სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
შიდააორტული ბალონური კონტრპულსაციის (შაბკ) ჩატარების უკუჩვენებაა: 1. მიტრალური სარქვლის უკმარისობა. 2. სამკარედი სარქვლის უკმარისობა. 3. წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტი. 4. აორტის სარქვლის უკმარისობა. 5. აორტის სარქვლის სტენოზი
ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის უკუჩვენებაა: 1. კარდიოგენული შოკით გართულებული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; 2. მიტრალური სარქველის მწვავე უკმარისობა; 3. ხელოვნური სიხლის მიმოქცევის შემდგომი პერიოდი; 4. აორტული სარქვლის ნაკლოვანება.
შიდააორტული ბალონური კონტრპულსაციის პროცესში წარმოშობადი გართულებებია: 1. თრომბოციტოპენია; 2. აორტის პერფორაცია; 3. თირკმლის უკმარისობა; 4. ქვედა კიდურების იშემია.
შიდააორტული ბალონური კონტრპულსაციის შეწყვეტა ხორციელდება: 1. ერთმომენტად, მიოკარდიუმის ნორმალური შეკუმშვის უნარის აღდგენისთანავე; 2. მიოკარდიუმის ნორმალური შეკუმშვის უნარის აღდგენის შემდეგ თანდათანობით, ბალონის გაბერვების სიხშირის შემცირებით; 3. მიოკარდიუმის ნორმალური შეკუმშვის უნარის აღდგენის შემდეგ შაბკ-ს ამთავრებენ ბალონში გაზის მოცულობის საფეხურეობრივად შემცირებით; 4. ყველა ჩამოთვლილი ვარიანტით.
"ღია" გულზე ოპერაციის შემდგომი ყველაზე ხშირი გართულებაა: 1. ჰემოლიზი; 2. რითმის მოშლა; 3. სისხლის შედედების დარღვევა; 4. პოსტპერფუზიული სინდრომის განვითარება.
დახურული მიტრალური კომისუროტომიის დროს ზოგადი გაუტკივარების არჩევითი მეთოდია: 1. კეტამინის ინტრავენური შეყვანა; 2. ჰალოტანი + ჟანგბადი; 3. ატარალგეზია; 4. ეპონტოლით ინდუქცია;
მიტრალური სტენოზის გამო წარმოებული ოპერაციის დროს ანესთეზიოლოგი ვალდებულია: 1. უზრუნველყოს ცენტრალური ვენური წნევის კონტროლი; 2. უზრუნველყოს ე.კ.გ. მონიტორინგი; 3. უზრუნველყოს არტერიული წნევის კონტროლი; 4. წარმართოს ანესთეზია ზომიერი ჰიპოტონიის პირობებში.
კომისუროტომიის დროს მოსალოდნელია ყველა ჩამოთვლილი გართულება, გარდა:
აორტის კოარქტაციის გამო წარმოებული ოპერაციების დროს ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის მეთოდებია: 1. ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნების პირობებში; 2. მონოანესთეზია ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებებით; 3. რეგიონალური ანესთეზია; 4. ოპიატები + ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებები.
გულის დაავადებების გამო წარმოებული ოპერაციული ჩარევის დროს ჰემოტრანსფუზიის ჩვენებად უნდა ჩაითვალოს: 1. არტერიული წნევის დაქვეითება; 2. ვოლემიის სათანადო დონეზე შენარჩუნება; 3. არტერიული ჰიპოქსემიის განვითარება; 4. ჰემოგლობინის 100 გ/ლ-ზე და ჰემატოკრიტის 30%-ზე ქვემოთ შემცირება.
სისხლის მიმოქცევის აღდგენისას აორტის კოარქტაციის ლიკვიდაციის შემდეგ, აუცილებელია ჩატარდეს ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის გამოყენების შემდეგ ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპია რომელი პარამეტრის კორექციისკენ უნდა იყოს მიმართული? 1. ელექტროლიტური დარღვევების კორექცია; 2. აირთა ცვლის და ჰემოდინამიკის ადექვატური მაჩვენებლების შენარჩუნება; 3. თირკმლების მწვავე უკმარისობის პროფილაქტიკა; 4. ფილტვების შეშუპების პროფილაქტიკა.
გულის ჭრილობის მქონე ავადმყოფთა გამოკვლევების ნუსხა ანესთეზიის და ოპერაციის პერიოდში შეიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:
კონსტიქციული პერიკარდიტის გამო წარმოებული ოპერაციის დროს შესავალი ანესთეზიისთვის არჩევითი საანესთეზიო საშუალებაა:
"ღია" გულზე ოპერაციისშემდგომ პერიოდში გარეგანი სუნთქვის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ოპერაციის დროს მასიური სისხლდანაკარგი და ჰემოტრანსფუზია; 2. გამოხატული ტკივილის სინდრომი; 3. ფილტვების ინტერსტიციული შეშუპების განვითარება; 4. პლევრის ღრუში სითხის დაგროვება.
ოპერაციისშემდგომ პერიოდში არტერიული ჰიპოქსემიის კორექცია მდგომარეობს: 1. 50%-იანი და მეტი ჟანგბადის ინჰალაციაში; 2. ფილტვების დამხმარე ხელოვნური ვენტილაციის გამოყენებაში; 3. ბრონქოდილატატორების გამოყენებაში; 4. მუკოლიზური საშუალებების გამოყენებაში.
მაგისტრალური სისხლძარღვების დაავადებების დროს წინასაოპერაციო მომზადებისას აუცილებელია: 1. ცენტრალური ჰემოდინამიკის გამოკვლევა; 2. ანგიოგრაფიული გამოკვლევა; 3. ეკგ გამოკვლევა; 4. ველოერგომეტრია.
ქვედა კიდურების მაგისტრალურ სისხლძარღვებზე წარმოებული ოპერაციის დროს შეიძლება იყოს გამოიყენებული ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა: 1. დაბალანსებული ენდოტრაქეული ზოგადი ანესთეზიისა; 2. ეპიდურული ანესთეზიისა; 3. სპინალური ანესთეზიისა; 4. ინფილტრაციული ანესთეზიისა.
საძილე არტერიაზე ოპერაციული ჩარევის დროს: 1. მასზე მომჭერის დადების შემდეგ მოპირდაპირე ნახევარსფეროს პერფუზია ხორციელდება ვილიზიის წრიდან; 2. საძილე არტერიაზე მომჭერის დადების შემდეგ შეიძლება დაგვჭირდეს დროებითი შუნტის დადება; 3. არ ხდება ჰეპარინიზაცია; 4. კაროტიდული სხეულის ინფილტრაცია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით ამცირებს ავტონომიურ სტიმულაციას.
მუხლქვეშა არტერიაზე ოპერაციული ჩარევისას უნდა განხორციელდეს ბლოკადა: