სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
არტერიო- და ვენო- დილატატორების გამოყენება ნაჩვენებია: 1. მიტრალური სტენოზის დროს; 2. მიტრალური ნაკლოვანების დროს; 3. იდიოპათიური სუბაორტული სტენოზის დროს; 4. მაგისტრალურ არტერიებზე ოპერაციების დროს.
მიზანშეწონილია თუ არა, ოპერაციული ჩარევის წინ მოციმციმე არითმიის ლიკვიდაცია? 1. დიახ; 2. არა; 3. ტაქისისტოლური ფორმა უნდა გადავიყვანოთ ნორმოსისტოლურში; 4. ტაქისისტოლური ფორმა უნდა გადავიყვანოთ ბრადისისტოლურში;
ქვემოთ ჩამოთვლილი არითმიებიდან რომელ შემთხვევაშია კალიუმის შეყვანა ეფექტური: 1. პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას; 2. კვანძოვანი ტაქიკარდიისას; 3. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისას; 4. სუპრავენტრიკულური რითმის დარღვევისას;
ჰიპოკალიემიის კორექციის მიზნით ნიშნავენ: 1. პანანგინს; 2. რინგერ-ლაქტატს; 3. დაროუს ხსნარს; 4. მაპოლარიზებელ ნარევს.
გულის უკმარობის მკურნალობა გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა: 1. წოლითი რეჟიმისა; 2. საგულე გლიკოზიდების გამოყენებისა; 3. დიურეტიკების გამოყენებისა; 4. კალიუმის მიღების შეზღუდვისა.
რომელ შემთხვევაშია ყველაზე დაბალი საოპერაციო რისკი?
მოზრდილ ავადმყოფში გულის ზონდირება უმჯობესია ჩატარდეს:
აორტოკორონაროგრაფია კეთდება:
გულის კათეტერიზაციის დროს ზოგად ანესთეზიას უყენებენ შემდეგ მოთხოვნებს: 1. ანესთეზია არ უნდა ახდენდეს გავლენას ჰემოდინამიკაზე, სისხლის მიმოქცევის მცირე წრეზე; 2. მეთოდი არ უნდა ახდენდეს გავლენას სისხლის აირთა შემადგენლობაზე; 3. ზედაპირული ანესთეზია; 4. არაფეთქებადი სააანესთეზიო საშუალებების გამოყენება.
კარდიოქირურგიული ავადმყოფების პრემედიკაციაში ჩართული უნდა იყოს, ყველა, გარდა: 1. საძილე საშუალებები; 2. ოპერაციამდე 40 წთ-ით ადრე ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები; 3. ანტიჰისტამინური პრეპარატები; 4. ატროპინი; 5. ტრანკვილიზატორები.
კარდიოქირურგიულ ავადმყოფებში გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია: 1. ფ.ხ.ვ; 2. ბრონქოლიზური აეროზოლის ინჰალაცია; 3. 100% - იანი ჟანგბადის ინჰალაცია; 4. ბეტა ადრენობლოკატორები.
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ჩასატარებელი სისტემა შედგება: 1. დამჭირხნავი ტუმბოსა და ფილტრისაგან; 2. არტერიული და ვენური კომუნიკაციებისაგან; 3. მემბრანული ოქსიგენატორისაგან; 4. სითბომცვლელებისაგან.
ოქსიგენატორის გამოყენებისას უნდა ვერიდოთ: 1. ინფიცირებას; 2. არტერიულ მაგისტრალში ბუშტუკების არსებობას; 3. ნორმალური შედედების აღდგენას ხელოვნური სისხლის მიმოქცევის მსვლელობაში; 4. მაღალი სიბლანტის და ცხიმოვანი ხსნარების ინფუზიას.
მიოკარდიუმის ჰიპოქსიისაგან დაცვა "ღია" გულზე მანიპულაციების დროს ხორციელდება ყველა ჩამოთვლილი მეთოდებით, გარდა: 1. ჰიპოთერმული კორონარული პერფუზიისა; 2. სიცივისმიერი კარდიოპლეგიისა; 3. კომბინირებული სიცივისმიერი და ქიმიური კარდიოპლეგიისა; 4. პერიფერიული ვაზოდილატაციისა.
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში, აორტის გამავლობის აღდგენისა და დეკანულაციის შემდეგ უნდა შესრულდეს ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება, გარდა:
კონტრპულსაცია მიიღწევა აორტაში სპეციალური ბალონ-კათეტერის შეყვანით და მისი გაბერვით: 1. პარკუჭების დიასტოლის დროს; 2. პარკუჭების სისტოლის დროს; 3. წინაგულების სისტოლის დროს; 4. წინაგულების დიასტოლის დროს.
კონტრპულსაციის მეთოდი საშუალებას იძლევა: 1. გაუმჯობესდეს კორონარული სისხლის მიმოქცევა; 2. დასტაბილდეს გულის წუთმოცულობა; 3. გაუმჯობესდეს მიკროცირკულაცია; 4. გაუმჯობესდეს მარცხენა პარკუჭის მუშაობა.
კონტრპულსაციის გამოყენება იწვევს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:
ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის ჰემოდინამიკური ეფექტები: 1. ბალონის გაბერვის შედეგად სისხლი გადაადგილდება პერიფერიიდან აორტისაკენ; 2. ბალონის გაბერვის შედეგად იზრდება საბოლოო დიასტოლური წნევა; 3. ბალონის გაბერვის შედეგად სისხლი გადაადგილდება აორტიდან პერიფერიისაკენ; 4. ბალონის გაბერვის შედეგად მცირდება საბოლოო დიასტოლური წნევა.
შიდააორტული ბალონური კონტრპულსაციის (შაბკ) გამოყენების ზოგადი ჩვენებაა: 1. ხელოვნური სისხლის მიმოქცევა (მანამდე და შემდეგ); 2. კარდიოგენური შოკით გართულებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; 3. მიტრალური სარქვლის მწვავე უკმარობა; 4. არასტაბილური სტენოკარდია.