QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2261

ცერებროსპინალური სითხის რომელი ლაბორატორული მაჩვენებელი მიუთითებს ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროებაზე?

2262

რა გადაუდებელი ღონისძიება უნდა გატარდეს დაჭიმულ პნევმოთორაქსზე ეჭვის დროს?

2263

რა კლინიკურ ნიშანს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება იმ პაციენტის მართვისას, რომელიც გამოყვანილი იქნა ცეცხლმოკიდებული შენობიდან?

2264

საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტების ჯგუფიდან რომელი პრეპარატი გამოიყენება ასთმური სტატუსის მკურნალობის დროს?

2265

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია პაციენტი, რომელსაც აღენიშნება შემდეგი კლინიკური ნიშნები: ქსოვილების დაქვეითებული პერფუზია, ლეთარგია, აციდოზი და ოლიგურია. პაციენტის ჰემოდინამიკური სტატუსი რჩება არასტაბილური სითხის სამი ბოლუსის შეყვანის შემდეგ. რა არის შემდეგი ნაბიჯი აღნიშნული პაციენტის მართვის დროს?

2266

კლინიკაში მოყვანილია 3 წლის პაციენტი, რომელმაც მიიღო უცნობი პრეპარატი. მას აღენიშნება ნისტაგმი, ატაქსია, კრუნჩხვა, სუნთქვის დათრგუნვა, PT/PTT გახანგრძლივება და ჰიპონატრემია. ჩამოთვლილთაგან რომელ პრეპარატზე უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი?

2267

პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ტრაქეოეზოფაგალური ფისტულის გამო. ოპერაციიდან მეორე დღეს გამოიხატა ცხელება 39-მდე, სუნთქვის სიხშირემ მოიმატა 75-მდე/წუთში, ხოლო დრენაჟიდან აღინიშნა მღვრიე შიგთავსის გამოყოფა. რაზე მიუთითებს მოცემული სიმპტომები?

2268

ჩამოთვლილთაგან რომელი კლინიკური ნიშანი წარმოადგენს ლარინგოტრაქეობრონქიტით დაავადებული 2 წლის პაციენტის ინტუბაციისა და ვენტილაციის ჩვენებას?

2269

რა უნდა გაკეთდეს ფენობარბიტალის გადაჭარბებული დოზით მიღების დროს?

2270

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის მართვისას, რომელსაც აღენიშნება ეპიგლოტიტი?

2271

თქვენ უტარებთ რეანიმაციას ჩვილ პაციენტს, რომელსაც აღენიშნება რესპირატორულ დისტრესთან დაკავშირებული სიმპტომური ბრადიკარდია. ეფექტური სასუნთქი გზების, ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველყოფის მიუხედავად ბრადიკარდია კვლავ რჩება. მონიტორზე არ ვლინდება გულის ბლოკადა. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველი რიგის პრეპარატი, რომელიც უნდა გამოიყენოთ მოცემულ შემთხვევაში?

2272

ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული ეპინეფრინთან დაკავშირებით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს?

2273

2 წლის გოგონას შეფასებისას თქვენ აღმოაჩინეთ, რომ მას აღენიშნება სუნთქვის მსუბუქი გაძნელება ჩასუნთქვისას და კანის სიფერმკრთალე. ცნობიერება შენახულია. პირველადი შეფასებისას ვლინდება მსუბუქი სტრიდორი დატვირთვისას. სიმშვიდის დროს სუნთქვის გაძნელება გამოხატული არ არის. SpO2 92%-ია ოთახის ჰაერით სუნთქვის პირობებში. პაციენტს გამოხატული აქვს ნეკნთაშუა კუნთების მსუბუქი რეტრაქცია ჩასუნთქვის დროს. ფილტვების აუსკულტაციით ორივე მხარეს ქვედა წილებში სუნთქვა ადეკვატურად ტარდება. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი თერაპიული ჩარევა აღნიშნულ შემთხვევაში?

2274

ცხვირის კანულა 4 ლ/წუთში ნაკადით;

2275

ჩამოთვლილთაგან რომელია ჭეშმარიტი პრეპარატების ენდოტრაქეული გზით შეყვანასთან მიმართებაში?

2276

კლინიკაში მოყვანილია 10 წლის მანამდე ჯანმრთელი ბიჭი უგონო მდგომარეობაში სუნთქვის გაჩერებით. მონიტორზე ვლინდება ფართო კომპლექსიანი ტაქიკარდია. პაციენტს არ აღენიშნება პულსი, ამიტომ დაწყებულია გულ-ფილტვის რეანიმაცია – კომპრესიები და ვენტილაციები ამბუს ტომრით 100%-იანი ჟანგბადით. დეფიბრილატორის მოტანისთანავე განხორციელებულია ასინქრონული შოკი 2 ჯ/კგ-ზე. 2 წუთიანი გულფილტვის რეანიმაციის შემდეგ მოწმდება რითმი, მონიტორზე გამოსახულია ვენტრიკულური ფიბრილაცია. პაციენტს უტარდება მეორე შოკი – 4 ჯ/კგ და გრძელდება გულ-ფილტვის რეანიმაცია. რეანიმაციული გუნდის ერთ-ერთი წევრი უზრუნველყოფს ძვალშიდა მიდგომას და შეყავს ეპინეფრინი 0.01 მგ/კგ (0.1 მლ/კგ 1 : 10 000 განზავიბით). რითმის განმეორებითი შემოწმებისას კვლავ ვლინდება მდგრადი ვენტრიკულური ფიბრილაცია. განმეორებითი შოკის შემდეგ 4 ჯ/კგ კვლავ გრძელდება გულ-ფილტვის რეანიმაცია. გულის უპულსო გაჩერების ალგორითმის თანახმად, რომელია შემდეგი პრეპარატი და მისი დოზა დეფიბრილაციის შემდეგ გულ-ფილტვის რეანიმაციის განახლებისას?

2277

ჩამოთვლილთაგან რომელია ჭეშმარიტი კალციუმთან მიმართებაში?

2278

პაციენტს ქალა-ტვინის ტრავმით აღენიშნება კომატოზური მდგომარეობა. გლაზგოს კომის შკალით ფასდება 4 ქულით. პაციენტი ინტუბირებულია, არტერიული წნევა - 150/100 mmHg, გულისცემის სიხშირე 50/წუთში. როგორია პაციენტის მართვის შემდგომი ტაქტიკა?

2279

10 წლის პაციენტი ტრავმით ნევროლოგიური შეფასებისას ახელს თვალებს მტკივნეულ გამღიზიანებელზე, გაურკვევლად წარმოთქვამს სიტყვებს, ტკივილზე აღენიშნება კიდურების ექსტენზია. რამდენი ქულით ფასდება აღნიშნული პაციენტი გლაზგოს კომის შკალის მიხედვით?

2280

ანესთეზიის მიმდინარეობის დროს ბრადიკარდიის განვითარების უხშირესი მიზეზია:

განმარტებები