სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ჰალოტანით ზოგადი ანესთეზიის პროცესში ნაკლებად მოსალოდნელია განვითარდეს:
იზოფლურანის შესახებ მართებულია: 1. მოზრდილებში მისი მინიმალური ალვეოლური კონცენტრაცია 0,75%-ია; 2. 37 გრად. ცელს. ტემპერატურაზე სისხლი-გაზი ხსნადობის კოეფიციენტი 1,4-ის ტოლია; 3. 3 მოც%-ზე მეტი კონცენტრაცია იწვევს ე.ე.გ.-ზე პაროქსიზმულ ეპილეპტიფორმულ პიკურ აქტივობას; 4. აძლიერებს პირის ღრუს ლორწოვანის სეკრეციას.
იზოფლურანის გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე გამოიხატება: 1. ზომიერი ბეტა-ადრენერგული სტიმულაციით; 2. თერაპიულ კონცენტრაციებში გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდით; 3. კაროტიდული ბარორეფლექსის არასრული დათრგუნვით; 4. კორონარული "გაქურდვის" ფენომენით.
იზოფლურანის გამოყენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: 1. ჰიპოვოლემია; 2. ბრონქული ასთმა; 3. ღვიძლის დაავადებები; 4. არასტაბილური სტენოკარდია.
იზოფლურანი: 1. ენფლურანის იზომერია; 2. არააალებადია; 3. ნაკლებად ტოქსიურია ჰალოტანთან შედარებით; 4. მიეკუთვნება ჰალოგენშემცველ ინჰალაციურ საანესთეზიო საშუალებებს
სევოფლურანი: 1. ხასიათდება სისხლში ხსნადობის დაბალი უნარით; 2. არის ანტიჰიპოქსანტი; 3. ხასიათდება მინიმალური უარყოფითი გავლენით გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; 4. ზოგადი ანესთეზიის დროს გამოიყენება მხოლოდ დახურული კონტურით.
დესფლურანის დახასიათებისთვის რომელი დებულებებია ჭეშმარიტი? 1. დესფლურანის დუღილის ტემპერატურაა 29.2 C; 2. მისი სისხლში ხსნადობის კოეფიციენტი მაღალია იზოფლურანთან შედარებით; 3. ის არის ავთვისებიანი ჰიპერთერმიის ერთ-ერთი გამომწვევი; 4. ინდუქციის პროცესში ინჰალაციისას იწვევს სასუნთქი გზების რეფლექსთა დაქვეითებას;
სევოფლურანის დახასიათებისას რომელი დებულებებია ჭეშმარიტი? 1. სევოფლურანი ჰალოგენიზებული ეთერია; 2. ადვილად აალებადი და ფეთქებადია; 3. MAC= 2 მოც. %; 4. სისხლი/აირის ხსნადობის კოეფიციენტია 3; 5. გავლენა არტერიულ წნევაზე მინიმალურია.
მეტოქსიფლურანი: 1. ხასიათდება სისხლში ხსნადობის მაღალი უნარით; 2. არ ხასიათდება არითმოგენული მოქმედებით; 3. იწვევს გამოხატულ მიორელაქსაციას; 4. ნეფროტოქსიურია.
ადრენოლიზური ეფექტი გამოხატული აქვს შემდეგ პრეპარატებს: 1. ლაბეტოლოლს; 2. პიპოლფენს; 3. დროპერიდოლს; 4. ამინაზინს.
მორფინი: 1. ცნს-ის დეპრესანტია; 2. თრგუნავს სუნთქვის ცენტრს; 3. იწვევს ოდის სფინქტერის სპაზმს; 4. მნიშნელოვან გავლენას არ ახდენს სისხლის მიმოქცევაზე.
ფენტალინის ანალგეზიური ეფექტი მორფინზე მეტია:
ფენტანილი: 1. გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდით შეუცვლელი სახით; 2. მთლიანად იშლება ღვიძლში; 3. იშლება ღვიძლში, შარდით გამოიყოფა 40%; 4. იშლება ღვიძლში, შარდით გამოიყოფა 10 %;
პენტაზოცინი (ლექსირი, ფორტრალი) დოზით 30მგ ჩვეულებრივ იწვევს: 1. გულისრევას, ღებინებას; 2. კანის ჰიპერემიას; 3. შარდის შეკავებას; 4. ჭარბ ოფლიანობას.
ნარკოტიკული ანალგეტიკების ანტაგონისტებია: 1. ნალორფინი; 2. ნალოქსონი; 3. ლექსირი; 4. ბემეგრიდი.
ატარაქსიულ საშუალებებს განეკუთვნება: 1. ბარალგინი; 2. დიაზეპამი (სედუქსენი, რელანიუმი); 3. პენტაზოცინი; 4. ელენიუმი (ქლოზეპიდი).
დიაზეპამი იწვევს: 1. მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას; 2. გულის წუთმოცულობის ზომიერ შემცირებას; 3. სისტოლური მოცულობის მომატებას; 4. არტერიული წნევის ზომიერ დაქვეითებას.
ანტიჰიპოქსანტებია: 1. დროპერიდოლი; 2. ნატრიუმის თიოპენტალი; 3. ამინაზინი; 4. ნატრიუმის ოქსიბუტირატი.
ნეიროლეფსიური საშუალებები მოქმედებენ: 1. ჰიპოთალამუსის მიდამოში; 2. ნერვ-კუნთოვან მიდამოში; 3. დიენცეფალურ მიდამოში; 4. ლიმბურ სისტემაზე)
ინდუქციისათვის მიდაზოლამის (დორმიკუმი) დოზა მოზრდილებში არის: