სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
პრემედიკაციისათვის მიდაზოლამის დოზა მოზრდილებში არის:
მიდაზოლამს ახასიათებს: 1. სედაციური ეფექტი; 2. ნახევარგამოყოფის პერიოდია 1,5-2სთ; 3. გამოიყენება ნარკოზში ინდუქციისას; 4. მისი მოქმედება ძლიერდება ანტიდეპრესანტების, სედაციური, ნეიროლეფსიური, ნარკოტიკული ნივთიერებების ფონზე.
მიდაზოლამის გამოყენება უკუნაჩვენებია: 1. მიასთენიისა და მიოპათიის დროს; 2. ვენტილაციური დეპრესიის დროს; 3. ორსულობისას; 4. მძიმე ჰიპოვოლემიის დროს.
პრემედიკაციაში ატარაქსიული საშუალებები იხმარება შემდეგი მიზნით: 1. ნარკოტიკული და საძილე საშუალებების მოქმედების პოტენცირებისათვის; 2. სანერწყვე ჯირკვლების სეკრეციის შესამცირებლად; 3. ფსიქოემოციური დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად; 4. ვაგალური რეფლექსების თავიდან ასაცილებლად.
დიაზეპამი იწვევს: 1. სედაციას; 2. ანტეროგრადულ ამნეზიას; 3. ზომიერ ცენტრალურ რელაქსაციას; 4. ჟანგბადზე თავის ტვინის ქსოვილის მოთხოვნილების შემცირებას.
ატარაქსიული საშუალებების მოქმედების ადგილია:
დროპერიდოლი გამოიყენება: 1. ფსიქოზების დროს, როგორც ანტიფსიქოზური საშუალება; 2. მომატებული არტერიული წნევის დასაწევად; 3. სპაზმოლიზური და ანალგეზიური ეფექტის პოტენცირებისათვის; 4. ანალგეზიური ეფექტის მისაღებად.
დროპერიდოლს არ ახასიათებს: 1. ადრენალინის და ნორადრენალინის პრესორული ეფექტის დაქვეითება; 2. ქსოვილთა პერფუზიის გაუმჯობესება; 3. ზომიერი ჰიპოტონია; 4. სისხლძარღვთა სპაზმი; 5. პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება.
ბენზოდიაზეპინების ანტაგონისტია: 1. ნალოქსონი; 2. ატროპინი 3. ბემეგრიდი; 4. ფლუმაზელინი; 5. პენტაზოცინი.
ნატრიუმის ნიტროპრუსიდი: 1. ძლიერი ჰიპოტენზიური საშუალებაა; 2. აქვეითებს არტერიულ წნევას ორგანოთა სისხლმომარაგების შემცირების გარეშე; 3. გულზე უშუალოდ არ მოქმედებს; 4. აქვეითებს კორონარული სისხლძარღვების რეზისტენტობას.
ნატრიუმის ნიტროპრუსიდი 1. ხელს უწყობს სითხისა და ნატრიუმის შეკავებას; 2. ამცირებს ვენურ უკუნაკადს; 3. იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიას; 4. ზრდის გულის მუშაობას.
ვენაში ბარბიტურატების შეყვანის დროს სუნთქვის დათრგუნვის მიზეზია: 1. ქერქის დეპრესია; 2. კაროტიდული სინუსის დეპრესია; 3. სუნთქვის ცენტრის მგრძნობელობის დაქვეითება ნახშირორჟანგის მიმართ; 4. კაროტიდული სხეულების მგრძნობელობის დაქვეითება ნახშირორჟანგის მიმართ;
ნატრიუმის თიოპენტალის ვენაში შეყვანის აბსოლუტური უკუჩვენებაა: 1. მშობიარობა; 2. ფეოქრომოციტომა; 3. შოკი; 4. პორფირია.
ბარბიტურატები იწვევენ დეპრესიას: 1. ჰიპოთალამუსის; 2. ბარორეცეპტორების რეფლექსების; 3. ვეგეტატიური ნერვული სისტემის ნერვების გამტარობის; 4. მიოკარდიუმის კუმშვადობის.
კეტამინის ინტრავენური შეყვანა იწვევს: 1. პულსის გახშირებას; 2. არტერიული წნევის ზომიერ მატებას; 3. ბრონქოდილატაციას; 4. ღრმა სომატურ დეპრესიას.
ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი გამოიყოფა დაშლილი სახით საშარდე სისტემის გზით: 1. დიაზეპამი; 2. თიოპენტალი; 3.Pპეტიდინი; 4.Lლუმინალი.
დიაზეპამის ნახევარდაშლის პერიოდია:
მორფინს ახასიათებს: 1. სედაცია; 2. მიოზი; 3. ჰისტამინის გამოყოფა; 4.ტაქიკარდია.
კარდიოდეპრესიას არ იწვევს: 1. ეთომიდატი; 2. ჰექსენალი; 3. კეტამინი; 4. პროპანიდიდი.
კეტამინის მიმართ მართებული არ არის: 1. იწვევს მოცირკულირე სისხლის მოცულობის მომატებას; 2. იწვევს ჰიპერტენზიას; 3. უკუნაჩვენებია თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის მწვავე მოშლის დროს; 4. იწვევს ჰიპოტენზიას; 5. იწვევს ტაქიკარდიას.