QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2301

ჰიპერგლიკემიური კეტოაციდოზური კომით ავადმყოფთან ინსულინოთერაპიის რომელი ტაქტიკაა სწორი:

2302

ავადმყოფის ნევროლოგიური სტატუსია: სრული სენსორული და მოტორული აფაზია, მტკივნეულ გაღიზიანებაზე გამოხატულია კიდურების ტონური მოხრა და თვალების გახელა, სუნთქვის სიხშირე 10წთ-ში, არტერიული წნევა 90/60 mmHg. გლაზგოს სკალით რამდენ ბალად შეაფასებდით მდგომარეობას:

2303

ფილტვების შეშუპების სავარაუდო დიაგნოზისას საიდან დაიწყებთ ფილტვების მოსმენას:

2304

მამაკაცი უგონო მდგომარეობით ტექნიკური ალკოჰოლით მოწამვლის დადასტურებული დიაგნოზით. ამ დროს გამოხატულია: 1. კუსმაულის ტიპის პათოლოგიური სუნთქვა; 2. ქუთუთოების შეშუპება; 3. სისხლის პლაზმის ბიკარბონატის დონე დაბალია; 4. პერიოდულად ვლინდება ტონურ – კლონური კრუნჩხვები. შეარჩიეთ სწორი კომბინაცია:

2305

შუახნის მამაკაცს აწუხებს ძლიერი ტკივილი გულმკერდში. ტკივილის აღმოცენებიდან გასულია 3–4 საათი. ვარაუდით საქმე გვაქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტთან. ჩამოთვლილი გამოკვლევებიდან რომელი იქნება ყველაზე სპეციფიური დადასტურება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში?

2306

ახალგაზრდა მამაკაცი კოლაფსშია P – 180, TA – 40/20 mmHg. რამდენიმე წუთში განვითარდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, რაც კუპირებული იქნა 300 ჯოული დეფიბრილაციით და ლიდოკაინის ერთჯერადი შეყვანით. შემდგომ ამისა დაფიქსირდა სინუსური ტაქიკარდია არახშირი ექტოპიური პარკუჭოვანი არითმიით. ექოსკოპიით გამოვლინდა პარკუჭთა უმნიშვნელო ჰიპოკინეზია. სხვა პათოლოგია დადგენილი არ იქნა. სავარაუდოდ რა პათოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე?

2307

პაციენტმა (30 წლის, 75 კგ წონის) ჰოსპიტალიზაციამდე 8 საათით ადრე მიიღო პარაცეტამოლი 10 გრამის ოდენობით, ალკოჰოლთან ერთად. ლაბორატორიული ანალიზით პარაცეტამოლის დონე სისხლში არის 395 მკგ/მლ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რომელი დებულებებია მისაღები: 1. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა სუფთა წყლებამდე და დაენიშნოს გააქტივებული ნახშირი; 2. რეკომენდებულია N-აცეტილცისტეინის დანიშვნა; 3. გასინჯვისას აღინიშნება ღვიძლის გადიდება; 4. ვლინდება ჰეპატოტოქსიკოზის კლინიკა.

2308

პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. მას აღენიშნება ტკივილი გვერდის არეში, ჰემატურია და დაჭიმულობა კოსტო-ვერტებრალურ კუთხეში. რა ორგანოს დაზიანება უნდა იყოს მიტანილი ეჭვი აღნიშნული სიმპტომების არსებობისას?

2309

კალიუმისა და კრეატინინის კონცენტრაციების რა ცვლილებები არის დაკავშირებული თირკმლის მწვავე უკმარისობასთან?

2310

დიგოქსინის შეყვანის წინ აუცილებელია გულისცემის სიხშირისა და რითმის შეფასება. მეორე რიგში, რა მაჩვენებლებია მნიშვნელოვანი აღნიშნული პრეპარატის დანიშვნისას?

2311

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება 10 წლის პაციენტი კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომ პერიოდში. შუასაყარში დგას დრენაჟი. პაციენტი იმყოფება ინვაზიურ მონიტორინგზე. მისი მდგომარეობა არასტაბილურია. კაპილარული ავსების დრო დაქვეითებულია, ცენტრალური ვენური წნევა – 15 mmHg, გამოხატულია ტაქიკარდია და აგზნება. არტერიული წნევა დაქვეითებულია. რა არის ჰიპოტენზიის შესაძლო გამომწვევი მიზეზი მოცემულ სიტუაციაში?

2312

პაციენტს ჩაუტარდა ბრონქოსკოპია უცხო სხეულის ევაკუაციის მიზნით, რის შემდეგაც მას განუვითარდა ქოშინი. გამოხატულია რეტრაქციები და სტრიდორი. რა არის აღნიშნული სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი?

2313

ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი დიაფრაგმული თიაქრისთვის?

2314

ჩამოთვლილთაგან რომელი მაჩვენებლებია დამახასიათებელი უშაქრო დიაბეტისთვის?

2315

პაციენტს აღენიშნება თავის ქალას მოტეხილობა საფეთქლის არეში. პირველ რიგში რომელი ტიპის სისხლჩაქცევაზე უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი?

2316

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია პაციენტი ტრიციკლური ანტიდეპრესანტის გადაჭარბებული დოზით მიღების შემდეგ. რა ტიპის არითმიაა ყველაზე ხშირი ამ დროს?

2317

რა გადაუდებელი ღონისძიება უნდა გატარდეს დაჭიმულ პნევმოთორაქსზე ეჭვის დროს?

2318

გამტარებლობითი ანესთეზიის დროს ადგილობრივი ანესთეტიკის განმეორებითი დოზა უნდა შეესატყვისებოდეს:

2319

რა კარდიოვასკულური ცვლილებები ახლავს თან სპინალური შოკის საწყის სტადიას, რომელიც ვითარდება ზურგის ტვინის დაზიანების შედეგად?

2320

ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ეპინეფრინთან დაკავშირებით რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს?

განმარტებები