიშნული პაციენტის მართვის შემდეგი ნაბიჯი?
გულის თანდაყოლილი დეფექტი, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის ნაკადის გაზრდასთან, ქმნის საშიშროებას