სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
რომელი ვენტილაციური პარამეტრის შემცირებაა საჭირო პირველ რიგში პაციენტებში ბრონქოპულმონარული დისპლაზიით?
რა მოქმედებაა დაკავშირებული ამრინონის ლაქტატთან?
რა პროცედურის ჩატარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პაციენტის მართვისას, რომელსაც ესაჭიროება PEEP 14 სმ. წყლის სვეტი?
ჩამოთვლილთაგან რომელი წყვილის არსებობსა ახასიათებს ფალოს ტეტრადას?
13 წლის ბიჭს შაქრიანი დიაბეტით სკოლაში განუვითარდა კოლაფსი. იგი მიყვანილია კლინიკაში. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია, ზედაპირული სუნთქვა, გუგების დილატაცია და ჰიპერრეფლექსია. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის მართვის შესაფერისი პირველადი ნაბიჯი?
9 წლის პაციენტი ასთმით მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მას შემდეგ, რაც ჩაუტარდა საწყისი მკურნალობა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. აგრესიული მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად პაციენტს აღენიშნება ცნობიერების გაუარესება და დათრგუნვა. არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებელი 6 ლიტრ/წუთში ჟანგბადის ფონზე შეადგენს: pH - 7.30; pCO2 – 58; pO2 - 50; HCO3 - 29; O2 სატურაცია 82%. აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს შემდეგი ჩარევის აუცილებლობაზე:
საინჰალაციო აზოტის ოქსიდის მოქმედება უპირატესად იწვევს:
პაციენტს ჰიპოვოლემიური შოკით უტარდება სითხეებით რეანიმაცია. დოპამინის ინფუზია 3 მკგ/კგ/წთ დაწყებულია:
პაციენტს აღენიშნება ასთმის შეტევა. მას უტარდება ალბუტეროლის მრავალჯერადი ინჰალაცია. მიღებულია შემდეგი ლაბორატორული მაჩვენებლები: არტერიული წნევა - 130/78 mmhg, გულისცემის სიხშირე 160; სუნთქვის სიხშირე 48; O2 სატურაცია 88% FiO2 - 0.60 (პარკსარქვლოვანი ნიღბით). ჩამოთვლილთაგან რომელი კლინიკური ნიშნები სავარაუდოდ უნდა აღენიშნებოდეს პაციენტს?
ჩამოთვლილთაგან რა ცვლილებები ვლინდება ასთმური სტატუსის მქონე პაციენტის გულმკერდის რენტგენოგრამაზე?
რა არის უპირველესი მიზანი იმ ჩვილი პაციენტის მართვაში, რომელსაც აღენიშნება პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია?
რა პარამეტრები მეტყველებს ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეციის სინდრომის განვითარებაზე?
გულის ტამპონადის გადაუდებელი მკურნალობა მოიცავს;
10 წლის პაციენტს ჩაუტარდა ინტუბაცია რესპირატორული სტატუსის სწრაფი გაუარესების გამო. ინტუბაციის შემდეგ არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებლებია: pH - 7.31; pCO2 - 50; pO2 - 80; HCO3 – 22; O2 სატურაცია - 95%. პაციენტის სისხლის გაზები ასახავს:
პაციენტს უტარდება ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეციის სინდრომის (SIADH) მკურნალობა. ნატრიუმის რა მაჩვენებელი მეტყველებს აღნიშნული სინდრომის კუპირებაზე?
15 წლის პაციენტი ტრავმის გამო მოთავსებულია კლინიკაში დაკვირვების მიზნით. პაციენტი უჩივის მუცლის ტკივილს მარცხენა ზედა კვადრატში, რომელიც განიცდის ირადიაციას მარცხენა ბეჭის მიდამოში. არტერიული წნევა ქვეითდება 80/50 mmHg-მდე. რაზე მიუთითებს აღნიშნული მდგომარეობა?
პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. მას აღენიშნება ტკივილი გვერდის არეში, ჰემატურია და დაჭიმულობა კოსტო-ვერტებრალურ კუთხეში. რა ორგანოს დაზიანებაზე უნდა იყოს მიტანილი ეჭვი აღნიშნული სიმპტომების არსებობისას?
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს ჩვეულებრივ ადგილი აქვს BUN მაჩვენებლის მომატებას. გარდა ამისა, კალიუმისა და კრეატინინის კონცენტრაციების რა ცვლილებები არის დაკავშირებული თირკმლის მწვავე უკმარისობასთან?
დიგოქსინის შეყვანის წინ აუცილებელია გულისცემის სიხშირისა და რიტმის შეფასება. გარდა ამისა, რა მაჩვენებლებია მნიშვნელოვანი აღნიშნული პრეპარატის დანიშვნისას?
რა მედიკამეტები გამოიყენება ღია არტერიული სადინარის (PDA) სამკურნალოდ?