სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
პაციენტის ეზოფაგალურ/გასტროინტესტინური სისხლდენის უხშირესი მიზეზია:
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება 10 წლის პაციენტი კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში. შუასაყარში დგას დრენაჟი. პაციენტი იმყოფება ინვაზიურ მონიტორინგზე. მისი მდგომარეობა არასტაბილურია. კაპილარული ავსების დრო დაქვეითებულია, ცენტრალური ვენური წნევა – 15 mmHg, გამოხატულია ტაქიკარდია და აგზნება. არტერიული წნევა დაქვეითებულია. რა არის ჰიპოტენზიის შესაძლო გამომწვევი მიზეზი მოცემულ სიტუაციაში?
კლინიკაში მოყვანილია 5 წლის პაციენტი ტრავმით ავტოავარიის შემდეგ. გამოხატულია ტაქიპნოე, სიფერმკრთალე და ჰიპოტენზია. ყურადღებას იპყრობს გულმკერდის პარადოქსული მოძრაობა. რაზე უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი აღნიშნული სიმპტომების არსებობისას?
თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს მანიტოლი ინიშნება შემდეგი მიზნის მისაღწევად:
პაციენტს ჩაუტარდა ბრონქოსკოპია უცხო სხეულის ევაკუაციის მიზნით, რის შემდეგაც მას განუვითარდა ქოშინი. გამოხატულია რეტრაქციები და სტრიდორი. რა არის აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?
რა კარდიოვასკულური ცვლილებები ახლავს თან სპინალური შოკის საწყის სტადიას, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად?
რა მაჩვენებლები უნდა განისაზღვროს დიგოქსინის შეყვანის წინ?
ბრონქოპულმონური დისპლაზიის შორეულ გართულებას წარმოადგენს:
ცერებროსპინალური სითხის რომელი მაჩვენებელი მიუთითებს ბაქტერიული მენინგიტის არსებობაზე?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 9 წლის პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ქოშინი, ტაქიპნოე და ცივი კიდურები. ბავშვი იყო დღენაკლული 26 კვირის გესტაციით. ოთახის ჰაერზე განსაზღვრული არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებლებია: pH – 7.07; pO2 – 50; pCO2 – 80; HCO3 – 7. რაზე მიუთითებს სისხლის გაზების აღნიშნული მაჩვენებლები?
ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი დიაფრაგმული თიაქრისთვის?
ჩამოთვლილთაგან რომელი მაჩვენებლებია დამახასიათებელი უშაქრო დიაბეტისთვის?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია ჩვილი რესპირატორული დისტრეს სინდრომით, რომელსაც ესაჭიროება მექანიკური ვენტილაცია შემდეგი პარამეტრებით: PIP – 34 cmH2O, PEEP – 10 cmH2O.პაციენტს მოულოდნელად აღენიშნება სატურაციის ვარდნა და ბრადიკარდია. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?
პაციენტი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დიაბეტური კეტოაციდოზის დიაგნოზით. მას უვითარდება ლეთარგია და ღებინება 2-ჯერ უკანასკნელი 1 სთ-ის განმავლობაში. რა არის აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 3 წლის პაციენტი სხეულის ზედაპირის 60%-ის დამწვრობით. პაციენტის შეფასებისას: გულისცემის სიხშირე – 160/წუთში, არტერიული წნევა – 100/60 mmHg. მარცხენა სხივის არტერიაზე პულსი არ ისინჯება, კაპილარული ავსების დრო აღემატება 5 წთ. რა ზომების გატარებაა საჭირო საწყისი მართვის დროს?
პაციენტი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ავტოავარიის შემდეგ. ცნობიერება ნათელია. ანამნეზიდან ცნობილია, რომ ტრავმის მიღებისას ბავშვს აღენიშნა ცნობიერების ხანმოკლე კარგვის ეპიზოდი. პაციენტს უვითარდება ძლიერი ლოკალური თავის ტკივილი და გამოხატული აქვს მდგომარეობის სწრაფი გაუარესების ნიშნები. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნულის ყველაზე სავარაუდო მიზეზი?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია ახალშობილი აპნოეს ეპიზოდების გამო. მკურნალობის მესამე დღეს პაციენტს აღენიშნება ძლიერი აგზნება, მოუსვენრობა და ტაქიკარდია. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?
სისხლის შენაცვლებითი ტრანსფუზიის განხორციელებისას რომელი ლაბორატორული მაჩვენებლის დარღვევაა უპირატესად მოსალოდნელი?
6 წლის პაციენტს აღენიშნება თავის ქალას მოტეხილობა საფეთქლის არეში. რომელი ტიპის სისხლჩაქცევაზე უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია პაციენტი ტრიციკლური ანტიდეპრესანტის გადაჭარბებული დოზით მიღების შემდეგ. რა ტიპის არითმიაა ყველაზე ხშირი ამ დროს?