QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2281

რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება უხშირესად ბაქტერემია?

2282

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 2 თვის ჩვილი. მშობლების გადმოცემით ბავშვი ჭირვეულობდა მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გამოეხატა ძილიანობა. საკვები არ მიუღია. პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა – 35.40C, სუნთქვის სიხშირე – 72/წუთში, გულისცემის სიხშირე – 192/წუთში. გასინჯვით ზედა და ქვედა კიდურები ცივია, პულსაცია სხივის არტერიაზე არ ისაზღვრება. რა არის პაციენტის ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

2283

რომელი დაავადების პროგრესირებისას არის ყველაზე სავარაუდო კარდიოგენური შოკის განვითარება?

2284

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოყვანილია პაციენტი შემდეგი სიმპტომებით – დაქვეითებული დიურეზი, ცნობიერების შეცვლა, ჰიპოტენზია, საუღლე ვენების შებერვა, გალოპის რითმი და ფილტვის შეშუპება. თქვენი შეფასებით პაციენტს აღენიშნება:

2285

„CPAP“ არის მუდმივი დადებითი წნევით ვენტილაცია, რომლის ჩვენებას წარმოადგენს:

2286

„BiPAP“ არის წნევით დახმარება ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს და ხელს უწყობს სპონტანური ვენტილაციის გაუმჯობესებას. ჩამოთვლილთაგან რომელი მდგომარეობის დროს არის ნაჩვენები მისი გამოყენება?

2287

ჩამოთვლილთაგან რომელია აბსოლუტური უკუჩვენება ინტრააორტული ბალონირების ჩატარებისთვის?

2288

ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაცია უხშირესად გამოიყენება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, როდესაც კარდიოგენული შოკის კუპირება ვერ ხერხდება ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებით. კიდევ რა პათოლოგიების დროს არის ნაჩვენები მისი გამოყენება?

2289

რომელი მდგომარეობის დროს არის მოწოდებული მუცელზე წოლით ვენტილაცია?

2290

რა ცვლილებების განვითარებას უწყობს „PEEP“?

2291

პრეოქსიგენაციის ხარისხს ყველაზე კარგად ასახავს მონაცემი:

2292

თქვენ წარმატებით განახორციელეთ 2 კგ-იანი ახალშობილის ინტუბაცია. სავარაუდოდ რა სიღრმეზე უნდა ჩაიდგას ენდოტრაქეული მილი, რომ მისი მდებარეობა ტრაქეაში კორექტული იყოს?

2293

ჩამოთვლილთაგან რომელია ოპტიმალური მიდგომა ვენტილატორ ასოცირებული პნევმონიის არსებობაზე ეჭვის დროს?

2294

რა შემთხვევაში არის ნაჩვენები ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგი, თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის ტრავმული დაზიანება?

2295

ჩამოთვლილთაგან რომელი ეკგ ცვლილებები ვითარდება ჰიპოკალემიის დროს?

2296

თქვენ უტარებთ რეანიმაციას ჩვილ პაციენტს, რომელსაც აღენიშნება რესპირატორულ დისტრესთან დაკავშირებული სიმპტომური ბრადიკარდია. ეფექტური სასუნთქი გზების, ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველყოფის მიუხედავად ბრადიკარდია კვლავ რჩება. მონიტორზე არ ვლინდება გულის ბლოკადა. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველი რიგის პრეპარატი, რომელიც უნდა გამოიყენოთ მოცემულ შემთხვევაში?

2297

კლინიკაში შემოვიდა ბინიდან 85 წლის ქალი უგონო მდგომარეობით. ანამნეზის შეგროვება ვერ ხერხდება. ლაბორატორიული მონაცემებით: ნატრიუმი - 144 მმოლ/ლ (ნორმა - 135 – 145 მმოლ/ლ), კალიუმი - 5.0 მმოლ/ლ (ნორმა - 3.5 – 5.0 მმოლ/ლ), ქლორი - 99 მმოლ/ლ (ნორმა - 98 – 106 მმოლ/ლ), ბიკარბონატი - 17 მმოლ/ლ (ნორმა-22 – 32 მმოლ/ლ), ოსმოლარობა - 391 მოსმ/ლ (ნორმა-270 – 290 მოსმ/ლ), გლუკოზა - 65 მმოლ/ლ (ნორმა - 3.5 – 7.0 მმოლ/ლ), კრეატინინი - 0.2 მმოლ/ლ (ნორმა -0.05 – 0.12 მმოლ/ლ), შარდოვანა - 16 მმოლ/ლ (ნორმა - 3.0 – 8.0 მმოლ/ლ). ყველაზე უფრო სავარაუდო დიაგნოზია:

2298

არტერიული სისხლში: pH=7,30; PaO2=70 mmHg; PaCO2=57 mmHg; SB=18 მექვ/ლ-ზე; BE=–7 მექვ/ლ-ზე. მიუთითეთ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის ხასიათი:

2299

10 წლის პაციენტს ჩაუტარდა ინტუბაცია რესპირატორული სტატუსის სწრაფი გაუარესების გამო. ინტუბაციის შემდეგ არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებლებია: pH – 7.31; pCO2 – 50; pO2 – 80; HCO3 – 22; O2 სატურაცია 95%. პაციენტის სისხლის გაზები ასახავს:

2300

დიაბეტით დაავადებული პოსტოპერაციული ავადმყოფის სისხლში გლუკოზის მაჩვენებელია 220 მგ%. მიუთითეთ ინსულინის მაქსიმალური დოზა, რომელსაც გამოიყენებდით ამ შემთხვევაში:

განმარტებები