QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

721

ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ პროცესს ახასიათებს: 1. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობის მკვეთრი შემცირება; 2. სუნთქვითი მოცულობის შემცირება; 3. ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის მკვეთრი შემცირება; 4. სუნთქვითი მოცულობის გაზრდა.

722

ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ქრონიკული რესტრიქციული ბრონქიტის დიფერენციალური დიაგნოზისთვის იყენებენ: 1. სპიროგრაფიულ გამოკვლევას; 2. პნევმოტაქომეტრია; 3. სინჯს ბრონქოლიზური საშუალებებით; 4. მარშის სინჯს.

723

ფილტვების ქრონიკულ ჩირქოვან დაავადებებს თან ახლავს: 1. შინაგანი ორგანოების ამილოიდოზი; 2. ორგანიზმის ალერგიზაცია; 3. სუნთქვის უკმარისობა; 4. ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა.

724

ჰიპერვენტილაციის შემდგომი ჰიპოქსიის მიზეზია:

725

ფილტვების კომპენსატორული შესაძლებლობების გაუმჯობესება შეიძლება მიღწეული იქნას ყველა ჩამოთვლილით, გარდა ერთისა:

726

ტრაქეობრონქული ხის სანაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა: 1. ცხვირიდან ტრაქეის კათეტერიზაცია; 2. პოსტურალური დრენირება; 3. მუკო- და ბრონქოლიზური საშუალებების გამოყენებით ხველების სტიმულაცია; 4. ბრონქოფიბროსკოპია.

727

ბრონქოფიბროსკოპიის ძირითად ჩვენებას წარმოადგენს: 1. ბრონქების შევიწროება სიმსივნეებით ან ნაწიბუროვანი სტენოზით; 2. ფილტვიდან სისხლდენა; 3. კუჭის შიგთავსის ასპირაცია; 4. მარცხენა მთავარი ბრონქის ინტუბაცია.

728

ტრაქეობრონქული ხიდან ნახველის ევაკუაციის გაუმჯობესება შეიძლება: 1. გულმკერდის ყაფაზის პერკუსიულ-ვიბრაციული მასაჟით; 2. ბრონქო და მუკოლიზური აეროზოლების ინჰალაციით; 3. ხველების სტიმულაციით; 4. ბრონქოსკოპიის გამოყენებით.

729

სუნთქვის მწვავე უკმარისობის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია:

730

ორსანათურიანი ენდობრონქული მილის არასწორ მდებარეობაზე მიუთითებს: 1. მაღალი წნევა სასუნთქ კონტურში; 2. დაბალი წნევა სასუნთქ კონტურში; 3. ამოსუნთქული ჰაერის დაბალი მოცულობა; 4. ამოსუნთქული ჰაერის მაღალი მოცულობა.

731

ორსანათურიანი ენდობრონქული მილის სწორი მდებარეობის შემოწმების მიზნით გამოიყენება: 1. ფილტვების აუსკულტაცია; 2. ფიბრობრონქოსკოპია; 3. გულმკერდის რენდგენოსკოპია;

732

პულმონექტომიის წინ ოპერაბელობის კრიტერიუმებია: 1. PaCO2 > 45 მმ Hგ; 2. ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა < 2ლ/წმ; 3. სუნთქვის მაქსიმალური მოცულობა 50%-ით ნაკლები ნორმასთან შედარებით; 4. VO2- ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება < 10მლ/კგ/წთ.

733

თორაკალურ ქირურგიაში ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების გამოყენების უპირატესობა დაკავშირებულია მათ შემდეგ თვისებებთან: 1. ჰემოდინამიკაზე უმნიშვნელო გავლენა; 2. სასუნთქი გზებიდან რეფლექსების დათრგუნვა; 3. ოპერაციისშემდგომი ნარჩენი ანალგეზია; 4. ხველების რეფლექსის დათრგუნვა.

734

ფილტვის რეზექციის დროს ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპია გულისხმობს:

735

ოპერაციის შემდგომი სტრიდორი შეიძლება განპირობებული იყოს: 1. ლარინგოსპაზმით; 2. ხორხის შეშუპებით; 3. სახმო იოგების დამბლით; 4. ზემო სასუნთქ გზებში სეკრეტისა და სისხლის არსებობით.

736

ოპერაციის შემდგომი სტრიდორის კლინიკური გამოვლინებებია: 1. ძლიერი ინსპირატორული ხმიანობა; 2. დაქვეითებული ინსპირატორული მოცულობა; 3. ჩასუნთქვისას ნეკნთაშუა არეების ჩავარდნა; 4. ამოსუნთქვისას მსტვინავი, მოგუგუნე ხიხინი.

737

ოპერაციის შემდგომი სტრიდორის კლინიკური გამოვლინებებია: 1. ძლიერი ინსპირატორული ხმიანობა; 2. დაქვეითებული ინსპირატორული მოცულობა; 3. ჩასუნთქვისას ნეკნთაშუა არეების ჩავარდნა; 4. ფსიქომოტორული აგზნება, ჰიპოქსემია, ციანოზი.

738

ანესთეზიოლოგის ტაქტიკა ოპერაციის შემდგომი სტრიდორის დროს: 1. ფილტვების დამხმარე ვენტილაცია ნიღბით მუდმივი დადებითი წნევის პირობებში; 2. ხორხ-ხახაში არსებული სითხის ასპირაცია; 3. ლარინგოსპაზმის შემთხვევაში, ბეჭდ-ფარისებური იოგის გავლით სახმო იოგების მიდამოში ლიდოკაინის 5% 10მლ ხსნარის შესხურება; 4. ინჰალაცია 30%-იანი ჟანგბადით.

739

ოპერაციის შემდგომი სტრიდორის დროს, როდესაც ფილტვების დამხმარე ვენტილაცია, სანაცია, ლიდოკაინის ხსნარის შესხურება და ჟანგბადის ინჰალაცია უეფექტოა - ანესთეზიოლოგის ტაქტიკაა: 1. დასახმარებლად უფრო გამოცდილი სპეციალისტის გამოძახება; 2. ჩატარდეს ტრაქეის რეინტუბაცია; 3. რეინტუბაციის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში განხორციელდეს ტრანსტრაქეალური ნაკადური ვენტილაცია; 4. უკანასკნელის უეფექტობის შემთხვევაში, ჩატარდეს კრიკოთირეოტომია ან ტრაქეოსტომია.

740

ტრაქეის ოროტრაქეული ინტუბაციის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ფ.ხ.ვ.-ის ჩატარების ყველაზე მარტივი მეთოდია: 1. ნაზოტრაქეული ინტუბაცია; 2. ტრაქეის ინტუბაცია ფიბრობრონქოსკოპიის დახმარებით; 3. ტრაქეის რეტროგრადული ინტუბაცია; 4. ლარინგეალური ნიღბის ჩადგმა.

განმარტებები